თუ რას აკეთებდა ”მანჩესტერის” წარმომადგენლები აზერბაიჯანში 15 ოქტომბერს , დღეს გახდა ცნობილი. როგორც ამობდნენ კლუბმა აზერბაიჯანის მობილური ოპერატორების კომპანიასთან Bakcell - თან შეათანხმა საქმის დეტალები. ინგლისის 19 გზის ჩემპიონთა მხრიდან ბაქოში ჩასული იყო ”მანჩესტერის” ყოფილი მეკარე და ლეგენდა პეტერ შმეიხელი.
როგორც ვებ პორტალი 1news.az - ი გვამცნობებს, ბაქოს ნაციონალურ პრეს-ცენტრში შედგა პრეს-კონფერენცია, სადაც Bakcell - ისა და ”მანჩესტერის” დამეგობრებაზე იყო საუბარი. Bakcell პირველი აზერბაიჯანული ოპერატიული პარტნიორი გახდება ”მანჩესტერის”. ასე რომ აზერბაიჯანში ყველა ”მანჩესტერის” გულშემატკივარს მიეცემა Bakcell.
Bakcell აბონენტებს გაძლიერებული და სპეციალური პაკეტი ექნებათ. მათ ასევე შეეძლებათ ყოველდღიურად შეიტყონ კლუბის სიახლეები, მიიღონ ვიდეოფრაგენტები და ა.შ. Bakcell - ს ასევე შეეძლება MUTV - ს ტრანსლირება აზერბაიჯანში.