თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2017, 17:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2379,
კომენტარები: 17
დარმიანის შეძენას "ნაპოლი" ეცდება
იტალიელი შესაძლოა მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდეს სათამაშოდ.
დარმიანის შეძენას
ჟოზე მოურინიოს გეგმებში, დიდი ხანია იტალიელი მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი არ შედის. რადგან არცერთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში არ დაუწყია. გრდა ამისა, წითლების მცველი მიზერულ სათამაშო დროს იღებს გუნდის დამრიგებლისგან.

ამ ყველაფერმა წარმოშვა ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა დარმიანმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბი გამოიცვალოს და სათმაშოდ, საკუთარ მშობლიურ ქვეყანას მიაშუროს. კერძოდ, დარმიანის შეძენით იტალიური "ნაპოლი" ინტერესდება.- იუწყება Sky Sports.

28- წლის ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულება "იუნაიტედთან" 2020 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ზემოხსენებული ტელეკანალი ასევე იუწყება, რომ თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს სამშობლოში დაბრუნების სურვილს. ამის ფონზე მოსალოდნელია, რომ კლუბები აღნიშნულ ტრანსფერზე მალე დაიწყებენ მოლაპარაკებების წარმოებას.

შეგახსენებთ, მატეო დარმიანი წითლებს 2015 წელს "ტორინოდან" შეუერთდა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იყო.




წყარო: manutd.ru
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
22 დეკემბერი 2017 00:40
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
დარმიანი, მხითარიანი, ფელაინი, სავარაუდოდ ეს ხალხი დაგვტოვებს, მე პირადად ამ სამიდან მხითარიანზე უფრო მწყდება გული თუმცა არ ჩაჯდა მოურინიოს ტაქტიკაში პლიუს ამას გავრცელებული ჭორები ჟოზესა და მიკის კამათზე და ნუ მოკლედ დიდი ალბათობით მიდის..წარმატებები სამივეს და მადლობები ჩვენგან გულშემატკივრებისგან ამ ხალხს..
0
№12
ავტორი: JuanMata
22 დეკემბერი 2017 09:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დარმიანს სულ იწვევენ ნაკრებში, ალბათ აქვს რაღაც ისეთი თვისებები, რაც იტალიაში მოწონთ, რომ გადმოვიდა დაცვაში, ნამდვილად კარგი იყო თავიდან, მაგრამ შეტევაში დიდად არასდროს ბრწყინავდა. ჩვენ ისეთი მცველები გვინდა, რომელიც შეტევაში დაგვეხმარება.

ფელაინისთან, როგორც ჩანს ვერ მორიგდნენ ახალ კონტრაქტზე, ამათ მიყვება მიკი და ბლინდი, შოუს გააჩნია, როგორ გამოიჩენს თავს.

ფაქტია, ნახევარი გუნდი დასაკომპლექტებელია კიდევ, ნახევარდაცვაში, დაცვის ფლანგები, მარჯვენა ვინგერი და 10-იანი.
0
№13
ავტორი: PaLoMo
22 დეკემბერი 2017 10:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: JuanMata
დარმიანს სულ იწვევენ ნაკრებში, ალბათ აქვს რაღაც ისეთი თვისებები, რაც იტალიაში მოწონთ, რომ გადმოვიდა დაცვაში, ნამდვილად კარგი იყო თავიდან, მაგრამ შეტევაში დიდად არასდროს ბრწყინავდა. ჩვენ ისეთი მცველები გვინდა, რომელიც შეტევაში დაგვეხმარება.

ფელაინისთან, როგორც ჩანს ვერ მორიგდნენ ახალ კონტრაქტზე, ამათ მიყვება მიკი და ბლინდი, შოუს გააჩნია, როგორ გამოიჩენს თავს.

ფაქტია, ნახევარი გუნდი დასაკომპლექტებელია კიდევ, ნახევარდაცვაში, დაცვის ფლანგები, მარჯვენა ვინგერი და 10-იანი.

bonuchis wasvla undao da eg tu davitriet mere dacva iqneb alobi.baili da bonuchi ifaaa.+ zamtarshi bordos wingers vyidulobt mgoni.sheileba grizmanic moviyvanot zamtarshive. 1kao shentevi naxevarmcveli da sakmarisi iqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: gache1991
22 დეკემბერი 2017 15:44
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Abaa dges vtkbebit arsenali liverpulis frit?:)) Yvelaze metad ro gvawyobs :))Ori yvelaze shemtevi gundi mourinios ,,avtobusze,, naklebi goli ro aqvt gatanili;;;))) sad chourtyaa:))
0
№15
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2017 16:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგი იქნება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სელტიკიდან ტიერნეი მოიყვანონ,პერისიჩი,მალკოლმი და თუ შეძლებენ იოზილიც,ნუ ბოლო არა მგონია,მაგრამ რომ ეცადონ კარგი იქნება.პულისიჩსა და სავიჩზეც დაიწერა,ორივე მშვენიერი ვარიანტია.ამ სატრანსფერო ბაზარზე რაღაც დოზით უნდა გავძლიერდეთ თორემ ასე წინ ვერ წავალთ.

ციტატა: gache1991
Abaa dges vtkbebit arsenali liverpulis frit?:)) Yvelaze metad ro gvawyobs :))Ori yvelaze shemtevi gundi mourinios ,,avtobusze,, naklebi goli ro aqvt gatanili;;;))) sad chourtyaa:))

ჩვენზე მეტი ერთადერთი სიტის აქვს გატანილი დანარჩენები უკან მოგვყვებიან.თან თუ გაშვებული ბურთების შეფარდებასაც გავითვალისწინებთ არც ჩელსია ახლოს,არც არსენალი და მითუმეტეს ლივეპული ხომ საერთოდ.
0
№16
ავტორი: zuranistelroy
22 დეკემბერი 2017 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ფეხბურთის ყურებას ნუ მასწავლით მითუმეტეს მანიუს თამაშებს სმოლინგი რაც იყო ისაა ერთი ჩვეულებრივი პრემიერლიგის გუნდის დონის ფეხბურთელია რაც შეეხება ლინგაარდს თქვენ თუ ვერ ხვდებით რომ ეს კაცი მანიუ დონის არ არის ცუდი გემოვნება გქონიათ ფეხბურთში
0
№17
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2017 02:04
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Ahaa xo davwere davtkbet arsenali liverpulis prittqo:))ase agixdet:)) shemdegi evertonis +1,5 ia chelsistan:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top