თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2017, 17:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 15
"იუნაიტედს" ბეილი ეძვირა
"წითლები" ბეილში კოლოსალურ თანხას არ გადაიხდიან.
ბეილის მადრიდულ კლუბში არასახარბიელო მდგომარეობის გამო, ხშირად ვრცელდება ჭორები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. ბეილის მსურველთა შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" არის, თუმცა კლუბი ბეილში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის (თითქმის 115 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებს.

"რეალი" უელსელში აღნიშნულ თანხას მოითხოვს, წითელი ეშმაკები თანხის შემცირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსფერის განხორციელება არ შედგება. მათი აზრით უელსელში ამხელა თანხის გადახდა მართებული არ არის, ისინი ფეხბურთელს 40-50 მილიონ ევროდ აფასებენ. სწორედ ამ თანხის დასახელების შემთხვევაში მოირგებს ბეილი "იუნაიტედის" მაისურს.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მსგავსად გარეთ ბეილს წლევანდელ სეზონშიც ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც ფეხბურთელს მნიშვნელოვანი შეხვედრების გაცდენა უწევს, აღნიშნული ფაქტის გამო მადრიდელები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რამაც შესაძლოა მისი კლუბიდან აბარგება გამოიწვიოს.

წლევანდელ სეზონში ბეილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ირიცხება. ამჟამად ფეხბურთელი ისევ ტრავმიანობს, თუმცა გუნდს მალე დაუბრუნდება.



წყარო: euro-football.ru
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
4 დეკემბერი 2017 21:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Siri unda iko ro amashi 100 milioni misce.maqsimumi 50 milioni isic su qeriktonze unda ikos ))) tan es uechveli choria zidanma tqva zamtarshi ar vkidoto
0
№12
ავტორი: de gea1
4 დეკემბერი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ამას უნდა მადრიდში და ეგდოს იქ, ეს რისი გირსია ვიცი სადმე დაბალი დონის გუნდში უნდა ეგდოს, მე მაგარდ არ მევასება ესეტი ფეხბურთელები, ამას რო ნდომოდა აქამდე შვენტან იქნებოდა ეხლა უკვე დააგვიანდა , მე მაგარდ გამიტყდება ეს ფეხბურთელი რიო გადმოვიდეს
0
№13
ავტორი: JuanMata
5 დეკემბერი 2017 01:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
40-50 კაი ფასია, მეტის გადახდა არ ღირს.
გორეცკა თუ დავითრიეთ და როუზი კარგი იქნება, ზაფხულში გრიზმანი და იოზილი და ვიღაცებს გავუშვებთ.
0
№14
ავტორი: Phil Jones
5 დეკემბერი 2017 13:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოვიდეს და თუ გინდა გადაიხადონ ის 100, მე მაგრად მკიდია, მჯერა რომ ბეილი დაუბრუნდება ძველ ფრომას ჩვენთან.
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა მნიშვნელობა აქ ტრამვა სად ექენბა, რეალში თუ მანჩესტერში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top