თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 17:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 11
მხითარიანი განაცხადში კვლავ არ იქნება
სომეხი ფეხბურთელი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩება.
მხითარიანი განაცხადში კვლავ არ იქნება
ჰენრიხ მხითარიანი "ბარნლისთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში არ იქნება, ვინაიდან "არსენალში" გადასვლისთვის ემზადება.

28 წლის ფეხბურთელი ორშაბათს "სტოკ სიტისთან" მატჩის მიღმაც დარჩა, ამჯერად კი იგივე გამეორდება "ტორფ მურზე".

"იუნაიტედი" და "არსენალი" სანჩესისა და მხითარიანის გაცვლაზე მუშაობენ, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და დამოუკიდებლად იმისა, მოხდება თუ არა ეს დღეს, ორივე ფეხბურთელი გამოტოვებს მომდევნო ტურის მატჩს, ვინაიდან არც მათ ამჟამინდელ და არც მომავალ კლუბში არ შეუძლიათ თამაში მწვრთნელებისა და პროტოკოლის მიზეზით შესაბამისად.

მხითარიანმა "იუნაიტედის" ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, მისი უკანასკნელი შეხვედრა კი, შესაძლოა, 5 იანვრით დათარიღდეს, როცა ინგლისის თასზე დერბის წინააღმდეგ ითამაშა.

როცა მოურინიოს მომდევნო მატჩის განაცხადზე ჰკითხეს, მან უპასუხა: "არა, შემადგენლობაში არ არის. თუმცა, ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მართლაც კარგად ვარჯიშობს.

მოდით, ცხადად ვთქვათ - თუ ეს მოხდება, მოხდება. თუ არადა, აზრი არ აქვს".
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
21 იანვარი 2018 00:07
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
წასულია უკვე მხითო წასული :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top