თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2017, 19:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3233,
კომენტარები: 14
ჩხუბი "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში
როგორც ირკვევა დაძაბულობამ გასახდელში იმატა.
ჩხუბი
"იუნაიტედმა" გუშინდელ შეხვედრაში დამარცხებით, საქმე სატურნირო ცხრილში უფრო გაირთულა. ასე და ამგვარად ლიდერ "სიტისთან" სხვაობა უკვე 11 ქულას შეადგენს და ძნელია სათქმელია, შეძლებს თუ არა მოურინიოს გუნდი, შესანიშნავ ფორმაში მყოფ ქალაქელებთან ამ სხვაობის აღმოფხვრას.

როგორც ცნობილი გამოცემა The Telegraph იუწყება, ოლდ ტრაფორდის გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში არეულობა მოხდა, სადაც ორივე კლუბის ოცამდე ფეხბურთელი და თავად მწვრთნელებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულში.

ინციდენტის დროს, ქალაქელების მხრიდან ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი, მიკელ არტეტა დაშავდა, რომელსაც სავარაუდოდ თავის არედან სისხლდენაც ქონდა.

წყაროს ცნობით, ინციდენტი შემდეგნაირად დაიწყო: ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა, "სიტი" თუ როგორ ხმაურიანად აღნიშნავდა გამარჯვებას გასახდელში, ხმამაღლა იყო ჩართული მუსიკა, რაც ერთგვარი ყიჟინის სახეს იღებდა. პორტუგალიელი შენიშვნის მისცემად, ქალაქელების გასახდელისკენ გაემართა და უკმაყოფილება მათ მიმართ პირადად გამოხატა, ამან უკმაყოფილება გამოიწვია "სიტის" ფეხბურთელებში. კონკრეტული შეკამათება კი გვარდიოლას გუნდის ბრაზილიელ მეკარეს ედერსონ მორაეშსა და მოურინიოს შორის შედგა, რაც თვითონ ფეხბურთელის მიერ გაცემულ პასუხებმა გამოიწვია მოურინიოს მისამართით, მოურინიომ და მორაეშმა ერთმანეთს პორტუგალიურ ენაზე უყვირეს.

ამის შემდეგ, მოურინიოს მისამართით რძის ბოთლების სროლა მოხდა. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს საკუთარ მწვრთნელს გამოსარჩლებოდნენ, რის შემდეგაც სრული არეულობა დაიწყო. ფეხბურთელები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ, განსაკუთრებით დაზარალდა სამწვრთნელო შტაბის წევრი მიკელ არტეტა, რომელმაც დაზიანება თავის არეში მიიღო. ამ დროს გასახდელის მიმართულებით სამართალდამცავებმაც დაიწყეს მოძრაობა, თუმცა აღნიშნულ ინციდენტში ისინი არ ჩარეულან.

შეგახსენებთ მსგავსი ფაქტი ადრეც მომხდარა ოლდ ტრაფორდზე, კერძოდ 2004 წელს "იუნაიტედი" "არსენალს" დაუპირისპირდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეთოფეების ესპანელმა ფეხბურთელმა, წითლების დამრიგებელ სერ ალექს ფერგიუსონს პიცა ესროლა, რის შემდეგაც დაპირისპირება ორ გუნდს შორის მძიმე ფაზაში გადავიდა.



წყარო: manutd.ru
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
12 დეკემბერი 2017 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ლუკაკუს თურმე არავინ შეეხო, რაც შენ გაგვატანინე და პახოდუ არ გაგვიტანე ხელს როგორ დაგარტყავთო, 80 მილიონიანი შლანგი ეს, არსენალთან აუღო დეხეამ და სიტისთან უკვე ისეთები ქნა დეხეა კიარა სულ რო ბეტონით ამოგეშენებია კარის ხაზი მაინც გაგვიტანდნენ
0
№12
ავტორი: Phil Jones
12 დეკემბერი 2017 18:01
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
თქვენი არ ვიცით ბიჭებო და მე ლიჩნად მეზიზღება გვარდიოლას ფეხბურთი, სრული მოწყენილობა და მირჩევნია მოუინიოს ფეხბურთი, რათქმაუნდა როცა მისდის გუნდს და ზოგ შემთხვევაში ავტობუსს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონტრშეტევებზე თამაშს, უბრალოდ ისაა რო არ გუნდს დასახვეწი აქვს ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ძირითადად არ უწევს კონტრშეტევებზე ტაამაში, რადგან უმეტესობა აქეთ ეთააშება მასე და სიტისნაირ გუნდებთან ბევრი თამაში არ ქონია, ნუ არსენალი ჩემთვის ევერტონის დონის გუნდია ოღონდ მართლა.
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
13 დეკემბერი 2017 10:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: Phil Jones
თქვენი არ ვიცით ბიჭებო და მე ლიჩნად მეზიზღება გვარდიოლას ფეხბურთი, სრული მოწყენილობა და მირჩევნია მოუინიოს ფეხბურთი, რათქმაუნდა როცა მისდის გუნდს და ზოგ შემთხვევაში ავტობუსს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონტრშეტევებზე თამაშს, უბრალოდ ისაა რო არ გუნდს დასახვეწი აქვს ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ძირითადად არ უწევს კონტრშეტევებზე ტაამაში, რადგან უმეტესობა აქეთ ეთააშება მასე და სიტისნაირ გუნდებთან ბევრი თამაში არ ქონია, ნუ არსენალი ჩემთვის ევერტონის დონის გუნდია ოღონდ მართლა.

ძალიან ბევრს მოსწონს გვარდიოლას ფეხბურთი და მეც ძაან მაგლიჯავს ნერვებს.ერთი რამე ავიწყდება ხალხს აი ორო ფინალი ვეთამაშეთ გვარდიოლას ბარსას და არ ვიყავით რო ასეთივე სიტუაციაში რაც ამ თამაშში?ბურთს აგორავებდნენ და ჩვენ დავსდევდით და შედეგიც ბარსამ იმ თამაშებში დაგვიდო 2:0 3:1 რასაც ვერ ვიტყვი სიტიზე იმიტო რო რეალური მომენტი სიტის არ ქონია ერთი სეივი იყო დეხეასი სანემ რო დაარტყა მახვილი კუთხიდან და ისიც ნახევარ მომენტი იყო.აქ არის ერთი მომენტი როცა მოწინააღმდეგე უბურთოდ თამაშს გაიძულებს არის ნერვების მომშლელი და გულშემატკივარსაც აქვს განცდა რო ჩვენ არაფერს ვაკეთებთ.არადა ლუკაკუს მომენტის ნაირი კი არა ნახევარიც კი არ ქონდა სიტის უბრალოდ ბრუციანი გოლები გაგვიტანეს და მორჩა.სიტის რო არ აგორებინო ბურთი ასე შემთხვევაში ცენტრი უნდა გყავდეს ძაან ძლიერი და აქაც საკითხავიანრომელი უფრო საშიშია კონტრზე წამოსული სიტი თუ ბურთს რო აკონტროლებს.სიმართლე მოითხოვს ითქვას რო პოგბას გარეშე სხვაგვარად ვერც ეთამაშებოდი სიტის და კიდეც რო ყოფილიყო მაინც მეორე ნომრად უნდა ეთამაშო თუ სედეგი გინდა.თუ შენ გინდა იყო დომინანტი აქვე დენთის კასრზე ზიხარ რო ასეთი სწრაფი შემტევები როგორებიც ყავს სიტის კონტრზე ძაან ძნელად გასანეიტრალებელია და ამიტომ ჯობია იგორაოს ამ ბურთმა და შენ სენს შანს დაელოდო.ამართლებდა ეს ტაქტიკა კიდეც ბრუაციან გოლებამდე.რო არა ისე უაზროდ გაშვებულო სემთხვევითი გოლები სიტის არც არაფერი შეუქმნია და შეიძლება ვერც გაეტანა.ისე არავის მიუქცევია ყურადღება რო დე ბრუინი ამ თამაშში განეიტრალებული იყო უბრალოდ სილვას გამთიშველი არ გვყავდა აღარავინ და ეს პოგბა იქნებოდა რო ყოფილიყო
0
№14
ავტორი: antonio ruediger
14 დეკემბერი 2017 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ლუკაკუ გამწარებული ყოფილა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top