თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2018, 16:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2409,
კომენტარები: 11
მხითარიანი ლონდონშია
მხითარიანმა "მანჩესტერული" კარიერა დაასრულა.
მხითარიანი ლონდონშია
ზამთრის ყველაზე საინტერესო ტრანსფერი რომელიც პრემიერ ლიგაში ხორციელდებოდა დასასრულს მიუახლოვდა. "არსენალის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი პრემიერ ლიგურ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, ხოლო "წითლების" სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "მეთოფეების" ღირსებას დაიცავს.

კლუბებმა აღნიშნული მოლაპარაკება უკვე დაასრულეს, ყველა ნიუანსი და დეტალი შეთანხმებულია, მხითარიანი ამჟამად უკვე ლონდონში იმყოფება სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სულ მალე შეუერთდება თავის ახალ კლუბს.

ასევე დღესვე იგეგმება "მანჩესტერ იუნაიტედში" სანჩესის სამედიცინო შემოწმება, კლუბები ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ. მხითარიანის ლონდონში ყოფნის ამსახველი კადრები მის სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

მხითარიანი ლონდონშია



წყარო: euro-football
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
22 იანვარი 2018 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: GaMkReLa
ციტატა: dybbuk
ციტატა: gache1991
ისე ეს ვიდეო რო დაიდო ერთ კადრში როხო ჩანს მხითარიანს ხელს ართმევს..საინტერესოა რა უნდოდა .2 დღიანი დასვენება მიცა ფეხბურთელებს,ლინგარდი ბარსელონაშია და ასე შემდეგ.აი დარმიანი რატო არ იყო განაცხადში და რატო გაფრინდა გუშინ იტალიაში მაშინ როცა თამაში გვქონდა ზააან საინტერესოა,უნდა გაიყიდოს წესიტ და რიგით

დასასვენებლად იყო ლონდონშიო დეილიმეილმა დაწერა, ზუსტად იგივე სტატიაში სადაც მხითარიანს ხელს ართმევს, თორე დარმიანთან ერთად როხოს მოშორებაც არ იქნებოდა ურიგო

როხოს მოშორება? არადა კარგი ფეხბურთელია და სხვათაშორის წინა სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. რას უწუნებ ?

დებილია, მეტს არაფერს. მერე რა რო თვის საუკეთესო გახდა, ზუსტად ნახევარი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე მთელი მისი კარიერის განმავლობაში, ამ სეზონში რაც იყო კი ვნახეთ, მერე რა რო მძიმე ტრავმის მერე დაბრუნდა, გასაგებია რო არ იყო ფორმაში მაგრამ ისეთი სი რობების მოგონებასაც "ნიჭი" უნდა რაც ამ სეზონში გააკეთა და რასაც აქამდე აკეთებდა, იმ მცირე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით რის გამოც ალბათ შეგექმნა მასზე ესეთი წარომდგენა. მოკლედ რომ ვთქვა არაა ეგ კაცი მანჩესტერის დონის და მოსვლის დღიდან ვიძახი რო ნომერი მაინც გამოუცვალონ, სირცხვილია რიოს მერე ესეთი 5 ნომერი და მეტი არაფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top