თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 18:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3492,
კომენტარები: 19
მოურინიოს ორი ნახევარმცველის შეძენა სურს
"იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეები.
მოურინიოს ორი ნახევარმცველის შეძენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ალექსის სანჩესი უკვე შეიძინა, ახლა კი კლუბის ხელმძღვანელთა ყურადღება ნახევარმცველის პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელთა შეძენას მიეპყრობა.

მაიკლ კერიკი მომავალ ზაფხულს კარიერას დაასრულებს და "იუნაიტედს" მისი შემცვლელის პოვნა დასჭირდება, ინგლისელის გარდა კი კლუბს მარუან ფელაინიც დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.

The Independent-ის მტკიცებით, კლუბის უმთავრეს სატრანსფერო სამიზნეს ჟან-მიშელ სერი წარმოადგენს, მაგრამ ჯერ შეთავაზებები "ვალენსიასა" და დორტმუნდის "ბორუსიასთვის" მზადდება კარლოს სოლერისა და იულიან ვაიგლის თაობაზე, შესაბამისად.

ორივე ფეხბურთელი კლუბს ახალ სისხლს შესძენს - ვაიგლი 22 წლისაა, ხოლო სოლერი მხოლოდ ოცის, თუმცა, ორივე მათგანს აქვს გარკვეული გავლენა თავისი კლუბის თამაშზე.

გარდა ამისა, "ოლდ ტრაფორდთან" დაკავშირებული მორიგი სახელი ანდრე გომეშია.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა "ბარსელონას" 18 თვის წინ 34 მლნ. ფუნტი დაუჯდა, მაგრამ ესპანური მედია "დონ ბალონი" ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიოს მის იაფად გადაბირებას შეძლებს.

გამოცემის მტკიცებით, "იუნაიტედი" "ბარსელონას" გარანტიას მისცემს, რომ ანტუან გრიზმანის შეძენაში არ შეეცილება, თუკი კატალონიელები გომესს იაფად გაყიდიან.

წყარო: M.E.N
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
24 იანვარი 2018 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
აუ არ გვინდა ეს ჭ კლასის მაღალი რისკის ნახევარმცვლები. დაიერი ან ნაინგოლანი იჩალიჩონ ზაფხულში.
0
№12
ავტორი: giga.m
24 იანვარი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სავიჩი დაამშვენებდა ცენტრს და პოგბასაც სივრცე მიეცემა, ფიზიკურად დზლიერი ,პასებსაც ანაწილებს კარგად და კარგი დაყენებული დარტყმაც აქვს...ფულემიდან სესენიონი უკვე კარგი მცველია 17 წლისაა და მაგალ დონეზე ტამაშობს შეტევებშიც კარგად ერტვება და გოლებიც გააქვს,რაც მტავარია სწრაფია......და ბილბაოდან შუა მცველზე ლაპორტე არ იქნებოდა ურიგო....
0
№13
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2018 23:30
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ზამთარში ტრანსფერი სავარაუდოდ აღარ იქნება.
0
№14
ავტორი: LASHQARA
24 იანვარი 2018 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
Christian Pulisic მე ამ კაცს ვიყიდდი უეჭველი, Ryan Sessegnon ესეც საჭირო კაცია, გაგვაძლიერებდა თან ადვილად შეეგუება პრემიერლიგას, ერთი 10-12 წელი იყომარებდა კაცი მაღალ დონეზე, Sergej Milinkovic-Savic ამათგან ყველა გამოადგება გუნდს, სულ 100-120 უნდა ყველას ერთად love am
0
№15
ავტორი: giorgi_mg
25 იანვარი 2018 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აღარ გვინდა პერსპექტიული ბიჭები, საკმარისად გვყავს, ცენტრში მაღალი კლასის მოთამაშეა მოსაყვანი, დიბალა, გრიზუ, ბეილი, ვერატი ან ვიდალი, აი ასეთი დონის მინიმუმ ერთი და მომდევნო 3-4 წელი ჩ.ლიგის მოგების შანსი გვექნება ყოველ წელს.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2018 11:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორებია უბრალოდ
0
№17
ავტორი: JuanMata
25 იანვარი 2018 14:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ანდრე გომეში და სოკერი არამგონია, უფრო ბოქს თუ ბოქსის ტიპის ნახევარმცველი გვინდა,
4-3-3 ტაქტიკაში. პოგბა ცენტრში გათავისუფლდება და ძირითადად შეევაზე იქნება ორიენტირებული.
ნუ ან 4-2-3-1 მატიჩის შემცვლელი, ან მატიჩის გვერდით და პოგბა 10-იანზე. მაგრამ ეს ორი საყრდენი ნამეტანი სვარკაა,
0
№18
ავტორი: dybbuk
25 იანვარი 2018 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
დორტმუნდიდან მემგონი არავის აღარ იყიდიან კაი ხანი :D ვერატი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია დღეს ყველა გრანდისთვის მისი ასაკის გათვალისწინებით, დღეს უკვე არარეალურად არცერთი ტრანსფერი აღარ მეჩვენება ისეთები ხდება. მეორე ვარიანტად საულ ნიგესი, ეს ბიჭი შემდგარი პროფესიონალია, დიდ სიმპატიებს იმსახურებს უდაოდ. ვიდალიო აქ ახსენეს და მემგონი აქცენტი უფრო ახალგაზრდა ფეხბრუთელებზე უნდა გაკეთდეს, ყოველ შემთხვევაში ამ უკანასკნელთან შედარებით მაინც, იმიტო რო მანიუს სახელფასო პოლიტიკა იმდენად მაღალია რომ ძაან დიდი თანხების გადახდა მოუწევთ სამომავლოდ, ამას ყველაფერს გუნდის მენეჯმენტი აკვირდება და ბალანსი აუცილებლად უნდა დაიცვან, თორე დიდი უსიამოვნებები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. მოკლედ უეჭველად გასაძლიერებელი პოზიცია საყრდენია, კერიკი მიდის, ფელაინიც და ზაფხულში ალბათ ისევ გაისვრის მანიუ და ჟოზეს ხელში საიმედო და ძლიერ ტრანსფერს ველოდები, ასევე ბევრმა უნდა დატოვოს გუნდი და იმედია წელს მაინც დალაგდება გუნდი და ისეთი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული რო არ მოგვიწევს იმის ლაპარაკი მანიუს დონის არააო...
0
№19
ავტორი: glory28
25 იანვარი 2018 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არცერთი ესენი ჩვენ არ გვაწყობს ასეთი ახალგზარდები ჩვენც გყვას ცოტა ისეთი ვინმე რაა ვინც უფრო გამოცდილია ეგეთი გვინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top