თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2018, 16:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2964,
კომენტარები: 18
გრიზმანის მოთხოვნები ცნობილია
ფრანგი ფეხბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს.
გრიზმანის მოთხოვნები ცნობილია
სულ უფრო აქტიური ხდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ატლეტიკოს" ფრანგი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი, გუნდს შეიცვლის. მისი დაკავშირება კი ინგლისურ გრანდთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხდება.

ანტუანის გადაბირების შესახებ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა შესათანხმებელი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიც გრიზმანის მომავალი ანაზღაურება იქნება "ოლდ ტრაფორდზე".

როგორც The Sun - იუწყება, თავად ფეხბურთელს "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობისგან, ხელფასის სახით კვირაში 450 ათასი ევრო სურს, ხოლო "წითლების" შემოთავაზება ამ ეტაპზე 325 ათასი ევროა კვირაში. დათანხმდებიან თუ არა "იუნაიტედის" მესვეურები ფრანგის მოთხოვნილებებს ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდინარე კონტრაქტი გრიზმანს მადრიდულ კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითლებს მისი ყიდვის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების ბოლომდე გამოსყიდვა მოუწევთ. ლა ლიგის ამ სეზონში 26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა გაკეთებული.




წყარო: euro-football.ru
ჭორები
18 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2018 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მერამდენე სერიაა wink
0
№12
ავტორი: JuanMata
8 იანვარი 2018 22:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბარსას არ გაუჭირდება ამის წაყვანა, ნეიმარისგან 220 აიღეს დაახლოებით 300 დახარჯეს, არამგონია რამე პრობლემა შეექმნათ, ერთ 100 კიდე გადააგდებენ, შემოსავალი დაახლოებით ჩვენნაირი აქვთ.

დიდად აღარც მომწონს გრიზმანი, ზაფხულში თითქმის გადმოსული იყო და გუნდს ვერ დავტოვებ ამ სიტუაციაშიო, მერე ველოდებოდით და რა გააკეთა ბარსასთან დაიწყო მოლაპრაკება, უარესი ქნა, პირდაპირ კონკურენტთან უნდა გადასვლა, რაღაც ვერ გავიგე მაგის "რაინდული" საქციელის ვერაფერი. გარდა ამისა ჩვენთანაც ცუდად მოიქცა და საერთოდაც 450 რა ამბავია, მესის 400 აქვს მგონი ბარსაში.

ამას ჯობს დიბალაზე გადავერთოთ.
0
№13
ავტორი: stepno
9 იანვარი 2018 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე პირადად ჩემი აზრი მაქ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. ზოგადად მგონია, რომ მანჩესტერ უნაიტედი ისე აღარ ჟღერს,როგორც ესე ადრე იყოო დიდების წლებში. ძალიან სამწუხაროდ ყველაფერი შეიცვალა. ადრე მანჩესტერს შეთავაზება რომ გაეკეთებინა აღნიშნული ფეხბურთელი არც კი დაიწყებდა ხელფასზე ფიქრს ალბათ არც კი იკითხავდა რამდენი მექნება ხელფასიოო. ეხლა რახდება სამწუხაროდ რეალის და ბარსელონას სახელი უკვე სხვა დონეაა, მანჩესტერს ყველა აწუწუნებს და დიდად გულიც არ წყდებათ თუ არ შედგება ტრანსფერი. გრიზმანი რომელიც ნამდვილად არ ღირს დღეისმდგომარეობით იმდენი, რომ კვირაში ამხელა თანხა გადაუხადოთ და ის მაინც წუწუნებს იმის მიუხედავად , რომ ბედნიერი იყოს მანჩესტერის შეთავაზების გამოო. მოკლედ ბიჭებო დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველამ კარგად იცით და გრძნობთ კიდეც და მე დიდი იმედი მაქ რომ ჩევნ აუცილებლად დავიბრუნებთ დიდებას, რომელსაც მანჩესტერი იმსახურებს და ეს დიდება ტიტულების გარეშე არ დაბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის გამარჯვება ჩვენ ისევ დაგვიბრუნებს ამ დიდებას და იმედია ეს მალე მოხდება.
0
№14
ავტორი: kobinio
9 იანვარი 2018 03:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
გამოკითხვიდან ჩანს რომ მოურინიოს ჩვენი უმეტესობა ენდობა ხმების 85 % კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს, 23 % პირიქით, ასე რომ გამოდის კრიტიკოსებზე მეტი მოურინიოს მომხრეები ვართ აქ. პ.ს ვაცადოთ ამ კაცს.. რაც შეეხება გრიზმანს მისცენ რასაც ითხოვს.

მუხბე სწორია დროა საჭირო და ფეხბურთელების დამატება.
0
№15
ავტორი: temo-scholes
9 იანვარი 2018 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მე საერთოდ აგარ მინდა ეს უკვე... დიბალა, სანჩესი, კეინი, იოზილი, ლუკას მოურა... ბევრია სხვა გაცილებით უკეთესი ვარიანტი...
0
№16
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2018 13:05
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
გამოკითხვიდან ჩანს რომ მოურინიოს ჩვენი უმეტესობა ენდობა ხმების 85 % კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს, 23 % პირიქით, ასე რომ გამოდის კრიტიკოსებზე მეტი მოურინიოს მომხრეები ვართ აქ. პ.ს ვაცადოთ ამ კაცს.. რაც შეეხება გრიზმანს მისცენ რასაც ითხოვს.

მუხბე სწორია დროა საჭირო და ფეხბურთელების დამატება.

გეთანხმები ჩემო მუხბე
0
№17
ავტორი: rooney-scholes
9 იანვარი 2018 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Au amas fulis shovna unda tu tamashi. Meorea kide espaneti da inglusi sul sxvadasxvaa bevrjer gamochnda es da me amas keini jobs adaptacia ar unda da araferi jobia cota zviri gadaixadon da keini moiyvanon
0
№18
ავტორი: misteryou
9 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ერთი ყველაფერი გადადონ და სანჩესი იყიდონ გრიზმანი სანჩესთან ვერც მივა,ტიპი მარტო თამაშობს იიმენა ერთი ეგ კაცი გვინდა ბურთი კარგად უჭირავს და ვერ ართმევენ გვინდა უეჭველი რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top