თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 15:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3093,
კომენტარები: 15
მოურა: "აქ ბედნიერი არ ვარ"
"იუნაიტედს" გზა ხსნილი აქვს.
მოურა:
ლუკას მოურამ ჟოზე მოურინიოს მიანიშნა, რომ მისი შეძენა შესაძლებელია, რადგან "პარი სენ-ჟერმენში" ბედნიერი არ არის.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ინგლისური ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, ასევე აღიარა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.

25 წლის ფეხბურთელს 13 დეკემბერს საფრანგეთის ლიგის თასზე "სტრასბურგთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია.

"დიდი დარტყმაა. შეძრწუნებული ვარ, რომ აღარ მეძლევა თამაშისა და თავის წარმოჩენის საშუალება.

არ ვარ ბედნიერი. ვფიქრობდი, რომ ამ კლუბში კარგად მოვეწყობოდი, მაგრამ ასე სულაც არ არის",
- განაცხადა მოურამ.

"იუნაიტედმა" მოურას შეძენა 2013 წელსაც სცადა, მაგრამ მაშინ "საო პაულოს" ფეხბურთელმა პარიზში გადასვლა ამჯობინა.

მიიჩნევა, რომ მოურას თამაში ჟოზე მოურინიოსაც ხიბლავს და გამომდინარე იქიდან, რომ უნაი ემერი მისი სამსახურით აღარ ინტერესდება, პორტუგალიელს ბრაზილიელის შეძენა ახლა შეუძლია.

ემერიმ "იუნაიტედს" ბიძგიც მისცა:

"ლუკას მოურას ვუთხარი, თუ რას ვფიქრობდი მასზე, როგორც ფეხბურთელზე. მთელი ჩემი პატივისცემის ფონზე ვფიქრობ, რომ სხვა კლუბში უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს".

"იუნაიტედი" არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც მოურათი ინტერესდება. "წითლებს" კონკურენციის გაწევა მოუწევთ "ტოტენჰემისა" და "არსენალისთვის".

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2018 23:29
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ფერგისთვის უარი რო არ ეთქვა დღეს ბედნიერი იქნებოდა ეს პარიზის ხამი
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2018 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩესის მოყვანამდე კიდე იყო შანსი და აწი არამგონია იყიდონ
0
№13
ავტორი: glory28
25 იანვარი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოაშორეთ ეს აქედან თავიდან როდესაც გვინდოდა მაშინ პარიზი აირჩია ეხლა უკვე არაფრად ვარგა და ეხლა უნდ აგადმოსვლააა
0
№14
ავტორი: SANCHEZ 7
25 იანვარი 2018 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
არაა ეს არგვჭირდებაა
0
№15
ავტორი: Lev
26 იანვარი 2018 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეხლა გამოიღე ეიფელის კოშკი პრ////დან !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top