თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2018, 12:01
ავტორი: Human,
ნანახია: 3013,
კომენტარები: 16
წინასამტჩო პრესკონფერენცია
"იუნაიტედის" ბოსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო პრესკომფერენციაზე.
წინასამტჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერი იუნაიტედი" დაბრუნდა გაერთიანებულ ემირატებდან და ჟოზე მაურინიო წარსდა პრესის წინაშე და სხვადასხვა საკითხს შეეხო.

ჟოზე საღამო მშვიდობისა! სასაიამოვნოა კვლავ თქვენი ნახვა, ინგლისში საკმაოდ ციოდა ეს პერიოდი. როგორ ჩაიარა დუბაიში გატარებულმა პერიოდმა?

"ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. პირობები უნიკალური და საუკეთესო იყო! ვფიქრობ მსგავსი ხარისხის პირობები არც ერთ დიდებულ კლუბს არ გააჩნია, როგორიც ჩვენ იქ დაგხვდა. ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ დასასვენებლად და განსატვირთად ჩავედით, თუმცა ეს ასე არ არის - ჩვენ სამუშაოდ ჩავედით! ჩვენ თამაშის და ტაქტიკის გარკვეულ ასპექტებს ვაუმჯობესებდით, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვასწრებთ გადატვირთულ რეჟიმში, მატჩდან მატჩამდე. ვფიქრობ ჩვენ ავამაღლეთ ჩვენი სათამაშო დონე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაგვიმართლა, რადგან თამაში ორშაბათს გვიწევს და ხვალ უკვე აქ ჩავატარებთ სავარჯიშო სესიას.

ჟოზე ბოდიშს გიხდით, რომ თქვენთვის არასასიამოვნო თემას უნდა შევეხოთ, გსმენიათ ბოლო განცხადება ანტონიო კონტესი თქვენს შესახებ?

მე ვფიქრობ, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს შეურაწყოფას აყენებს ის პასუხს ელოდება, თუმცა ზოგჯერ პასუხი დუმილი ან გამოღვიძება შეიძლება იყოს. როდესაც კონტემ პირველად მომაყენა შეურაწყოფა მე მას პასუხი გავეცი. ვუპასუხე, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი პასუხი მას წაკბენდა. ახლა ის იგივეს აგრძელებს და კვლავ შეურაწყოფას მაყენებს, თუმცა მე პასუხს არ გავცემ და ტაქტიკას შევცვლი.

ჟოზე ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ ალექსის სანჩესის გაფორმება გსურთ. ადრე თქვენ განაცხადეთ, რომ იანვარში არავის შეძენას არ აპირებდით. ბოლო-ბოლო შეიძენთ თუ არა ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვინმეს და იქნება თუ არა ეს ალექსის სანჩესი?

მე ვფიქრობ, რომ არაკორექტულია ვისაუბრო იმ ფეხბურთელზე, რომელიც სხვა კლუბის მაისურს ღირსებას იცავს. ამ ეტაპზე სანჩესი "არსენალის" ფეხბურთელია და ამ დღეებში შეიძლება გამოვიდეს მათი მაისურით და "მეთოფეების" ღირსება დაიცვას, ამიტომ მიმაჩია, რომ არასწორია ვისაუბრო სხვა კლუბის ფეხბურთელზე.

საერთო სურათი, რომ ავიღოთ რისი თქმა შემიძლია? არც კლუბის მფლობელები, არც ხელმძღვანელობა და მათ შორის მეც არ გვჯერა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის. ჩვენ არ ვფიქრობთ იმას, რომ ფეხბურთელი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ, რადგან ფანჯარა ღიაა, თუმცა მეორე მხრივ, როდესაც შესაძლებლობა გეძლევა შეიძინო გამორჩეული ფეხბურთელი მაშინ არ აქვს მნიშვნელობა იანვარი იქნება, ივნისი თუ აგვისტო შენ ეს უნდა გააკეთო. რაც შეეხება ალექსის სანჩეს ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩილელი ფენომენალური მოთამაშეა. სამწუხაროდ სხვა დანარჩენს მე ვერაფერს გეტყვით ის 'არსენალის" ფეხბურთელია.

იქნებ გვითხრათ რა სიტუაციაა ზლატან იბრაგიმოვიჩის შემთხევაში?

ზლატანი თავად უკმაყოფილოა თავისი სათამაშ ფორმით და იბრძვის, როგორც ლომი. მას დიდი სურვილი აქვს, რომ დაუბრუნდეს სათამაშო მოედანს და თქვას, რომ დაბრუნდა. მან დაიწყო თამაში მე-60 წუთიდან ერთ თამაში, ერთი თამაში კი ძირითადიდან ითამაშა, თუმცა მაინც უკმაყოფილო იყო მისი თამაშით და სათამაშო კონდიციებით.

ზლატანმა სხვა ექიმებთანაც გაიარა კონსულტაცია, სურდა სხვისი აზრის მოსმენაც და ამის შემდეგ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მან უნდა გააგრძელოს მკურნალობა, ხოლო როგორც კი იგრძნობს ტავს უკეთესად ზლატანი აუცილებლად მოედანს დაუბრუნდება. მას სავარაუდოდ მოედანზე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვიხილავთ.


გაანთავისუფლეს მარკ ჰიუზი და ამჟამად "სტოკი" მწვრთნელის გარეშე დარჩა. ელოდებოდით ასეთ გადაწყვეტილებას?

ისინი არ დარჩენენ მწვრთნელის გარეშე, მათ ჰყავთ მწვრთნელი.

კი მაგრამ მარკ ჰიუზი?

ყველაფრის მიუხედავად მათ ჰყავთ მწვრთნელი, თუმცა არ ვიცი მათი შიდა სამზარეულო, თუმცა ჩემი პირადი აზრით ამჟამინდელი მწვრთნელს შეუძლია მათ მისცეს ყველაფერი და ახალ დონეზე აიყვანოს "სტოკი". მე ვიცი, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მარკ ჰიუზთან და ზოგადად "სტოკ სიტი" საკმაოდ შეკრული გუნდია, ამიტომ ვფიქრობ ედი განაგრძობს საერთო საქმეს და შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.


ინტერვიუში ჟოზე ასევე შეეხო ტუნაზებეს იჯარასაც და განაცხადა, რომ იგი ნიჭიერი ფეხბურთელია და რაც მთავარია "მანჩესტერის" ფეხბურთელია. მისი სხვა გუნდში გადასვლა განპირობებულია მისი სათამაშო პრქტიკიდან, რომელსაც აქსელი "წითელ ეშმაკებში" ვერ იღებდა, თუმცა მისი გაყიდვა ბოსის გეგმებში არ შედის.

წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
15 იანვარი 2018 14:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაც შეეხება ზოგადად სანჩესის საკითხს,ავღნიშნე ადრეც და ახლაც ავღნიშNავ რომ მაგ ტრანსფერით გუნდი დიდ ძაალას შეიძენს,როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის ასევე პრემიერ ლიგისთვისაც.ძალიან დიდი პლიუსი იქნება,მაგრამ თუ მას მოიყვანენ გრინზმანის ამბავი ვითომ გამოირიცხება?

ციტატა: stepno
ara maq imedei sanchestan dakavshirebit da ravkna sitishi mgonia wava eg nabizari

სქაის რეიტინგში საჩესის მანჩესტერში გადმოსვლაზე 4.0 აქვს მიცემული და თუ წამომსვლელია ისევ აქეთ წამოვა.შეიძლება აქამდე იმიტომ გაჭინაურდა მისი დამატება,რომ არსენალს სურს ჯერ მისი შემცვლელი მიიყვანოს და შემდეგ გაყიდოს სანჩესი.
0
№12
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2018 14:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Lalana
რაც შეეხება ზოგადად სანჩესის საკითხს,ავღნიშნე ადრეც და ახლაც ავღნიშNავ რომ მაგ ტრანსფერით გუნდი დიდ ძაალას შეიძენს,როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის ასევე პრემიერ ლიგისთვისაც.ძალიან დიდი პლიუსი იქნება,მაგრამ თუ მას მოიყვანენ გრინზმანის ამბავი ვითომ გამოირიცხება?

adrec davwere mag sakitxze komentari.chemi azrit tu 7 chaicmevs gamoiricxa da dybalaze gadavertvebit.iseti sastavi udna davimatot romelsac ligaze gamoviyenebt.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Lalana
15 იანვარი 2018 15:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: PaLoMo
adrec davwere mag sakitxze komentari.chemi azrit tu 7 chaicmevs gamoiricxa da dybalaze gadavertvebit.iseti sastavi udna davimatot romelsac ligaze gamoviyenebt.

შესაძლებელია ათი ნომრის მიცემაც სანჩესისთვის.მაინც დიბალასა და გრინზმანის პოზიცია თითქმის ერთი და იგივეა.შეუძლიათ მეორე ფორვარდად თამაში,ათიანზეც და მარჯვენა შემტევადაც,ამიტომ მაინც არის იმის შანსი რომ რომელიმე მოვიდეს.თუ დიბალა და გრინზმანიდან იქნება არჩევანი გასაკეთებელი ჩვენ სტილს უფრო გრინზმანი მოუხდება ვიდრე არგენტინელი.
0
№14
ავტორი: nika_nikusha
15 იანვარი 2018 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
არა მეგობარო ცუდი გაგებით კი არ მითქვამს.იმას რასაც შენ ამბობ ეგეც ვნახე და უბრალოდ გამიკვირდა ოფიციალური რომ ეწერა.დიდად არც მე მაინტერესებს მაგრამ ჩემიაზრით ნამდვილად არ იქნება ცუდი მარჯვენა ფლანგზე.ყველაზე მეტად მაჰრეზი მინდა მაგ ადგილას,მაგრამ რასაც ვკითხულობ სულ არ უკავშირებენ მანჩესტერს და გული მწყდება მასეთი ფეხბურთელის მოყვანასაც რომ არ განიხილავენ.[/quote]

მარჯვენა ფლანგზე ბეილზე კარგი ვარიანტი არ არსებობს დღეს დღეობით ჩემი აზრით

არა მეგობარო ცუდი გაგებით კი არ მითქვამს.იმას რასაც შენ ამბობ ეგეც ვნახე და უბრალოდ გამიკვირდა ოფიციალური რომ ეწერა.დიდად არც მე მაინტერესებს მაგრამ ჩემიაზრით ნამდვილად არ იქნება ცუდი მარჯვენა ფლანგზე.ყველაზე მეტად მაჰრეზი მინდა მაგ ადგილას,მაგრამ რასაც ვკითხულობ სულ არ უკავშირებენ მანჩესტერს და გული მწყდება მასეთი ფეხბურთელის მოყვანასაც რომ არ განიხილავენ.[/quote]

მარჯვენა ფლანგზე ბეილზე კარგი ვარიანტი არ არსებობს დღეს დღეობით ჩემი აზრით
0
№15
ავტორი: bziki
15 იანვარი 2018 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რავი ყველა წინაპირობით უნდა მოვიდეს სანჩესი რაც დიდ წილად გამორიცხავს გრიზმანს.

იქით რონალდოა კიდე ზაფხულამდე უფრო გამყარდება რონალდოს წასვლაზე ბაზრები და ზაფხულში ხო ვაბშე. ჩემი აზრით როგორი დაუძლურებულიც არ უნდა იყოს რონი თუ შანსი იქნება უეჭველი უნდა მოიყვანონ კომერციულადაც ძაან დიდ სარგებელს მოიტანს,მენტალურადაც კაცი ჩემპიონის მენტალიტეტითაა დაბადებული და ახალგაზრდებზე უდიდეს გავლენას იქონიებს ,და კლუბის რეპუტაციიტთვისაც.არა მგონია მოუც წინააღმდეგი იყოს სწორედ მაგ გაგებით მოიყვანა ზლატანი და არ მგონია რონიზე თქვას უარი,არადა მარტო სახელის გამო რო არ თამაშობენ ჟოზესს გუნდებში ვარსკვლავები კი დამტკიცებულა ბევრჯერ მარტო შვაინა ეყოფა.არა მგონია ეგრე დაუძლურდეს რონი რო ჟოზემ უარი თქვას
0
№16
ავტორი: Manstark_United
15 იანვარი 2018 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარჯვენა ვინგერი არ არის სანჩესი და რას უპირებენ მაგ პოზიციას.ყველა მწვრთნელი აიგნორებს არადა გუნდის ერთერთი სუსტი წერტილია წლებია უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top