თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2017, 11:48
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3446,
კომენტარები: 14
"მანჩესტერმა" გრიზმანი საბოლოოდ დაკარგა?
ესპანური საინფორმაციო წყარო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ "ატლეტიკოს" ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი დატოვებს, ფორვარდის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" სურთ. ესპანური წყაროს Don Balon-ის ინფორმაციით, გრიზმანმს გადაწყვიტილი აქვს არ დატოვოს ესპანეთი და კარიერის გაგრძელება "კატალონიურ" კლუბში სურს.

თავის მხრივ არც მადრიდული მხარეა ამ ტრანსფერის წინააღმდეგი, "ინიდიელები" მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები "ბლაუგრანასთან". წყაროს ცნობით, "ატლეტიკოს" მწვრთნელს დიეგო სიმეონეს გრზმანის სანაცვლოდ, თანხასთან ერთად "ბარსას" მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალიც სურს, ამ უკანასკნელის მომავალი კატალონიურ კლუბში ჯერჯერობით გაურკვეველია, ესპანელის შეძენა მის ყოფილ კუბს"სევილიასაც" სურს.

გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს იყო გრიზმანის ყიდვასთან, თავად ფეხბურთელსაც სურდა მადრიდის დატოვება, მან ერთ-ერთ გადაცემაში "იუნაიტედში" გადასვლის ალბათობა 10 ბალიანი ქულათა სისიტემიდან 6-ით შეაფასა, მაგრამ ფორვარდი მადრიდულ კლუბში დარჩა, მიზეზად კი "ატლეტიკოს" სატრანსფერო აკრძალვა დაასახელა, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანომ FIFA-მ დააკისრა. მიუხედავად ასეთი ინფორმაციისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს დანებებას და მზადაა ბოლომდე იბრძოლოს გრიზმანის ხელში ჩასაგდებათ.

წყარო:Express
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
27 დეკემბერი 2017 18:50
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3958
გრიზმანი მაგრად გამისწორდებოდა.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2017 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამისმა სნეიდერობამ ხო წაიღო ტვინი wink
0
№13
ავტორი: bziki
27 დეკემბერი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
JuanMata
არი ლოგიკა შენ ნაწერში.ოღონდ ბევრი რამე ეგრე არაა, არც ეს დებრუინი ყიო ჟოზეს ხელში დ არც თავიდან იყო ესეთი თუნდაც გვარდიოლას ხელში ძაან არასტაბლური იყო,განვითარდა გაიზარდა,ან რა დებრუნი ლამპარდი,მატა,ოსკარი,შურლე,ვილიანი ყავდა გასაგებია რო ეხლა ყველას ჯობია მარა იმ დროს არც ერთს ჯობდა
ვიცი რაცაა ჟოზეს სტილი თუ ხელწერა,კონკრეტულ დავალებას მინიმუმ 4-5 კაცი რო ვერ შეასრულებს მერე არც სტილია და არც ხელწერა,ეგ პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი მინიმუმ 6-7 თამაშში ვერ ასრულებდა დავალებას,მარსიალზე,რეშფორდზე,ერერაზე,ლინგარდზე,მხითარიანზე ლაპარაკს რო შევეშვათ.
ნებისმიერ ჟოზეს გაწვვრთნილ გუნდს ახასიათებს ბურთის სწრაფი ატანა კონტრზე მარა ესენი 3 პასს ვერ აკეთებენ,ფანტაზია,კრეატივი არავის აქ კონკრეტულ გარღვევებს არ ვთვლი და ბოლოს იასნია ჩაწოდების გარდა არაფერი რჩებათ.ბურთი ვერ ააქვთ, ლუკაკუს უგდებენ და ისიც ვერ იგებს პირველ ბურთს რანაირათ უნდა შეუტიო? აა ბურთის ფლობა? ბურთს ფელაინი ერერა მაკტომინაი ვერ დაიჭერს.როცა პოგბა და მატიჩი არიან კიდე არავის გაულაღია თუ 2-0 არ მიგვყავს თამაში ან 1-0
0
№14
ავტორი: Ryan Giggs 11
28 დეკემბერი 2017 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მოურინიო არ არის მანჩესტერის სტილი, სხვა მწვრთნელია გუნდი სხვა ვერ მოერგება ვერასდროს თავისი ხედვით. სამწუხაროდ ასეა რაც დრო არ უნდა გავიდეს. ჩვენ ასე ოლდ ტრაფორდზე ვერ ვითამაშებთ რაა, საშინელებაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top