თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2018, 13:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 13
გიგზმა აკადემიაში მუშაობაზე უარი განაცხადა
რაიანს "წითლების " აკადემიაში მუშაობა არ სურს.
გიგზმა აკადემიაში მუშაობაზე უარი განაცხადა
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული რაიან გიგზი "წითელი ეშმაკების" აკადემიაში მუშაობაზე უარს აცხადებს. როგორც ჩანს, უელსელს ახალი გამოწვევების მიღება და უფრო საპასუხისმგებლო თანამდებეობის დაკავება სურს.

შეგახსენებთ, რომ რაიან გიგზი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წელს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის თანაშემწე გახდა. მისი გათავისუფლების შემდეგ, რაიანმა გუნდს 4 მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელა.

ამის შემდეგ იყო ლუი ვან გაალის დანიშვნა, რის შემდეგაც უელსელი ასევე მის სამწვრთნელო შტაბში მოხვდა. "წითლების" ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, რაიანმა სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ხოლო მას შემდეგ, მას სამწვრთნელო კარიერა არ განუახლებია.

ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ თემაზე დასმულ შეკითხვას, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამგვარად უპასუხა: "ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელობაში დაბრუნება არასწორი იქნებოდა".- ციტირებს რაიან გიგზის სიტყევს, ცნობილი ჟურნალისტი საიმონ ოსტინი.



წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
2 იანვარი 2018 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრევე მთავარი გუნდის მწვრთნელობა უნდა
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
2 იანვარი 2018 19:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ ძაან არ მევასება ეს ტიპი აი ძაან.მანჩესტერის მწვრთნელად ყოფილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ სქოულზს ვიხილავდი მხოლოდ მას შემდეგ რაც ის რაიმე გუნდში მიიღებდა გამოცდილებას.ეს არის მაგავი პიროვნულად და როგორც საქმის კაცი არის არაფრის გამკეთებელი და პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არაფერზე ეს მანჩესტერი სამწვრთნელო შტაბში მუშაობისასაც ეტყობოდა.დაახვიოს რა და რძალს მიხედოს
0
№13
ავტორი: Svanchester
2 იანვარი 2018 20:21
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Dato kutaisi
აუ ძაან არ მევასება ეს ტიპი აი ძაან.მანჩესტერის მწვრთნელად ყოფილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ სქოულზს ვიხილავდი მხოლოდ მას შემდეგ რაც ის რაიმე გუნდში მიიღებდა გამოცდილებას.ეს არის მაგავი პიროვნულად და როგორც საქმის კაცი არის არაფრის გამკეთებელი და პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არაფერზე ეს მანჩესტერი სამწვრთნელო შტაბში მუშაობისასაც ეტყობოდა.დაახვიოს რა და რძალს მიხედოს

დავით გაუმარჯოს ძმაო, პირადში მოგწერე რაღაც, დრო რომ გექნება ნახე მერე..ბედობას გილოცავ ყველაფერი კარგი დაგბედებოდეს.

რაც შეეხება გიგზს, არამგონია ამას როდისმე აღირსონ იუნაიტედის მწვრთნელობა მსგავსი პრეტენზიებით რაც მას აქვს. პირდაპირ იუნაიტედს ამას არავინ ჩააბარებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top