თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2017, 17:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2108,
კომენტარები: 11
მატიჩი: "ჩვენ მეორე ადგილზე ვართ ეს ცუდი არ არის"
მატიჩის თქმით მეორე ადგილზე ყოფნა ყველაფრის გაუარესებას არ ნიშნავს.
მატიჩი:
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ვითარება შემდეგნაირია: 17 ტურის შემდეგ, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი "სიტია" 49 ქულით, ხოლო მისი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" მას 11 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეორე ადგიულს მყარად იკავებს.

წითლების სერბი ნახევარმცველის თქმით ის, რომ "იუნაიტედი" მეორე ადგილზე იმყოფება ცუდი ნამდვილად არ არის, ხოლო რაც შეეხება იმ აზრს, რომ საჩემპიონო რბოლა ინგლისში უკვე დასრულდა, ნემანია მატიჩი ამ აზრს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ჯერკიდევ ყველაფერი წინაა.

"11 ქულიანი სხვაობა ლიდერ გუნდთან ნამდვილად შემაშფოთებელია, თუმცა ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საინტერესო რამ შეიძლებვა მოხდეს სანამ საჩემპიონო რბოლა დასრულდება, ეჭვი მეპარება იმაში, რომ "სიტი" ქულებს არ დაკარგავს, ხოლო ჩვენ მისი შესაძლო ჩავარდნა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ეჭვგარეშეა, რომ "იუნაიტედს" ტიტულის მოგება შეუძლია, ამ კლუბში მხოლოდ ოთხი თვეა რაც ვთამაშობ და უკვე ვიცი, რამდენად ძლიერია "იუნაიტედი". ჩვენ ცხრილის მეორე ადგილზე ვიმყოფებით, რომელიც არც ისე ცუდია. არ გვაქვს უფლება კონცენტრაცია დავკარგოთ პრემიერ ლიგაზე".- ციტირებს Sky Sports მატიჩის სიტყვებს.



წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
18 დეკემბერი 2017 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
utd saocrebebs axdena xolme da imedia kide mivaxdent saicrebas da gavxdebit premierligis chempionebi :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top