თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2013, 12:08
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2257,
კომენტარები: 11
რუნი:”ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ”
რუნის იმედი აქვს, რომ ლივერპულთან სიტის დაპირისპირების შემდეგ 10 ქულიან ჰანდიკაპი შენარჩუნდება
რუნი:”ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ”
ინგლისელმა ფორვარდმა თავის უკანასკნელ 10 მატჩში 10 გოლის გატა შეძლო და ამით გაიმეორე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შედეგი, რომელიც მას 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდა. ეს სეზონი ეშმაკების ჩემპიონობით დასრულდა:”დიახ, ჩვენს შორის არის დიდი მსგავსება. კრიშტიანუს მასეთი ბრწყინვალე შედეგის შემდეგ გუნდმა დიდი ხნით შეუნარჩუნა მოგებების სერია და საბოლოოდ ჩემპიონობაც მოიპოვა. იმედი მაქვს, რომ ჩვენც ამავე გზას ვადგავართ. გოლის მომენტში ვფიქრობდი, რაც შეიძლება ზუსტად დამერტყა და გოლი გამეტანა, საბედნიეროდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენ პარტნიორებზე, რომლებიც ბრწყინვალე პასებით გვამარაგებდნენ. გოლის მომენტში შემეძლო პასი მიმეცა სხვა თანაგუნდელებზე, თუმცა საკუთარ თავზე ავიღე მომენტი და გოლის გატანაც შევძელი.”

რუნის განცხადებით მთელი მატჩი ძალიან რთული იყო და ყველაფერი ერთმა მნიშვნელოვამა გოლმა გადაწყვიტა:”ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. ფულჰემთან გასვლა ყოველთვის ძალიან რთულია. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ერთხელ ხარიხას მოხვდა ბურთი, სამჯერ კი ძელს. მეორე ტაიმსი მოწინააღმდეგემ უფრო მეტი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი თამაში და გოლი უნდა გაგვეტაა, და ასეც მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ.”

ახლა უკვე მთელი ყურადღება მანჩესტერ სიტის მატჩზეა გადატანილი, რომლებიც აუცილებად შეეცდებიან შეამცირონ სხვაობა ეშმაკებთან:” ახლა შესანიშნავ პოზიციაში ვართ, თუმცა მიუხედავად ამისა არ მოვდუნდებით. ყველა მატჩში უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და გავაგრძელოთ გამარჯვებების სერია. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. მომდევნო 3-4 მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩემპიონობის შანსებზე. ჯერ კიდევ გასარჯვევია რა მოხდება სიტის მათჩში. ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 3 ქულა ავიღეთ. აუცილებლად ვადევნებ თვალს სიტის მატჩს, რომელიც იმედი მაქვს დაკარგავს ქულებს. თუ არა ესეც არ იქნება ჩვენთვის დიდი პროლემა”

წყარო:Redevils.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
3 თებერვალი 2013 20:20
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
როგორც იქნა რუნი კარგ ფორმაში ჩადგა რა, კაცსაც ატყუებს ზუსტადაც არტყამს უკვე, და ისევ ისეთ კარგ პასებს აკეთებს, უნიკალური ფეხბურთელია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top