თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2017, 18:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2431,
კომენტარები: 12
ზლატანი: "გვარდიოლა ყველაზე ინფანტილური მწვრთნელია ჩემ კარიერაში"
იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას მისამართით კვლავ კრიტიკულია.
ზლატანი:
"იუნაიტედის" შვედი თავდამსხმელი კვლავ გამოხატავს კრიტიკას, "სიტის" ამჟამინდელი თავკაცის ხოსეპ გვარდიოლას მისამართით და მას ყველაზე ინფანტილურ მწვრთნელს უწოდებს მის კარიერაში.

"სეზონის პირველ ნახევარში მე "ბარსელონაში" ძალიან ბევრი გავიტანე, თუმცა ამის შემდეგ შეიცვალა ტაქტიკური სქემა. ამან ჩემთვის არ იმუშავა, ამის შემდეგ ვესაუბრე გვარდიოლას და ვუთხარი, რომ ლიონელ მესის გულისთვის ის მსხვერპლზე მიდის, მან მიპასუხა, რომ ესმის ჩემი თუმცა ამის შემდეგ მე სათადარიგო სკამზე მოვხვდი და ამან სისტემური ხასიათი მიიღო.

გვარდიოლამ ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა, არც ჩემი მოსაზრებები აინტერესებდა, მე მივხვდი, რომ ამას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ქონდა, ეს რაღაც სხვა იყო. მან თავად შექმნა პრობლემა რომლის გადაწყვეტაც მე ვერ შევძელი.

შემიძლია იმის თქმა, რომ გვარდიოლა ჩემ კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა თუმცა გეტყვით, რომ ის ძალიან ინფანტილური ადამიანია. კაცებს უნდა შეეძლოთ პრობლემების გადაწყვეტა".
- ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football-Italia.




წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
17 დეკემბერი 2017 20:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამათი პირადი ურთიერთობა გასაგებია არაა კარგი მარა რას ჩაუხვევია იბრას და იძახის სულ ამას :D
0
№12
ავტორი: beqno2
17 დეკემბერი 2017 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
მაგრად კი ათამაშებს გუნდს და რავი... როგორ გააგრძელებს სიტი არ ვიცი მაგრამ სერიოზულად კი ათამაშებს გვარდიოლა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top