თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2017, 17:37
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1320,
კომენტარები: 18
ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი
პორტალის “ESDF Analysis” ავტორი დევიდ სელინი ლინგარდის შესახებ.
ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს შორის, ჯესი ლინგარდზე არაერთგვაროვანი წარმოდგენაა შექმნილი. ბევრი მათგანი ფეხბურთელს უსარგებლოდ თვლის და ფიქრობენ, რომ არ იმსახურებს ის კლუბის მაისურის ტარებას.

მათ არ ეთანხმება ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი ნაწილი, რომლებიც მუდმივად ესწრებიან გუნდის თამაშებს და უყვართ საკუთარი კლუბის აღზრდილები. საქმე ისაა, რომ ისინი ვინც სოციალურ ქსელებში თავის უკმაყოფილებას გამოთქვამენ, უბრალოდ ვერ ხვდებიან მის ძლიერ მხარეეებს. ის არ არის მარსიალის მსგავსი მოთამაშე, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი დრიბლინგით, მარსიალს შეუძლია თავბრუ დაახვიოს ოპონენტებს ისე, რომ წონასწორობა დააკარგვინოს.

მას არ აქვს არაფერი საერთო კლუბის კიდევ ერთ აზღრდილთან, მარკუს რეშფორდთან, რომელმაც პუბლიკას თავი შეაყვარა თავისი გოლებით, სისწრაფით და დრიბლინგით. ნამდვილად ვერ შეადარებ მას ძვირადღირებულ შენაძენებს, ხუან მატას და ჰენრიხ მხითარიანს, რომლებიც როგორც ბევრი თვლის, ლინგარდზე უკეთესები და ხარისხიანები არიან.

თუმცა სინამდვილეში, ამ ეტაპზე ლინგარდი ორივეს - მატასაც და მხითარიანსაც ჯობნის თავისი თამაშით და შესაბამისად უფრო მეტადაც იმსახურებს ადგილს ძირითადში. მთავარი მიზეზი რის გამოც ჯესი ლინგარდს ასე სასტიკად აკრიტიკებენ, არის ის, რომ ამ მოთამაშეში არ გადაუხდიათ უზარმაზარი თანხა. - სწორედ ასეთი შენაძენები უყვართ "იუნაიტედის" დღევანდელ გულშემატკივრებს.

მეორე მიზეზი კი - გულშემატკივრები უბრალოდ ვერ ხვდებიან რითია ჯესი კარგი ფეხბურთელი. თუმცა თუ მას უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, მარტივად მივხვდებით, რატომ მოსწონდათ ის ასე სერ ალექს ფერგიუსონს, ლუი ვან გაალს და ჟოზე მოურინიოს. იმიტომ, რომ ის ნიჭერი შემტევი ნახევარმცველია, კარგი პასით და ტექნიკით, კარგია კომბინაციურ თამაშში და ასევე შესანიშნავად შეუძლია შეტევის დასრულება. გარდა ამისა, ის უბურთოდ დიდ სამუშაოს ასრულებს და ზუსტად მიყვება მწვრთნელის დავალებებს. არანაკლებ მნიშნელოვანია ისიც, რომ მას აქვს სათამაშო ინტელექტი და მუდმივად პოულობს თავისუფალ ზონებს.

ხაზებს შრის სივრცის ძიება

4-2-3-1 განლაგებაში ლინგარდს შეუძლია ითამაშოს ნებისმიერი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე შეასრულოს ერთადერთი შემტევი ნახევარმცველის როლი, თუკი კლუბი ითამაშებს სქემით 5-2-1-2. ზოგიერთ მატჩში კი, მაგალითად 4-3-3 სქემაში შეუძლია დაიკავოს ადგილი ცენტრალურ ნახევარდაცვაში.

ლინგარდი თავდაჯერებულია ბურთთან ერთად და ენერგიული პრესინგის დროს. მაგრამ ჩემი აზრით, მისი მთავარი ღირსება შეტევისა და მოძრაობისთვის სივრცის პოვნაა. პირველი, რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო, ეს არის მისი ცოდნა, იპოვოს ხაზებს შორის სივრცე.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

მოცემულ ფოტოზე კრის სმოლინგი მოძრაობს ბურთით წინ. ლინგარდი იწყებს მოძრაობას, ის იმყოფება „სუონსის“ ნახევარდაცვის ხაზის წინ, იმ ზონასთან ახლოს, სადაც მატიჩია, მაგრამ, რადგანაც ბურთი მიიღო სმოლინგმა მარჯვენა მხარეს, ლინგარდმა შეიცვალა პოზიცია და აღოჩნდა "სუონსის" ნახევარდაცვის ხაზის უკან. მან ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა და მცველს მისცა შეტევის გაგრძელების საშუალება.

მაგრამ ლინგარდზე პასის მაგივრად "იუნაიტედის" მცველმა გადაწყვიტა ბურთი დაებრუნებინა უკან. სმოლინგს, რომ ჰქონოდა მეტი თავდაჯერებულობა უფრო რთული პასის გასაკეთებლად, ლინგარდი შეძლებდა შემობრუნებას და რეშფორდთან ერთად სახიფათო მომენტის შექმნას.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

ეს კი ერთ-ერთი მომენტია აპრილის მატჩიდან "ჩელსის" წინააღმდეგ, რომელიც როგორც წესი ძალიან კომპაქტურად მოქმედებს. ლინგარდმა დაინახა წყვეტა მატიჩსა და კანტეს შორის და შეირბინა თავისუფალ ზონაში ლურჯების დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის. ის ხელითაც კი აჩვენებს ფელაინის, რომ მოძრაობაში გაუკეთოს პასი ბელგიელმა.

მაგრამ როგორც წინა მაგალითში, ფელაინი ბურთს უკან აბრუნებს. ისევ იკავებს ლინგარდი კარგ პოზიციას თავისუფალ ზონაში, სადაც შეეძლო მიეღო ბურთი და შეექმნა მოწინააღმდეგისთვის უსიამოვნება. მაგრამ მისი პარტნიორი არ რისკავს და ბურთს უბრუნებს მცველს.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

შემდეგ მომენტში ლინგარდი დგას ნახევრად მობრუნებული "სუოუნსის" ნახევარდაცვის ხაზის უკან, მზადაა წინ გაიქცეს ბურთის მიღების შემთხვევაში. ერერას აქცს სივრცე იმისათვის, რომ გააკეთოს გადაცემა "გედების" ორ ნახევარმცველს შორის, ხედავს ლინგარდს და ის თავისუფალია. თუმცა ამის მაგივრად ესპანელი პასს აძლევს სკოტ მაკტომინეის.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ დაიკავა ლინგარდმა იდეალური პოზიცია, სახიფათო მომენტის შესაქმენლად და როგორ გამოიჩინა მისმა პარტნიორმა სიფრთხილე.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

კიდევ ერთი ბოლოდროინდელი მატჩი "უოტფორდის" წინააღმდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" 4-2 მიოგო. ლინგარდი მიდის ახლოს პარტნიორთან, რომელიც აწვდის აუტს, თან გაიყოლა მასპინძელთა ნახევარმცველი აბდულაი დუკურე.

ამავე მომენტში ტომ კლევერლი მოედნის ცენტრალურ ნაწილში პოგბას იყვანს ისე, რომ "უოტფორდი" ტოვებს უზარმაზარ თავისუფალ სივრცეს დაცვასა და ნახევარდაცვას შორის. ლინგარდმა ეს ზონა უკვე დაინახა და შემდეგ ეპიზოდში სწრაფ საპასუხო პასს აკეთებს იანგზე და იწყებს მოძრაობას ამ ზონაში.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

ახლა უკვე ბურთით მატიჩია და ლინგარდი ორივე ხელით ანიშნებს, რომ გახსნილია და უაზარმაზარი თავისუფალი სივრცე აქვს ხაზებს შორის. თუკი ის ბურთს მიიღებს შეძლებს რეშფორდთან და ლუკაკუსთან ერთად გაიქცეს შეტევაში. მატიჩს ასევე აქვს შესაძლებლობა პასი გაუკეთოს ლუკაკუს, მაგრამ ის ბურთს უგორბეს მის გვერდით მდგომ პოგბას. კიდევ ერთხელ ლინგარდი პოულობს სირვცეს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახიფათო შეტევისთვის, მაგრამ მისი თანაგუნდელი ვერ რისკავს შეტევის განვითარებას.

როგორც ზემოთმოცემული მაგალითებიდან ჩანს, ლინგარდი შესანიშნავად პოულობს სივრცეებს ხაზებს შორის. საერთოდაც ის „იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამას აკეთებს სტაბილურად და წარმატებით. მისი პოზიციური გადაადგილებები გუნდს აძლევს მშვენიერ არჩევანს შეტევის გასაგრძელებლად, თუმცა წითელი ეშმაკების მცველები და ნახევარმცველები ამ ზონებში ბურთს არ გზავნიან, რაც გუნდის თამაშს პროგნოზირებად და არაეფექტურად აქცევს. მხოლოდ პოგბა მუდმივად ცდილობს გადაცემების გაკეთებას თავისუფალ ზონებში, და არცაა გასაკვირი, რომე "იუნაიტედი" თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა, მაშინც როდესაც ფრანგს და ლინგარდს ჰქონდათ ცენტრში კომბინაციური თამაშის საშუალება.

სივრცე დაცვის ხაზის უკან

ლინგარდი არანაკლებ ეფექტურია ცენტრალური მცველების უკან პოზიციის და სწორი მომენტის არჩევაში. ხშირად, ცენტრში თამაშის დროს, ლინგარდი კითხულობს თამაშს და შერბის ზონებში, რომლიდანაც შეიძლება დაარტყას, ან შეუქმნას პარტნიორს მომენტი. ეს მეტყველებს იმაზეც, რომ ლინგარდი ძლიან მობილური ფეხბურთელია, ის მოძრაობს არამარტო ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

"სუონსისთან" მატჩში ლინგარდმა ორი შესანიშავი გოლი გაიტანა. მეორე გოლის ეპიზოდში ყველაფერი დაიწყო, იმით რომ მატეო დარმიანმა მიიღო ბურთი მარჯვენა ფლანგზე. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იტალიელი ბურთს მიიღებდა, ლინგარდმა დაიწყო მოძრაობა საჯარიმოსკენ და იპოვა თავისუფალი სივრცე მარჯვენა ცენტრალური მცველის ზურგს უკან, რომელიც თამაშბობდა რეშფორდთან. ასე შეიქმნა თავისუფალი სივრცე სადაც შეირბინა ლინგარდმა, დარმიანმა ჩააწოდა ბურთი და ინგლისელმა თავით გადაგზავნა ბურთი კარში.

ჯესი ლინგარდის თამაშის ანალიზი

აქ მოყვანილი ლინგარდის პირველი გოლის მომენტი. ერერა ბურთს გადასცემს რეშფორდს, რომელიც ესპანელისკენ მოძრაობს, რეშფორდს მიყვება მცველი, რომელიც მას მეთვალყურეობს, რის შედეგადაც იქმენაბა თავისუფალი ზონა. რეშფორდი ქუსლით უგორებს ბურთს ლინგარდს, როელიც ერთი-ერთზე გადის და დამაჯერებლად ათავსებს ბურთს მეკარისაგან შორეულ კუთხეში.

დასკვნა

ჯესი ლინგარდი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის კარგი კომბინაციურ თამაშში, გადაცემებში, ტექნიკურია, მშვენივრად ასრულებს ჩაწოდებებს და დამაჯერებელია მეტოქის საჯარიმოში. გარდა ამის ის ბევრს შრომობს და ზუსტად ასრულებს მწვრთნელის მითითებებს. ლინგარდს აქვს სათამაშო ინტელექტი, ის შესანიშნავად კითხულობს თამაშს, რისი მეშვეობითაც ადვილად პოულობს თავისუფალ ზონებს, ხშირ შემთხვევაში ხაზებს შორის და მცველებს უკან. თუკი მისი თანაგუნდებელბი სხვანაირად დაიწყებენ ფიქრს, „იუნაიტედის“ თამაში ბევრად უკეთესი გახდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლინგარდი არ არის მსოფლიო კლასის ფეხბურთელი. სურვილის შემთხვევაში „იუნაიტედს“ შუეძლია იპოვოს არანაკლებ ჭკვიანი მოთამაშე, რომელიც ბევრად უკეთესად მუშაობს ბურთთან ერთად. ხანდახან ის ჩქარობს დარტყმის შესრულების დროს და შეცდომებს უშვებს გადაცემებში, მაგრამ თავის მინუსებს კომპენსირებას თავდაუზოგავი შრომით ახდენს. უნდა ააწყოს „იუნაიტედმა“ შეტევა ლინგარდის გარშემო? ალბათ არა. არის ის მნიშნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის? რა თქმა უნდა. თავისი ამჟამინდელი ფორმით ის იმსახურებს ადგილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს და მის თანაგუნდელებს თავიანთი საუკეთესო თვისებების წარმოჩენაში ეხმარება, რაც საკმაოდ ცოტა ფეხბურთელს შეუძლია. ლინგარდის სწრაფი გადაცემების წყალობით მარსიალისა და რეშფორდის თამაში ბევრად ეფექტურია.

და ბოლოს, ლინგარდი „იუნაიტედის“ აღზრდილია, რომელიც საყვარელი გუნდის ღირსებას იცავს. კლუბის გულშემატკივრებმა უნდა დაუჭირონ მას მხარი. ასევე მას შეუძლია ბევრი რამ მისცეს ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე.



წყარო: Sports.ru
სტატიები
davliot
18 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
30 დეკემბერი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 564
მე ვატყობ ესენი ოთხეულშიც ვერ შევლენ. ლიგის მომგები ეს გუნდი არაა და მომავალ წელს ისევ უეფაზე ვიქნებით და იმ იმედზე,რო უეფა მოვიგოთ რო ლიჟბი ლიგაზე გავიდეთ. საუთჰემპტონს წელს ყველამ მოუგო ვისაც მოუნდს,ნუ რავი 9 ქულიდან 3 რო აიღებ და თან რა გუნდებთან. ლესტერი.ბარნლი და საუთჰემპტონი. გული მწყდება ტ 4-5 გოლს უტანენ ესეთ გუნდებს და ჩვენთან ისე თამაშობენ,გეგონება ჩვენ ვიყოთ აუთსაიდერი და ისინი გრანდები.
0
№12
ავტორი: lefty
30 დეკემბერი 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 509
პოგბას ტექნიკის დემონსტრირებამ დამღალა ჩვენ ნახევარზე
0
№13
ავტორი: Svani
31 დეკემბერი 2017 00:34
  • სიახლეები: 305
  • კომენტარები: 1097
პრემიერ ლიგა უფრო დასამარდა წელს.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
31 დეკემბერი 2017 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4438
მარილი აკლია მაინც ლინგარდს
0
№15
ავტორი: GaMkReLa
31 დეკემბერი 2017 12:18
  • სიახლეები: 75
  • კომენტარები: 421
კარგი იქნებოდა ფერგისთვის დაბადების დღის საჩუქარი გაგვეკეთებინა და სამი ქულა აგვეღო მაგრამ... არ ინდომებენ
0
№16
ავტორი: phil joness
31 დეკემბერი 2017 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ყველაფერში გეთანხმები, ძალიან კარგი სტატიაა.

სხვებზეც დაწერე თუ შეძლებ ..
0
№17
ავტორი: JuanMata
31 დეკემბერი 2017 14:31
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 1085
ციტატა: phil joness
ყველაფერში გეთანხმები, ძალიან კარგი სტატიაა.

სხვებზეც დაწერე თუ შეძლებ ..


მე არ დამიწერია, უბრალოდ ვთარგმნე.
მეც ძაან მომწონს ასეთი ტაქტიკური ანალიზები, თუ სადმე წავაწყდები, კიდევ დავდებ. wink
0
№18
ავტორი: dunkan
31 დეკემბერი 2017 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ციტატა: JuanMata
ციტატა: phil joness
ყველაფერში გეთანხმები, ძალიან კარგი სტატიაა.

სხვებზეც დაწერე თუ შეძლებ ..


მე არ დამიწერია, უბრალოდ ვთარგმნე.
მეც ძაან მომწონს ასეთი ტაქტიკური ანალიზები, თუ სადმე წავაწყდები, კიდევ დავდებ. wink

Sagol dzma sainteresoa aseti statiebi. chemi txovna iqneba satranspero chorebs nu targmni yelshia amosuli,gaixare
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

26 იანვარი 2018, 23:55
იოვილი
იუნაიტედი
ინგლისის თასი
31 იანვარი 2018, 23:59
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
3 თებერვალი 2018, 19:00
იუნაიტედი
ჰადერსფილდი
პრემიერ ლიგა
იოვილი26 იანვარი
ტოტენჰემი31 იანვარი
ჰადერსფილდი3 თებერვალი

წინა მატჩები

20 იანვარი 2018, 19:00
ბარნლი0
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
15 იანვარი 2018, 23:59
იუნაიტედი3
სტოკი0
პრემიერ ლიგა
05 იანვარი 2018, 23:59
იუნაიტედი2
დერბი0
ინგლისის ასოციაციის თასი
ბარნლი20 იანვარი
სტოკი15 იანვარი
დერბი05 იანვარი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top