თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2018, 15:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3159,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" დე ხეას კოლოსალურ თანხას ადებს
"წითლები" დე ხეას ფასს ასახელებენ.
მადრიდის "რეალი" დე ხეას არ ეშვება, როგორც ჩანს "იუნაიტედის" ესპანელ მეკარეზე პერესი სერიოზულად ფიქრობს. მადრიდული კლუბის პრეზიდენტს, დე ხეას შეძენა გასულ სეზონებშიც სურდა, თუმცა შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა.

ვრცელდებოდა ჭორები, რომ "რეალი" დე ხეას საბოლოოდ შეეშვა და მათი ინტერესი "ატლეტიკის" ახალგაზრდა მეკარეზე კეპა არისაბალაგაზე გადაერთო, თუმცა დე ხეა მათთვის შეუცვლელ კანდიდატად რჩება.

"იუნაიტედი" ესპანელი კიპერის დაკარგვას ადვილად არ აპირებს და მათ, ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი უკვე დაასახელეს. როგორც გამოცემა Cadena Ser - იუწყება, "წითლების" ფასი 100 მილიონ ევროდან იწყება. სწორედ ეს ფასია მინიმუმი, რომელიც "ოლდ ტრაფორდის" ბოსებმა დე ხეას დაადეს.

ესპანელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, მის ანგარიშზე უკვე პრემიერ ლიგაში ჩატარებული 24 მატჩიდან, 14 შეხვედრაში მშრალად შენახული კარია. რაც ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში საუკეთესო მჩვენებელია.



წყარო: euro-football
ჭორები
16 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
25 იანვარი 2018 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
arsad wava datuna
0
№12
ავტორი: lasha001
25 იანვარი 2018 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
პერეს შეეშვი დეხეას შე ბო...... ეს კაცი რომ გაუშვან რეალში გული გამისკდება ალბათ.. ამაზე მაგარი მეკარე არ არსებობს და არანაირ თანხად არ უნდაგაუშვან დევიდი... უმაგრესია ნომერ 1 მეკარეა მსოფლიოში.. ამ რეალმა კიდე ტვინი წაიღო რააა მანჩესტერის ფეხბურთელებით რომ სულდგმულობთ თქვენი მეე..
0
№13
ავტორი: dybbuk
25 იანვარი 2018 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
საფეხბუთო ვეტო უნდა დაედოს :DDD არ შეიძლება გუნდის ესეთი ლიდერების გაშვება თუ ლიგის მოგებაზე და საერთოდ გრანდობაზე გაქვს პრეტენზია, არც მინდა იმის წარმოდგენა რო დეხეა შეიძლება წავიდეს, ეგეთი დონის მეკარე მანჩესტერს არ ყოლია მის ისტორიაში, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვისაც უთამაშია ამ გუნდში, გინდა შმეიხელი და გინდა ვან დერ სარი
0
№14
ავტორი: Phil Jones
25 იანვარი 2018 21:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
400-500!!!
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
25 იანვარი 2018 21:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: dybbuk
საფეხბუთო ვეტო უნდა დაედოს :DDD არ შეიძლება გუნდის ესეთი ლიდერების გაშვება თუ ლიგის მოგებაზე და საერთოდ გრანდობაზე გაქვს პრეტენზია, არც მინდა იმის წარმოდგენა რო დეხეა შეიძლება წავიდეს, ეგეთი დონის მეკარე მანჩესტერს არ ყოლია მის ისტორიაში, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვისაც უთამაშია ამ გუნდში, გინდა შმეიხელი და გინდა ვან დერ სარი

+1 ძმა.ასეთი მეკარე ნაღდად არ ყოლია მანჩესტერს.შმეიხელი კაი მეკარე იყო მარა ბუინა და ბაქიბუქა უფრო.ვან დერ სარი მაგარი კლასნი იყო მაგრამ უფრო მაღალ ბურთებზე და ხელით თამაშში.აი დე ხეა კი არ ვიცი ფეხით ახლო დისტანციაზე დარტყმულს როგორ იყენებს არ ვიცი.რეაქცია აქვს არანორმალური.100% გოლი რომ არის როცა დათუნა დგას კარში მაინც შანსი რო ის გოლი არ გავიდეს.ძაან მაგარი მეკარეა და shotkin-მა დაწერა აქ მეკარეების მესიცაა და ნეიმარიცო და ასეა ნაღდად
0
№16
ავტორი: dybbuk
25 იანვარი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
საფეხბუთო ვეტო უნდა დაედოს :DDD არ შეიძლება გუნდის ესეთი ლიდერების გაშვება თუ ლიგის მოგებაზე და საერთოდ გრანდობაზე გაქვს პრეტენზია, არც მინდა იმის წარმოდგენა რო დეხეა შეიძლება წავიდეს, ეგეთი დონის მეკარე მანჩესტერს არ ყოლია მის ისტორიაში, მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვისაც უთამაშია ამ გუნდში, გინდა შმეიხელი და გინდა ვან დერ სარი

+1 ძმა.ასეთი მეკარე ნაღდად არ ყოლია მანჩესტერს.შმეიხელი კაი მეკარე იყო მარა ბუინა და ბაქიბუქა უფრო.ვან დერ სარი მაგარი კლასნი იყო მაგრამ უფრო მაღალ ბურთებზე და ხელით თამაშში.აი დე ხეა კი არ ვიცი ფეხით ახლო დისტანციაზე დარტყმულს როგორ იყენებს არ ვიცი.რეაქცია აქვს არანორმალური.100% გოლი რომ არის როცა დათუნა დგას კარში მაინც შანსი რო ის გოლი არ გავიდეს.ძაან მაგარი მეკარეა და shotkin-მა დაწერა აქ მეკარეების მესიცაა და ნეიმარიცო და ასეა ნაღდად

თავიდან გაუჭირდა მაგრად, გამოსვლებზე შეშინებული თამაშობდა და ბევრჯერ ცდებოდა, მაგრამ ფერგის ხელში რა მეკარეც დადგა ყველა ხედავს, ჩემი აზრით არაფრით არ ჩამოუვარდება დეხეას ტრანსფერი თავის დროზე რუნის და რონალდოს ტრანსფერს, ფერგის ტოპ სამეულში უდაოდ შედის ეს ბიჭი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top