თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2017, 17:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1758,
კომენტარები: 11
ზლატანი: "ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება ტრაგედიას არ ნიშნავს"
იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ვერ მოგებულ ტიტულზე საუბრობს.
ზლატანი:
როგორც მოგეხსენებათ, წარმატებული კარიერული ეტაპების მიუხედავად, სადაც შესანიშნავ შვედ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, არაერთი კლუბი გამოიცვალა და არაერთ ტიტულს დაეუფლა, მისი მედლების ჩამონათვალში, ჯერჯერობით ისევ ვერ მოიძებნება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალი.

აღნიშნულის შესახებ, "იუნაიტედის" თავდამსხმელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს ტრაგედიას.

"მე ვერ მეყოფა მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება. საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებით და ამ ტიტულის მოგებით უკეთესს რას მივიღებ? არაფერს. ამ ტიტულის არ მოგებით დავაკლებ რამეს საკუთარ თავს ან კარიერას? არაფერს.

რა თქმა უნდა მსურს ამ ტურნირში გამარჯვების მიღწევა, ნებისმიერ ფასად შევეცდები ამ სურვილის ასრულებას ყოველ წელს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის ფეხბურთელები რომლებმაც, თუნდაც ერთი წარმატებული სეზონის ჩატარების შემდეგ, სადაც შეძლეს მნიშვნელოვანი ერთი ტურნირის მოგება და მას შემდეგ, მათი საფეხბურთო კარიერა უბრალოდ ჩაიძირა.

მეორეს მხრივ, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველ წლიურად ვახერხებდი საკუთარი ტიტულების გამრავალფეროვნებას და მათ შევსებას ახალ-ახალი ტიტულებით. აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ნამდვილად არ გავცვლი ჩემი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში მოპოვებულ 33 ტიტულს, მხოლოდ ერთ ჩემოპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალში".
- განაცხადა შვედმა Sky Sport Italia- ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში.



წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ibra777
15 დეკემბერი 2017 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
აბაა რაა იბრა ბიჭოო.
sesxi. თუ დაგჭირდათ ამ საიტზე იქნება ბიჭებო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top