თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2018, 20:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3295,
კომენტარები: 12
გრიზმანი "იუნაიტედს" უახლოვდება
მოურინიო გრიზმანის შეძენას ჩქარობს.
გრიზმანი
არახალია ის, რომ ცნობილი სპორტული გამოცემები, უკვე დიდი ხანია "ატლეტიკოს" ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს, წითელ ეშმაკებს უკავშირებენ. როგორც Daily Star იუწყება, წითლების დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს, ფეხბურთელის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურს.

თავდაპირველად, მოურინიო მზად იყო ანტუანის გადმობირება ზაფხულში მომხდარიყო სეზონის დასასრულს. როგორც ჩანს ჟოზემ ეს გადაიფიქრა და თავისი გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება განსაკუთრებულს სეზონის ამ ეტაპზე სურს. გუნდის მხრიდან 26- წლის ფეხბურთელისთვის შეთავაზებული ხელფასი, შეიძლება 300 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდეს. დაზუსტებით ხელფასის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ გრიზმანმა კლუბის დატოვება და პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ისევ შეძლოს მისი მომავალი კლუბის მაისურით.

ამ სეზონში, ფრანგმა მადრიდელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა პირად ანგარიშზე. მიმდინარე კონტრაქტი გრიზმანს ატლეტიკოსთან 2022 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მსურველ ნებისმიერ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მოუწევს.



წყარო: euro-football.ru
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
2 იანვარი 2018 13:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოვიდეს თუ მოდის
0
№12
ავტორი: kobinio
2 იანვარი 2018 16:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
მეორე ტაიმის მანჩესტერი მომეწონა.მარსიალი არის ცხრიანი და არა ფლანგი და რამდენი ცხრიანზე ათამაშა ინდენჯერ შეაგდო

ლუკაკუს არყოფნამ შეილება სქემა შეცვალოს და მარსიალი უკეთ გამოჩნდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top