თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2017, 15:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4203,
კომენტარები: 17
ერიკ ბაიის ჯონი ევანსი შეცვლის
"იუნაიტედი" ევანსის დაბრუნებას აპირებს.
ერიკ ბაიის ჯონი ევანსი შეცვლის
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ჯონი ევანსი "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს.

ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მისმა წინამორბედმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ორწელიწად-ნახევრის წინ "ვესტ ბრომს" მხოლოდ 6 მილიონ ფუნტად მიყიდა ცენტრალური მცველი.

ახლა კი მისი დაბრუნება სურს, მაგრამ იცის, რომ კონკურენციას წააწყდება "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალისგან", რომლებიც "შაშვების" ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებული.

"სიტის" 20 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება "ვესტ ბრომმა" წინა სატრანსფერო ფანჯარაზე არ მიიღო, მაგრამ ამჯერად კლუბი ევანსს არ აღუდგება წინ, თუკი იანვარში 30 მილიონ ფუნტთან მიახლოებულ შეთავაზებას მიიღებს.

"იუნაიტედის" ინტერესი თავისი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ერიკ ბაიი სამი თვე იუქმებს მუხლის ტრავმის გამო, შვედი ვიქტორ ლინდელეფი კი მასზე დამყარებულ იმედს ვერ ამართლებს.

ევანსი კი "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ "ვესტ ბრომის" მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

წყარო: mirror
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Kai ar daijerot gadaoben:))))
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
19 დეკემბერი 2017 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ამას ჯობია Domenico Criscito ეჩალიჩონ ზენიტიდან მაგრა გაქაჩავს ჩვენთან და დახვეწავს ემიუუფრო
0
№13
ავტორი: LASHQARA
20 დეკემბერი 2017 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა დროს ევანსია, ევანსით რო დაცვას გააძლიერებ დარხეული გაქ მაგარი lol მოიყვანონ ლაპორტე ბილბაოდან, რაფაელ ვარანი ან მანოლასი რომადან. დაიერზე ბაზარი არაა ყველაზე მაგრად გაასწორებს love am
0
№14
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2017 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
wink wink
0
№15
ავტორი: kobinio
20 დეკემბერი 2017 15:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Esi
ევანსს რო 30 მილიონად დაიბრუნებ lol

და პოგბაბრა ძვირად ვიყოდეთო lol
0
№16
ავტორი: stepno
21 დეკემბერი 2017 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: Esi
ევანსს რო 30 მილიონად დაიბრუნებ lol

და პოგბაბრა ძვირად ვიყოდეთო lol

ეგეთ ფასებს მგონი მარტო ჩვენ ვიხდით გვაგოიმებენ ეს ჩემისები :DDD
0
№17
ავტორი: gigi_ryan
22 დეკემბერი 2017 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
შანსი არაა, ბევრი ცენტრალური მცველია ისედაც ამაზე უკეთესი გუნდში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top