თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2018, 17:37
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2647,
კომენტარები: 14
"ბარსელონა" გრიზმანისთვის ბრძოლას გამოეთიშა
"კატალონიელებმა" ჭორები უარყვეს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, დაიწყო ჭორები ანტუან გრიზმანის მომავლის გარშემო. პრესა ავრცელებდა ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას. ბრიტანული პრესა გრიზმანის მომავალს ინგლისურ კლუბებს უკავშირებდა, ესპანური კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ "ბარსელონა" გრიზმანს, ნეიმარის შეცვლის ნომერ პირველ კანდიდატად განიხილავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავად ფრანგმა ფეხბურთელმა "მანჩესტერში" გადაბარგება უფრო შესაძლებლად ჩათვალა ვიდრე შეუძლებლად, ესპანური "მარკა" და "ას" სხვადასხვა მოსაზრებით ამყარებდა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ერთ-ერთ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს თითქოს და "ბარსელონას" სპორტული დირექტორისა და გრიზმანის დის (რომელიც მისი აგენტია) რესტორანში შეხვედრა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო ანტუანის მომავალი.

ინგლისური პრესის ვარაუდი გრიზმანის მანჩესტერული მომავლის შესახებ მართლაც დადგა ეჭვქვეშ, რადარზე სანჩესის გამოჩენის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა "იუნაიტედისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი 7-იანი დაისაკუთროს.

არავისთვისაა უცნობი, რომ გრიზმანი ექს "მანჩესტერელ" დევიდ ბექჰემის დიდი თაყვანისმცემელია და ბევრი ვარაუდობდა, მისთვის მისი კუმირის ნომრის შეთავაზება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცეოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით "ბარსელონამ" ყველა ჭორი უარყო და დაადასტურა, რომ არავითარ მოლაპარაკებას გრიზმანთან არ აწარმოებს.

მოცემული სიტუაციით "იუნაიტედი" ფრანგისთვის ბრძოლაში უკონკურენტოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ კი იქნება მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა, ვუდვორდი და პოლ პოგბა (რომელიც გრიზმანის უახლოესი მეგობარია) ტრანსფერის განხორციელებას შეუდგებიან.

წყარო: skysports.com
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VALERI.s
20 იანვარი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
გრიზმანი მეც ძალიან მინდა რომ იყიდონ მაგრამ თუ არ გამოვა არც მაგაზე დამწყდება დიდად გული დიბალას და ბეილის ყიდვაც არაჩვეულებრივი იქნება.
0
№12
ავტორი: shotkin
20 იანვარი 2018 21:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კაროჩე გრიზმანმა იმდენი ატამასა ერთი ადგილი ღირსია რო დაიკიდოს მანჩესტერმა , სანჩესი გყვავს აქეტ იქეტ მარსიალი , მერე რეში დიდად აღარ გვჭირდება გრიზუ თავის თავს დააბრალოს <3
0
№13
ავტორი: Svanchester
21 იანვარი 2018 00:06
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ზაფხულის პრიორიტეტი: ან დიბალა ან გრიზმანი
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
22 იანვარი 2018 00:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: shotkin
კაროჩე გრიზმანმა იმდენი ატამასა ერთი ადგილი ღირსია რო დაიკიდოს მანჩესტერმა , სანჩესი გყვავს აქეტ იქეტ მარსიალი , მერე რეში დიდად აღარ გვჭირდება გრიზუ თავის თავს დააბრალოს <3

გეთანხმები 100%.ძაან ათამაშა თავპატიჟი დაიდო და დარწმუნებული ვარ ვუდვორდს და მოუს ძაან კიდიათ უკვე.ან ამდენი შემტევი რო მოიყვანო უკან ვიღა იმუშავებს.ან მარსიალი რეშის გაშვება არანაირად არ მინდა ესენი მაინც გუნდის მომავალია და ამდენი ვარსკვლავი სკამზე არ დაჯდება.ან ბარსა ან სიტი წაიყვანს დარწმუნებული ვარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top