თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 21:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3052,
კომენტარები: 20
პოგბა ხელფასის მომატებას ითხოვს
ფრანგს არსებულზე მაღალი ანაზღაურება სურს.
პოგბა ხელფასის მომატებას ითხოვს
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი ოფიციალურად "ოლდ ტრაფროდზე" ითამაშებს. მისი შემოსავალი კი კვირაში 400 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. ეს ფაქტი არ მოსწონს "წითლების" ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას.

"იუნაიტედის" ექვსიანს, იმდენივე ანაზღაურება სურს რაც "წითელი ეშმაკების" ახალწვეულ ჩილელ ფეხბურთელს. ფრანგის აგენტი, მინო რაიოლა როგოც ირკვევა უკვე ჩაერთო საქმეში და გუნდის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებიც მალე დაიწყება. - იუწყება ცნობილი გამოცემა Goal.

ალექსის სანჩესი "იუნაიტედში" გადასვლით, არამხოლოდ გუნდის არამედ პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა ამ ჩემპიონატის ისტორიაში.

წლევანდელ სეზონში, პოლ პოგბა "იუნაიტედის" ნამდვილ ლიდერად გვევლინება, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დეტალები უცნობია თუმცა პოლს ამჟამინდელი ხელფასი უკვე არ აკმაყოფილებს.



წყარო: euro-football
ჭორები
20 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
24 იანვარი 2018 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტიპი უფასოდ გადმოვიდა და ხელფასიც აღარ გადავუხადოთ?! ლოგიკურია რომ ასეთი ხელფასი დაუნიშნეს და თუ პოგბა კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს ისიც იმსახურებს 300_ს კვირაში.
0
№12
ავტორი: f.c.mu
24 იანვარი 2018 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მაგას შიგ ხო არააა აქ ?????

რაც მაგის ტრანსფერში გადაიხადეს მეტი რა შაშაკოლა უნდა
ტიპი უფასოდ გადმოვიდა და ხელფასი შეშურდა ამ ჩემისას

ფერგი იყოს მეორედ გაუშვებდა ამ ჩემისას, მაგარი ცუდი დამოკიდებულებაა რააააა
0
№13
ავტორი: buddha_707
24 იანვარი 2018 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მანჩესტერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მენეჯმენტი ყავს დედამიწის ზურგზე, ასე რომ ადვილად გადაწყვეტენ ამის და მისი დორბლიანი სტილისტის ბედს, თანაც ძალიან უმტკივნეულოდ winked
0
№14
ავტორი: Phil Jones
24 იანვარი 2018 12:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რაიოლა გატეხილში ნაღდად არაა დამიჯერეთ მხითარიანის გამო, მაგას ყოველთვის აწყობს ფეხბურთელი გუნდს რომ იცვლის მეტს შოულობს. ესეც არამგონია სიმართლე იყოს, მგონია რომ ჟურნალისტის ლოგიკიდანაა. თან სანჩესს მაგხელა ხელფასი იმიტომისცესს რო უფასოდ მოვიდა ესეც მრტივია
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2018 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორი მგონია
0
№16
ავტორი: PaLoMo
24 იანვარი 2018 14:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: LASHQARA
ციტატა: stepno
უნდა მოუმატონ მერეე არ ეკუთვნიის თუ რაა???

შეიძლება ეკუთვნის მაგრამ ამხელა განაცხადი და თავზე გადასხმა არ უნდა იყოს გუნდში, გეკუთვნის მიიღებ, არა და სხვას რას უყურებ, ითამაშე რა, ფულის გულიზე ყველა ითამაშებს და გააზრებულად გუნდისთვის მარტო ის, ვისაც ნამდვილად უყვარს იუნაიტედი love am

კანეშნა ეგრებუნდა იყოს მეტიბუნდა გააჯეთოს და მიიგებს აუცილევლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: kobinio
24 იანვარი 2018 17:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: makaveli
ახალი ამბავს არ ვამბობ ძალიან დიდი ხანია რაიოლა მეზიზღება.. სადარარი ფერგი და მაგის ავტორიტეტი პროსტა.. არ გინდა წითელი ფორმა და კარი მარჯვნივ!!! ფულის წუწკი კამანდით სტაბილური შედეგები არ დაიდება.. ეხლა რა გგონიათ თუნდაც ლივეპულს რო ეთაშებიან ის ჟინი და მონდომება ის ჟილკა არი რაც ადრე? არა ვაფშე რაღაც სხვა ხდება არარიან 70-80 პროცენტი ფეხბურთელების ნამდვილი წითლები... პროსტა სხვა გუნდს როგორ ვუბალეშიკო 15 წლის მერე შანსი არაა თორე კლავენ ესენი სათითაოდ ჟოზეთი დაწყებული თუნდაც პოგბა მოდელით დამთავრწბული იმ სულისკვეთებას რასაც წლები ვუყურებდი, მარტო ფულზე არაა სხვა ბევრი ფაქტორია ძალიან ბევრი

100 %
0
№18
ავტორი: de gea1
24 იანვარი 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ეს არაა კაი ამბავი
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
24 იანვარი 2018 22:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დამშვიდდით ბიჭებო 100% ჭორია.რაც შეეხება ამ თემას სქაიზე თუ კითხულობთ ანალიზებს რომ აკეთებენ იქ იყო ეს თემა გაშლილი ჯერ დადასტურებული არ იყო ტრანსფერი მაშინ.მოკლედ იქ ეწერა: სიტიმ უარი თქვა ზუსტად ხელფასის გამოო, იმიტომ რომ არ უნდოდა დებრუინეზე მეტი ვინმე ქონოდა გუნდში ხელფასი და ამით არეულობა არ შეეტანაო და თან რეგულარულ გარანტირებულ სათამაშო დროს ვერავინ დაპირდებოდაო.მაგრამ იქვე ამბობდნენ რომ მანჩესტერს მაგის პრობლემა არ და ვერ ექნებაო იმიტომ რომ სახელფასო საკითხებში გუნდის მენეჯმენტი საკმაოდ სწორი პოლიტიკის გამტარებელიაო.შეიძლება კონტრაქტში სხვა თანხა ქონდეს მაგრამ პრემიის სახით უმატებენ მერეო და ამ დისბალანსს ავსებენო
0
№20
ავტორი: glory28
25 იანვარი 2018 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არამგონია სიმართლე იყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top