თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2017, 19:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 14
მოურინიო მატჩის შემდეგ
მოურინიოს აზრით ანგარიშის გაზრდა შესაძლებელი იყო.
მოურინიო მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის მე- 17 ტურის შეხვედრაში, "იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე "ბორნმუთს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა, წითლების ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ შეძლო.

შეხვედრის შემდეგ ტრადიციულად, ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ უპასუხა. აღნიშნული პრესკონფერენცია "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეარხმა MUTV- იმ გააშუქა.

რთული დასასრული

"ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსები ანგარიშის გასაზრდელად, შეგვეძლო მშვიდად გვეგრძნო თავი მატჩის დასრულებამდე. სამი დღის წინ ჩვენ დერბი ჩავატარეთ, მოწინააღმდეგე გუნდს დამატებთ კიდევ ერთი დღე ქონდა დასასვენებლად. მათ მოედანზე დასვენებული ფეხბურთელები შემოუშვეს აფობე და დეფო, რის შემდეგაც თამაშის დასკვნით ნაწილს მათი გამოჩენა აშკარად დაეტყო.დიდი ძალისხმნევა დაგვჭირდა შეხვედრის წარმატებით დასასრულებლად თუმცა მნიჩვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

ლუკაკუს გოლი

ეს იყო მატას შესანიშნავი მოქმედება და კარგად განხორციელებული თავური დარტყმა. მეორე ტაიმში ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ ვერ შევძელით მწვავე მომენტების მიუხედავად, თამაშისთვის ინტრიგა დაგვეკარგა. მარსიალმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გოლის გასატანად, რეშფორდის ფანტასტიკური დარტყმა რომელიც ძელს მოხვდა, აქედან გამომდინარე შეიძლება იმის თქმა, რომ კარგი შანსები გვქონდა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შეხვედრის მიმდინარეობაზე კონტროლი არ დავკარგეთ.

კიდევ ერთხელ მშრალად შენახული კარი

ვგეგმავდით, რომ ამ მატჩში გამარჯვება კომფორტული უპირატესობით მიგვეღწია, ზოგადად თუ ამის მიღწევა ვერ ხერხდება გამოდის, რომ ბოლო 10 წუთი მოწინააღმდეგე მაქსიმალურად ცდილობს შეგიტიოს, ამ დროს ისინი უკეთ თამაშობენ, ამ დროს შენთვის მნიშვნელოვანია კარი მშრალად შეინახო, მოხარული ვარ რომ ეს შევძელით.

მოწინააღმდეგე გუნდი

ვფიქრობ რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება შევძელით, მატჩის მოგების სურვილი ძალიან დიდი იყო. არავის არ სურს ზედიზედ ორი მატჩის წაგება, ჩემ ფეხბურთელებს ეს კარგად ესმოდათ, როდესაც მოედანზე სათამაშოდ შევიდნენ. ბიჭებს მოგება ძალიან სურდათ, მე ამას თამაშის დასაწყისიდან მის დასასრულამდე ვგრძნობდი და ვხედავდი. ყველაზე კარგი პერიოდი შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გვქონდა, როდესაც მარსიალს და რეშფორდს შეეძლოთ მატჩში წერტილის დასმა. ამის შემდეგ "ბორნმუთის" ფეხბურთელებმა შეძლეს ძალების მობილიზება და სწორად მოქმედებები. მოწინააღმდეგეზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ კარგი შენსები დ ანგარი ში ვერ გავზარდეთ, ხოლო მათ ნამდვილი ბრძოლა ბოლო 15 წუთის განმავლობაში შემოგვათავაზეს".- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელ სპეციალისტმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
15 დეკემბერი 2017 13:03
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: LASHQARA
ციტატა: Svanski
პახმელიიდან გამოვედი როგორც იქნა, საიტის არააქტიურობის გამო ამ 2 დღის განმავლობში ბოდიშს გიხდით, საპატიო მიზეზი მქონდა :)) და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინს დაბადების დღე მომილოცეთ და დამაფასეთ. შემოგევლეთ ყველას..

გილოცავ მოგვიანებით მეგობარო. ნამდვილად საპატიო მიზეზია love am

შემოგევლე გაიხარე ძმაო

ციტატა: ibra777
სვანსკი სულ კარგ პოსტებს ჩითავ.
swrafi sesxebi თუ მოგინდებათ აქ ყველაფერია.

ოღონდ სესხები არა ძმაო :))))
0
№12
ავტორი: manfan
15 დეკემბერი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: Svanski
პახმელიიდან გამოვედი როგორც იქნა, საიტის არააქტიურობის გამო ამ 2 დღის განმავლობში ბოდიშს გიხდით, საპატიო მიზეზი მქონდა :)) და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინს დაბადების დღე მომილოცეთ და დამაფასეთ. შემოგევლეთ ყველას..


ვუერთდები მოლოცვებს, წარმატებები good2
0
№13
ავტორი: Svanchester
15 დეკემბერი 2017 15:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: manfan
ციტატა: Svanski
პახმელიიდან გამოვედი როგორც იქნა, საიტის არააქტიურობის გამო ამ 2 დღის განმავლობში ბოდიშს გიხდით, საპატიო მიზეზი მქონდა :)) და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინს დაბადების დღე მომილოცეთ და დამაფასეთ. შემოგევლეთ ყველას..


ვუერთდები მოლოცვებს, წარმატებები good2

გაიხარე ძმაო
0
№14
ავტორი: kashmara
15 დეკემბერი 2017 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სვანი გილოცავ დზმა მოგვანებით არ ვიყავი ტბილში და ვერ ვკიტხულობდი პოსტებს... გილოცავ კიდევ ერთხელ გმერთმა ბედნიერი გამყოფოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top