თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 09:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2406,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" კიდევ ერთი ჩილელის შეძენას აპირებს
სანჩესის თანამემამულე მოურინიოს სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ალექსის სანჩესს, შესაძლოა, თავისი თანამემამულე არტურო ვიდალი ზაფხულში შეუერთდეს.

სანჩესი უკვე გახდა "იუნაიტედის" "შვიდიანი" და კლუბის ყურადღება ახლა სეზონის ბოლოს გასაკეთებელ დიდ საქმეებზეა გადართული.

ჩილელი ჟურნალისტი მარკ კარდენასი კი ამტკიცებს, რომ "წითლებს" ვიდალი სურთ.

ვიდალს მიუნხენის "ბაიერნთან" 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კლუბის დატოვება სურს.

პოტენციურ სამომავლო კლუბად "იუნაიტედი" მოიაზრება, მაგრამ ინტერესს იჩენს ლონდონის "ჩელსიც", რომელსაც კონკურენციას ჩინური და იტალიური კლუბები გაუწევენ.

"იუნაიტედი" კი თავის კონკურენტებთან ბრძოლაში უკვე გამოცდილია და ფეხბურთელის დარწმუნებას ეცდება, რისთვისაც ვიდალის ყოფილი თანაგუნდელის, პოლ პოგბასა და სანაკრებო თანაგუნდელის, სანჩესის ფაქტორს გამოიყენებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VALERI.s
24 იანვარი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: PaLoMo
ციტატა: abrama
რავი მე ვიდალი მაგალითად ძაან მევასება. მაგარი მებრძოლი ფეხბურთელია სანჩესივით. უბრალოდ იმის მეშინია რომ ამდენმა ფეხბურთელების ყიდვამ არ დაჩაგროს მატა, რაშფორდი, ერერა, ლინგარდი ზედმეტად. თუმცა ვიდალი პოგბას დახატავს. ეს და მატიჩი დაცვას გაამაგრებენ და შემტევები უკვე სულ თავისუფლები იქნებია ბოგბას თამადობით.

რაშფორდი ამის ყიდვასტან არაფერ შუაშია:))და თუ მოიყვანენ მაგარი იქნება უბრალოდ ასაკიანიადა ისეტი გვინდა მაგ პოზიციაზე დიდიხანი რო იყომაროს მაგ.სავიცჰი მარა დზან დზვირს იტხოვენ,ყვეალზე კარგი გორეცკაა,მაგრამ მეეჭვება მოიყვანონ.

გორეცკა ბაიერნში გადავიდა უკვე. მე ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ამ დროისთვის პერეირას დაბრუნება იქნება. სერი მინდოდა ძალიან მაგრამ როგორც გავიგე ევროპა ლიგაზე ნათამაშები ფეხბურთელებიდან მარტო 1 ფებურთელი შეგვიძლია ვათამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე და აზრი არ აქვს სერის ყიდვას ზაფხულში ბევრად უკეთესის შეძენა შეგვეძლება. ვიდალი ასაკშია და ორ წელში მაგისი შემცვლელის ძებნა მოგვიწევს და ჯობია ვინმე ახალგაზრდა ვიყიდოთ!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top