თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2018, 22:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2134,
კომენტარები: 14
"ინტერი" მატას გადაბირებას ეცდება
იტალიელებს "იუნაიტედის" ფეხბურთელი სურთ.
"წითელი ეშმაკების" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, იტალიური კლუბის სამიზნეზეა. კერძოდ ხუანის გადაბირებას მილანის "ინტერი" შეეცდება. შესაძლოა ამ სატრანსფერო პერიოდის დროს, მატამ კარიერა სერია A - ში გააგრძელოს.

"ნერაძური" შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ჩანს, ესპანელი ვინგერი, მათი აზრით ამაშე ყველაზე მეტად დაეხმარება. შეგახსენებთ, მატამ მიმდინარე კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2019 - წლის ზაფხულამდე გაახანგძლივა. თუმცა კლუბის თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია მატა დარჩება თუ წავა მისი გუნდიდან.

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში, მატას გუნდში ძირითადი ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს. თუმცა, ბოლო რამოდენიმე მატჩია ჟოზე მას ენდობა და შეხვედრებს ესპანელი სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს. ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებიდან მატამ "წითლების" გულშემატკივრები 3 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გაახარა.

ესპანელი ოლდ ტრაფორდზე 2014 წელს ლონდონის "ჩელსიდან" გადაბარგდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "მანჩესტერის" დღევანდელ შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ მატას ანგარიშზეა.



წყარო: euro-football.ru
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lukaku 9
6 იანვარი 2018 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Mesilingardi ragijia
0
№12
ავტორი: Phil Jones
6 იანვარი 2018 13:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მარსიალი,რეშფორდი, ლუკაკუ და დე ხეაც წაიყვანონ 10-15 მილიონი ეყოფათ ))))))))) პოგბაც ბარემ )))
0
№13
ავტორი: PaLoMo
6 იანვარი 2018 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Lukaku 9
Mesilingardi ragijia


ისე ჯესი მესი უფრო გაასწორებდა derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: Rooni
6 იანვარი 2018 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
არც ეს და არც სომეხა არიყიდება არმიდიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top