თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 18:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5053,
კომენტარები: 14
მხითარიანის პოსტი დღევანდელი ვარჯიშიდან
ჰენრიხ მხითარიანი სოციალურ მედიაში.
მხითარიანის პოსტი დღევანდელი ვარჯიშიდან
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელი ჰენრიხ მხითარიანი სოციალურ ქსელში სიჩუმეს არღვევს.

28 წლის ფეხბურთელი "არსენალში" გადასვლისთვის ემზადება, "იუნაიტედმა" კი ორშაბათს იგი "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, რაც ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელის ირგვლივ არსებული გაურკვევლობით ახსნა.

მხითარიანი ფოტოგრაფებმა კარინგტონზე მისვლისას შენიშნეს ხუთშაბათს დილას, დაახლოებით ამავე დროს კი ალექსის სანჩესი, რომლის ტრანსფერშიც "არსენალი" სომეხი ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს, "არსენალის" ბაზაზე იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ჰენრიხის ირგვლივ სპეკულაციები ვრცელდებოდა, სოციალურ მედიაში იგი აქტიური აღარ იყო, მაგრამ დღეს პირველად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ენტონი მარსიალი ჰყავს მონიშნული რვა კაციანი გუნდის ფოტოზე, რომელმაც ვარჯიშზე გაიმარჯვა.

მხითარიანის პოსტი დღევანდელი ვარჯიშიდან


ამ ფოტოზე ასევე ასახულნი არიან პოლ პოგბა, აქსელ ტუანზებე, ჟოელ პერეირა, დეილი ბლინდი, მარუან ფელაინი, ვიქტორ ლინდელეფი და თავად მხითარიანი, აღწერად თან აქვს დართული სიტყვები: "გართობა დღევანდელ ვარჯიშზე"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lady in red
18 იანვარი 2018 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lady in red
უმეტესობას ეჭვი ეპარება, რომ ეს ფოტო დღეს გადაღებულია და რატომ? რა არის გასაკვირი, რომ ვარჯიშზე იყო და ფოტო გადაიღო?


იყო ნამდვილად ვარჯიშზე, ფოტოც დადეს კარინგტონზე რომ მივიდა, იქით სანჩესმა ივარჯიშა არსენალის ბაზაზე (მგონი დუბლებთან ერთად).
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ მაინც იწელება უაზროდ.

ვიცი, რომ იყო უბრალოდ ზოგს არ სჯერა, დღეს გადაღებული რომ არის. ვერ მივხვდი რა იყო ამაში დაუჯერებელი ))))
0
№12
ავტორი: JuanMata
18 იანვარი 2018 20:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093


ციტატა: Lady in red

ვიცი, რომ იყო უბრალოდ ზოგს არ სჯერა, დღეს გადაღებული რომ არის. ვერ მივხვდი რა იყო ამაში დაუჯერებელი ))))


ნამდვილად wink
მგონი დღეს ლოდინს უკვე აზრი აღარ აქვს. ხვალ უნდა მორჩნენ წესით.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2018 23:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დრეს არაფერი არ იქნება, ხვალაც თუ იყო ესეც საკიტხავია :D
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
19 იანვარი 2018 07:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
ციტატა: gache1991
ეს რაიოლა და სომეხი ერტად წარმომიდგენია რა იქნებაD
შენ გაიხარე რა ვიცინე პროსტა.მხითოს ვინ ეყოლებოდა ამავეყნად აბა აგენტი თუ არა ყველაზე მინძრეული ტიპი.აუ რა არ მევასება ეგ რაიოლა იმანე ყველა ამის კონტრაქტები თითქმის ასეა იმენა შოუმენია ტიპი ასე წელავს და თავის კლიენტსაც უწევს ფასს და თავის თავსაც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top