თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2013, 13:30
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1970,
კომენტარები: 11
სალაკო: "ზაჰას ტრანსფერით მოხარული ვარ"
"კრისტალ პალასის" ყოფილი ნახევარმცველი ჯონ სალაკო დარწმუნებულია, რომ ზაჰა კრიშტიანოს შეცვლას შეძლებს.
სალაკო:
"კრისტალ პალასის" ყოფილი ნახევარმცველი ჯონ სალაკო დარწმუნებულია, რომ ზაჰა კრიშტიანოს შეცვლას შეძლებს. იგი ამჟამად ლონდონური კლუბის ახალგაზრდებს წვრთვნის. მან ინტერვიუში "ეშმაკების" ახალწვეულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაჰა კარგად მოერგება "მანჩესტერ იუნაიტედს".

"რა თქმა უნდა "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერასდროს იპოვის მეორე კრიშტიანო რონალდოს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზაჰას ტრანსფერით გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთელი შეიძინა. მას აქვს უნარი მწვრთვნელთან მუშაობის და შესაძლებლობა იმისა, რომ "იუნაიტედის" ვარსკვლავი გახდება. ზაჰას ყველაფერი აქვს : სისწრაფე, ძალა და ტექნიკა. თუმცა მას საფეხბურთო განათლება სჭირდება. მისი მენტალიტეტი და გამარჯვების სურვილი ზუსტად ემთხვევა მის ახალ კლუბს. ზაჰა ბავშვი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის არის მან გუნდთან ერთად უკვე 100 მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზად არის. მხოლოდ საკუთარ თავზე ვარჯიში არ უნდა შეწყვიტოს. მე ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელთან მიწევს ყოფნა, რომლებიც დიდ კლუბებში არ თამაშობენ. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ უილფრიდი "კრისტალ პალასიდან" წავა და დიდებულ გუნდში გააგრძელებს კარიერას. მან ასევე მოასწრო ნაკრებში თამაში, რაც ძალიან კარგია ზაჰასთვის"._განაცხადა სალაკომ.

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
3 თებერვალი 2013 20:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რონალდო არა მაგრამ იმედია მართლა კარგად შეეწყობა გუნდს fellow
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top