თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2017, 01:09
ავტორი: manubro,
ნანახია: 2669,
კომენტარები: 15
"სევილიას" სიხარბეს საზღვარი არ აქვს!
"იუნაიტედის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ როგორ აპირებს "სევილია" გამდიდრებას, წითლების გულშემატკივრების ხარჯზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე , სტუმართა სექტორებში, ადგილებზე ბილეთების გაძვირებით.

ესპანეთის "სევილიამ" წითელი ეშმაკების ქომაგთათვის 2450 ბილეთი გამოყო ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, რომელიც ესპანეთში გაიმართება.
ერთი ბილეთის ფასი 89 ფუნტი სტერლინგი ეღირება. დამატებით 200 ბილეთი გაიყიდება 133 ფუნტ სტერლინგად. ეს ბილეთები ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგთათვის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპისთვის.

საგულისხმოა ისიც, რომ "სევილიაში" სტუმრობის დროს, "ლივერპულის" და "ლესტერის" გულშემატკივრებისთვის, ესპანურმა კლუბმა ბილეთის ფასი 54 ფუნტი დაადგინა. ამ ფაქტის გათვალისწინებით "იუნაიტედის" გულშემატკივრებს უჩნდებათ კითხვა - რა მიზეზით მოხდა ბილეთის ფასების ასეთი გაძვირება?

გულშემატკივართა ასოციაცია M.U.S.T. უკვე დაუკავშირდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლობას, ასევე ევროპის გულშემატკივრების გაერთიანების ასოციაციას (FSE). მათ ასევე მოამზადეს ოფიციალური წერილი უეფასთვის და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რათა შეაფასონ "სევილიას" მენეჯმენტის ქმედებები.
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
24 დეკემბერი 2017 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ამ თამაშის ვერ მოგებას, მოხერხება სჭირდებოდა, ამათ მოახერხეს, ბრავოო!
0
№12
ავტორი: The Special One
24 დეკემბერი 2017 12:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რეშფორდი მბაპებსთან ახლოსაც არ არის,ძალიან ბავშვია ჩვენდა სამწუხაროდ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№13
ავტორი: zura_23
24 დეკემბერი 2017 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Verafersac ver izams mancester unaiteds manc ver mougebs imito rom gijebi araian mancesterebi
0
№14
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესენი ნახეე რაა უნდა გადავახიოთ მაგის გამო თავზე ბურთიი სეპანეთშივე უნდა გავარკვიოთ ყველაფერი
0
№15
ავტორი: Buk777
25 დეკემბერი 2017 02:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Eee daaanebeg tavj am mairjnios imena magari trineria yvelanairat exla fexburtelis magivrat ver gava moedanze da gaisat or sam fexburtels daamatebs da iqneba suoer gundi exla c mshvenieri gundia ubralot siti frinavs da cashia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top