"ტოტენჰემის" ინგლისელი მცველი დენი როუზი დიდი ხანია წითელი ეშმაკების სატრანსფერო სამიზნეა, შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირება ლუი ვან გაალსაც სურდა, თუმცა იმ დროს ტრანსფერი ვერ განხორციელდა, წითლები დაწყებულის დასრულებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავენ.
როგორც ჩანს მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, "იუნაიტედის" მესვეურებმა შეძლეს დეზებისთვის მისაღები მოლაპარაკებების გამართვა რის შედეგადაც შესაძლოა როუზმა "წითლების" მაისური ამ სეზონშივე მოირგოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
"ტოტენჰემი" მზად არის დენი როუზი გუნდიდან გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ წითელი ეშმაკები ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსფერი ჩაიშლება. რამდენად მისაღებია ეს თანხა "იუნაიტედისთვის" ამას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შევიტყობთ.- იუწყება Daily Star Sunday.
შეგახსენებთ, რომ როუზის "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, გუნდმა ბოლო რამოდენიმე შეხვედრა ჩააგდო და ქულები დაკარგა, რის შემდეგაც ცხრილის მოწინავე პოზიციები დაკარგა, ხოლო ლიდერ "სიტის" უკვე 18 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სეზონში მათთვის ტიტულის მოპოვებაზე ფიქრი ზედმეტია.
დენი როუზს აქამდე აღუნიშნავს, რომ სურს რაიმე ტიტულის მოპოვება, რომელსაც "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს მისი "იუნაიტედში" გადასვლის საკითხს.