თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2017, 20:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მოგება დავიმსახურეთ"
მოურინიოს კომენტარი "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებული მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
დასრულდა "იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგის მე-18 ტური, სადაც წითლებმა გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-2 სძლიეს და სატურნირო ცხრილში მომდევნო სამი ქულა ჩაიწერეს. თამაშის დასრულების შემდეგ, წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ Sky Sports- ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, რომელსაც შემოგთავაზებთ.

"ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ. "იუნაიტედი" თამაშობდა უკეთ ვიდრე მოწინააღმდეგე. ვიცოდი რომ "ვესტ ბრომვიჩი" ძალიან სახიფათოა სტანდარტულ მოქმედებებში. ვაკონტროლებდით თამაშს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ალან პარდიომ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა. შეგვეძლო თამაშისთვის ინტრიგა მის დასრულებამდე მოგვეკლა, ეს ვერ შევძელით რის შემდეგაც ვიცოდი, რომ მოწინააღმდეგე შესაბამისად გვიპასუხებდა.

მეორე ტაიმში "იუნაიტედმა" სუსტად ითამაშა?

ვფიქრობ ჩვენ გვქონდა ნაკლები ამბიციები პირველი ტაიმის შემდეგ. ისე ინტენსიურად აღარ ვთამაშობდით როგორც ამას პირველ ნახევარში ვაკეთებდით. "ვესტ ბრომვიჩი" მეორე სართულზე ბრძოლაში ძალიან ძლიერია. გაშვებული გოლის შემდეგ კვლავ ავიღეთ კონტროლი, ჩვენ მოვახერხეთ ბურთის მოწინააღმდეგეთა ნახევარზე დაბრუნება.

რატომ არ აღნიშნა ლუკაკუმ გატანილი გოლი?

მისი გატანილი გოლი მეც არ აღმინიშნია, თუმცა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ დროს. თხუთმეტი წლის წინ უნდა გენახეთ როგორ აღვნიშნავდი გოლს, თუმცა ამის შემდეგ უკეთ ვისწავლე ემოციების კონტროლი. ლუკაკუ "ვესტ ბრომვიჩში" არენდით თამაშობდა, ის იქ ბედნიერი იყო. შესაძლოა გულის სიღრმეში მას ისევ უყვარს თავისი ყოფილი კლუბი".- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.



წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Gio 1988
18 დეკემბერი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Mogesalmebit yvelas axla davregistrirdi specialurad im konentarebidan gamomdinare rasac aq vnaxulob, pirvel rigshi minda xazi gausva umetesoba gulshematkivrebis pesimizms,ubralod ver vxvdebi da arc mesmis saidan an rogor dakarget imedi am udidesi klubis rasac manchester unitedi qvia an tumdac mouriniosi adamiani romelic shedegze aris orientirebuli da xshir shemtxvevebshi debs kidec shedegs,imat gasagonad kidev visac ar gaxsovt 2003-2004 wlis sezoni swored mouriniom tavisi mokrdzalebuli portuti daiprina chveni sayvareli gundi misi geniosi udidesi alex fergusonianad meotxedpinalidan,rac sheexeba stils kidev chamogitvlit da sheadaret konte,klopi,wengeri,sari,jardimi,emeri,tuxeli,pochetino, axla mitxarit amatgan romels aqvt liga mogebuliiiii? roca mouriniom 2 jer moigo tan ra gundebit,erts girchevt patara da dido megobrebo es kaci gagimeorebt da getyvit rom orientirebulia shedegzeeee nu inerviulebt da daelodet shedegs rac ar unda moxdes sul rom championshipshi gadavardet mainc veravin ver sheexeba chceni gundis sidiades xolo rac sheexeba guardiolas martla igbali unda sharshandeli chelsis ar iyos amdeni tamashi travmebis gareshe rom chaataro ubralod magar pormashi arian es aris da es xolo mis tiki takas rogorc sharshanwin chautara simeonem baierns axlo momavalshi joze mixedavs da im burts gauketebs ert adgilze mainc dzalian uyvars burtis ploba mogiwodebt imedianad iyavit yvelaaaaaaaa!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top