თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2017, 21:22
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2583,
კომენტარები: 15
დე ხეამ რეკორდი გაიმეორა
ესპანელმა მეკარემ პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა.
დე ხეამ რეკორდი გაიმეორა
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, 1-3 დასრულდა.

შეხვედრაში მანჩესტერელთა მეკარემ, დავიდ დე ხეამ 15 დარტყმიდან 14-ის მოგერიება მოახერხა, რითაც პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა.

2003-2004 წლების სეზონიდან (მას შემდეგ რაც Opta-მ სტატისტიკის დათვლა დაიწყო) მხოლოდ სამმა მეკარემ მოახერხა მსგავსი შედეგის დაფიქსირება. ვიტო მანონემ 2014 წელს "ჩელსისთან" შეხვედრაში 14 სეივის განხორციელება შეძლო, ტიმ კრულმა კი ეს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩში მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მანჩესტერელთა მეკარის საუკეთესო შედეგი 7 სეივი იყო.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
4 დეკემბერი 2017 09:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
დავიდი რომ საუკეთესოა ეგ გასაგებია და ეჭვი ნორმალურ ადამიანს არ შეეპარება, მაგრამ 14ჯერ არსენალს არ უნდა დაარტყმევინო!


ეგ მართალია, თამაშისთვის არ მიყურებია და მიმოხილვიდან, ნორმალური თამაში გამოჩნდა, მაგრამ ალბათ დიდი ნაწილი დაცვაში გავატარეთ. დარწმუნებული ვარ ნერვებმოშლილი ვიქნებოდი ამ მატჩის მერე wink

ცსკა-თან ფეხბურთელები უნდა დაასვენოს, სიტისთან ძაან მძიმე თამაში გველის, კარგია რომ ოლდ ტრაფორდზეა.
სიტის ბოლო 3 თამაშს ვუყურე და ერთადერთი დასკვნა რაც გავაკეთე, არ უნდა ჩაუჯდე დაცვაში (რაც მოურინიოს ძაან უყვარს), სანამ პრესინგს ეთამაშებიან გუნდები და ცდილობენ ბურთი არ მოიგერიონ, ძაან უჭირს სიტის, ვერც მომენტებს ქმნის შეტევაში და დაცვაშიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ჰადერსფილდმა და ვესტჰემმა დაჟე პირველი ტაიმები მოუგეს მაგ თამაშით.
აი მერე უკვე უკან იხევენ გუნდები და ცენტრს აძლევენ უბრძოლველად, პეპსაც ეგ უნდა ზუსტად, რო ხვდება რომ თამაში მისია და უკვე პრესინგზე არ ამოდიან გუნდები, ერთ მცველს ან ნახევარმცველს ხსნის და შემოყავს თავდამსხმელი და აწვება ბოლომდე.

ვესტ-ჰემთან 4-2-4 ითამაშა მეორე ტაიმში გოლამდე, საუთჰემპტონთან 3-3-4. უკან იკიდებს რა ხდება და მთელი ძალებით წინ მიდის, არ უნდა შევუქმნათ ეგ თავისუფლების შეგრძნება.
დარწმუნებული ვარ სიტის ურჩევნია ითამაშოს ავტობუსთან, სადაც ცენტრში ბურთს არავინ შეეცილება და ბურთის მოგერიებას იწყებს გუნდი და არა დაცვიდან ამოსვლას, ვიდრე გუნდთან, რომელიც ცდილობს ბურთი შეინახოს და პრესინგზეც წავიდეს.

შანსი გვაქვს სიტისთან, ოღონდ უნდა ვითამაშოთ მაღლა, ცენტრში შევუშალოთ ხელი და სწრაფ კონტრაზე წავიდეთ პასებით და არა უაზრო მოგერიებებით.
0
№12
ავტორი: PaLoMo
4 დეკემბერი 2017 10:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Phil Jones
დავიდი რომ საუკეთესოა ეგ გასაგებია და ეჭვი ნორმალურ ადამიანს არ შეეპარება, მაგრამ 14ჯერ არსენალს არ უნდა დაარტყმევინო!

100%

ციტატა: LASHQARA
თუ ვინმე კამათობს რომ დე ხეა დღესდღეობით მსოფლიოში პირველი არ არის, თვალები მიხატული აქ უბრალოდ, რა ბურთებს იღებს, გოლი რო გავიდეს უფრო არ გამიკვირდება ხშირ შემთხვევაში ვიდრე რო არ გადის, რაღაც არაადამიანური სეივები აქ, ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, საიდან რას ასწრებს რა ნახტომები და რა რეაქცა აქ არ ვიცი ძმაო... love am

fergis ro xedva aq arvici ra.noiers da amas shoris archvenai ro gaaketa 10000000% amartlrbs tipi. kide 10weli sauketeso unda iyos degea.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: men1me
4 დეკემბერი 2017 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
დე ხეა ძნ კლასნია მარა ეს რეკორდი გუნდის პაზორია,ბარტონი ხო არ ხარ 23 ჯერ დაარტყმევინო მოწინააღმდეგეს და აქედან 15 კარში.ფაქტიურად ყოველ 4 წუთში გვირტყავდნენ კარებში
0
№14
ავტორი: giorgi_mg
4 დეკემბერი 2017 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დეხეას ბრავო მარა აი დაცვას... როხომ ჩააგდო ეგ თამაში და დარწმუნებული ვარ ბაილი რომ ყოფილიყო განახევრდებოდა ეგ დარტყმები.
0
№15
ავტორი: krekera
4 დეკემბერი 2017 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
დევიიიდ ზე მეკარეა ძმებო, გაგვიმართლა მაგრად და იმედია არ გაგვექცევა...

ფერგის ბოლო შედევრია ეს ტრანფერი ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top