თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2013, 13:39
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 16
"ბასბის ჩვილების" ბოლო ინგლისური სპექტაკლი
"ბასბის ჩვილების" ბოლო ვალსი ინგლისურ მიწაზე
"არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება რელიგიურ სახელს წლების მანძილზე იძენდა:ჩხუბი "ოლდ ტრაფორდზე" 1990 წელს, რომელშიც მონაწილეობდა 20 ფეხბურთელი ორივე მხრიდან, "ხუთი წუთის ფინალი" 1979 წელს, კამათი ფრენკ სტეპლტონის ტრანსფერზე 1981 წელს, რაც გახდა ორივე გუნდის დირეკტორების კონფლიკტის მიზეზი. ორივე გუნდი-ინგლისის გრანდებია და ხშირად იბრძვიან პირველობისთვის ჩემპიონატში. როდესაც გუნდებში მოვიდნენ ისეთი ხალხი, როგორებიც არიან:ვენგერი და ფერგიუსონი, კინი და ვიეირა ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება უფრო ხალისიანი და ემოციური გახდა. თუმცა, მათი პირველი "ისტორიული" დაპირისპირება მოხდა 1958 წლის 1 თებერვალს-"ბასბის ჩვილების" ბოლო თამაში ინგლისურ მიწაზე.


1958 წლისთვის "არსენალის" ვარდნა 30-იანი წლიდან პსკერს მიაღწია. მოლოდინი გუნდისაგან, რომელიც გასული ეპოქის ასლი იყო, ძალიან დიდი გახლდათ, გულშემატკივრები კი მოუთბენლები და "შხამიანები" თავისი კრიტიკით. ბოლო კავშირი კარგ მოგონებებთან გაწყვეტილი იქნა ალექს ჯეიმსის სიკვდილის შემდეგ 1951 წელს, 1956 წელს კი ტომ უიტტაკერი, რომელმაც "არსენალს" ორი ჩემპიონის ტიტული მოუტანა გარდაიცვალა გულის შეტევით. "არსენალი" ვეღარ იზიდავდა მაღალი დონის ფეხბურთელებს, იმისათვის რომ დაებრუნებია დაკარგული დიდება. უიტტაკერი ცდილობდა სტენლი მეტიუზი შეეძინა 1954 წელს, მაგრამ მეტიუზი ისედაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო იმ დროს და ზრდილობიანათ იუარა შემოთავაზება.

სესკ ფაბრეგასამდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პირველად ითამაშა "არსენალში" იყო ჯერი უორდი (16 წლის და 233 დღის). გულშემატკივრები ადარებდნენ გუნდის ყოფილ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ იგი ვერ ახერხებდა თავისი ქომაგების იმედების გამართლებას. ამის გარდა, გუნდი განიცდიდა დიდ კრიზის 1958 წელს:უტიტულობა, რომელიც გაგრძელდა 17 წელი, უაზრო არსებობა ცხრილის შუა პოზიციებზე. უიტტაკერის სიკვდილის შემდეგ, გუნდი ჯერ კრეისტონმა ჩაიბარა, რომლის დროსაც "არსენალი" დაეშვა ცხრილის ყველაზე ბოლო ადგილას 38 წლის მანძილზე და გავარდა თასიდან "ნორჰემპტონ თაუნთან" მარცხის შემდეგ. გულშემატკივრების რაოდენობა თამაშიდან-თამაშამდე იკლებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იმ დროისათვის ერთ-ერთ საუკეთესო წლებს ატარებდა თავის ისტორიაში. მათ მოიპოვეს ორი უკანასკნელი ტიტული და მხოლოდ ინგლისის თასის ფინალში დამარცხდნენ "ასტონ ვილასთან", რამაც ხელი შეუშალა იუნაიტედს გამხდარიყო მეოთხე გუნდი ისტორიაში, რომელმაც დუბლი გაიფორმა. 1957/58 სეზონში გუნდი განიცდიდა კრიზის, რის შედეგაც "ვულვზი" ჩემპიონატის ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა. ბასბიმ მოიყვანა გუნდში რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი რეზერვებიდან:ჩარლტონი, ედდი კოლმანი და კენი მორგანსი. ახალი ძალებით იუნაიტედმა ისევ შეუტია და წინააღმდეგობა გაუწია "ვულვზს", რომელიც ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. ახალგაზრდა გუნდი, რომელიც არაჩვეულებრივ თამაშს აჩვენებდა უნდა გამხდარიყო ლიგის დომინანტური ძალა 1960 წელს. 1 თებერბალს 1958 წელს "ჰაიბერზე" შეიკრიბა 63578 ათასი მაყურებელი-უმეტესობა მათგანი სტადიონზე მოწინაღმდეგეს საყურებლად მოვიდა, მაგრამ რის გამოც არ უნდა მოსულიყვნენ, არცერთი მათგანი იმედგაცრუებულა არ დაბრუნებულა შინ.

გულშემატკივრების მიერ გამოცოცხლებულმა "არსენალმა" აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ მაინც გასწორებული იქნა მოედანზე "იუნაიტედის" შეტევების შემდეგ. ათი წუთის შემდე, 18 წლის კენი მორგანსი გაცდა "არსენალის" ნახევარმცველს სტენ ჩარლტონს მარცხენა ფლანგზე, მიათრია ბურთი საჯარიმოს ხაზამდე, დუნკან ედვარდსმა კი ისეთი ძალით დაარტყა რომ ბურთმა ჯეკ კელსის ხელებშუა გაიფრინა და ბადეში გაერჭო. "იუნაიტედმა" გააორმაგა შედეგი მე-20 წუთზე. ალბერტ სკენლონმა ყველა მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა თავის ფლანგზე და გადაცემა ბობი ჩარლტონზე გააკეთა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. უკვე 30-ე წუთზე მატჩში გამოვლინდა გამარჯვებული-სკენლონმა გადაცემა მორგანსზე გააკეთა, მან ტომი ტეილორზე, უკანასკნელმა კი უშეცდომოდ შეასრულა საკუთარი მოვალეობა და დაამწუხრა ლონდონელთა მეკარე.

"ბასბის ჩვილების" ბოლო ინგლისური სპექტაკლი


ასეთ დროს, მოედანზე უკმაყოფილობის სტვენა ისმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. კოლმანისა და ედვარდსის ძალა, გამრავლებული მორგანსის და სკენლონის კატასავით სისწრაფეზე-ჯამში მივიღეთ კმაყოფილი ტეილორი და ჩარლტონი მათი ასისტენტობით. მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში, მატჩში ცვლილებები მოხდა. არსენალის სამმა გოლმა ექვს წუთში, გადაატრიალა შეხვედრის მსვლელობა. პირველად თავი გამოიჩინა დევიდ ჰერდმა, რომელმაც დაამწუხრა ლეგენდარული ირლანდიელი მეკარე გარი გრეგი. სამი წუთის შემდეგ, ანგარიში მინიმუმამდე ვიკი გროუვზმა დაიყვანა. 100 წამის შემდეგ კი, მოედანზე უცნაური ატმოსფერო სუფევდა. ეს იმის გამო, რომ ანგარიში გათანაბრებული იქნა ბლუმფილდის მიერ.

თუმცა ზეიმობა ნაადრევი იყო. "იუნაიტედი" ვერ მოიგებდა ორ ტიტულს, თუ არ ექნებოდა დარტყმის შეკავების უნარი. სკენლონმა ისევ ჩამოიტოვა სტენ ჩარლტონი და ბურთი დენის ვაიოლეტზე გადაიტანა-"იუნაიტედი" ისევ დაწინაურდა. ტომი ტეილორმა კუთხიდან დარტყმის შემდეგ, უპირატესობა ორზე გაზარდა. იმ დროს ბურთი მძიმე იყო, ტყავის, კარგად იწოვდა წყალს და მოხვედრილი ბურთი სილურჯეს ტოვებდა სხეულზე და ამავდროულად დიდ ტკივილსაც აყენებდა ფეხბურთელს. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა კი ეს გამოიყენეს-ჩარლტონი, ედვარდსი, ტეილორი და სხვა ძლიერი დარტყმის მქონე ფეხბურთელებმაც. მეკარე, რომელიც არასწორად ირჩევდა პოზიციას, უწევდა მხოლოდ გვერდზე გაწეულიყო, იმისათვის რომ დარტყმულ ბურთს რომელიმე სხეულის ნაწილი თან არ შეეტანა კარებში.

მაგრამ "არსენალმა" კიდევ ერთხელ სცადა "იუნაიტედს" დაწეოდა. სამშაბათს სტუმრებს დამღლელი თამაში ელოდათ ბელგრადში და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თამაშის ტემპი დაეგდოთ. ამის გამო, ვიკი გროუვზის პასი გაცდა "იუნაიტედის" მცველებს და ერთი-ერთზე დატოვა დევიდ ჰერდი. ანგარიში 5-4 გახდა. კანონირები დამკვიდრდნენ "იუნაიტედის" საჯარიმოსთან ბოლო 15 წუთის განმავლობაში და ცდილობდა შედეგი ისევ გაეთანაბრებია, თუმცა "მანჩესტერმა" შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და არ მისცა "ვუვლვზს'' წინ წასვლის უფლება, რომელმაც "ლესტერი" გაანადგურა 5-1. ფინალური სასტვენის შემდეგ, თვითეული ფეხბურთელი ერთმანეთს გადაეხვია და სახეზე ისეთი გამომეტყველება დარჩათ, რომ თითქოს მათ სტადიონზე ნამდვილი სპეკტაკლი მოაწყვეს. გულშემატკივრები ესალმებოდნენ სტუმრების გამარჯვებას, ჩარლტონი, ედვარდსი და ტეილორი პასუხად ხელს უქნევდნენ მათ. ორივე გუნდის ფეხბურთელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში და მატჩის შემდეგ, ერთად აპირებდნენ დასხდომას სუფრასთან, მაგრამ ბასბიმ გადაწყვიტა რომ გუნდს მალე რთული შეხვედრა ელის და მათ ბიჭებს მოსვენება სჭირდებოდა. ხუთი მათგანი, რომელმაც დატოვა ჩრდილოეთ ლონდონი, უკვე ვეღარასოდეს ვეღარ ითამაშებს ინგლისში.

წლების შემდეგ, "არსენალის" მცველი დენი ევანსი იხსენებს იმ დღეს მწუხარებით. იგი ყვება, რომ დანკან ედვარდსმა წააქცია ჯერი უორდი და შემდეგ უყვირა:"ადექი, შე ახვარო!". ევანსი იხსენებს, რომ ჯერის ჰქონდა საშუალება იმისა, რომ ფეხებით შესდგომოდა ედვარდს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ალბათ მეტ წილად იმის გამო, რომ ეს არ უხდებოდა გუნდს. მეორე მხრივ, ეს იყო ედვარდსი ინგლისის ფეხბურთის პრინცი. უორდმა შური მის პატივისცემის გამო არ იძია. ფრმ 3-3 ბელგრადში გაიყვანა "იუნაიტედი" ევროთასის ნახევარფინალში. ინგლისში დაბრუნებისას, თვითფრინავი დაჯდა მიუნჰენში საწვავის დასამატებლად. ასაფრენი ბილიკი დაფარული იყო ყინულით და თოვლით , ამის გამო თვითფრინავმა ორჯერ ვერ შეძლო აფრენა. მესამე აფრენის ჯერზე დანკან ედვარდსი, ტომი ტეილორი, მარკ ჯონსი, ედი კოლმანი და ფრენკ სვიფტი გადასხდნენ უკანა მხარეს, იმის იმედათ, რომ იქ უფრო უსაფრთხო იქნება. თვითფრინავი დაიძრა, დაკარგა წონასწორობა და დაიმსხვრა ისე, რომ არც აფრენილა. ჯეფ ბენტი (25 წელი), როჯერ ბერნი (28 წელი), ედი კოლმანი (21 წელი), მარკ ჯონსი (24 წელი), დევიდ პეგი (22 წელი), ტომი ტეილორი (26 წელი) და ლაიემ უილანი (22 წელი) დაიღუპნენ. მათ გარდა დაიმტვრა სამი პერსონალი "იუნაიტედიდან",გუშლემატკივრები, შვიდი ჟურნალისტი (პლუს ყოფილი სიტის მეკარე ფრენკ სვიფტი) და ტურაგენტი. დანკან ედვარდსი გარდაიცვალა მიღებული ტრავმების გამო მიუნჰენის საავადმყოფოში 15 დღის შემდეგ.

ქვეყანა გლოვობდა "იუნაიტედის" ახალგაზრდა გუნდს. ბასბი, მძიმედ დაშავდა, მაგრამ გადარჩა. მან ჩამოაყალიბა გუნდი ლოუსა და ბესტის დახმარებით. "არსენალი" 60-იან წლებში ცხრილის შუაში იმყოფებოდა. მაგრამ 1 თებერვალს 1958 წელს "ჰაიბერზე" დაბრუნდა ბედნიერი დღე, ერთი დღით მაგრამ მაინც. ისინი, ვინც იყვნენ სტადიონზე იმ დღეს, ხვდებოდა, რომ გახდნენ მოწმენი ერთ-ერთი ინგლისური ფეხბურთის კლასიკური თამაშისა. ხუთი დღის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ეს თამაში შემდეგ დიდი ტრაგედიის ნაწილი გახდა, როგორც ბოლო ვალსი "ბასბის ჩვილებისა" ინგლისურ მიწაზე.

1 თებერვალი 1958 წელი, "ჰაიბერი", 63578 ათასი მაყურებელი.

"არსენალი" 4 (0) - 5 (3) "მანჩესტერ იუნაიტედი"

გოლები: ჰერდი (50), ბლუმფილდი (54; 56), ტეპსკოტი (73)-ედვარდსი (11), ჩარლტონი (20), ტეილორი (31), ვაიოლეტი (არ არის ცნობილი).

"არსენალი": ჯეკ კელსი, სტენ ჩარლტონი, დენის ევანსი, ჯერი უორდი, ჯეიმს ფოტერინგემი, დეივ ბოუენი, ვიკ გროუვზი, გორდონ ნატი, ჯიმი ბლუმფილდი, დევიდ ჰერდი, დერეკ ტეპსკოტი:ჯეკ კრეისტონი.

"მანჩესტერ იუნაიტედი":გარი გრეგი, ბილ ფოლქსი, როჯერ ბერნი, ედი კოლმანი, მარკ ჯონსი, დანკან ედვარდსი, ბობი ჩარლტონი, კენი მორგანსი, ტომი ტეილორი, დენის ვაიოლეტი, ალბერტ სკენლონი:მატ ბასბი
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
3 თებერვალი 2013 14:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: MAGNIFICENT 7
3 თებერვალი 2013 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
საღოლ წავიკითხე და მაგრად მომეწონა :(((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№13
ავტორი: BERDI
3 თებერვალი 2013 15:17
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ViDa,
საღოლ უძლიერესი სტატია მომეწონა საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№14
ავტორი: Shako Jones
3 თებერვალი 2013 15:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ედვარდსი love
ჩარლტონი love
0
№15
ავტორი: Z A C K™
3 თებერვალი 2013 16:36
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რავი ღირს წაკითხვად ასი პროცენტით!

დამამძიმა ძაან cry2 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№16
ავტორი: RVP (20)
3 თებერვალი 2013 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საღოლ ძალიან მაგარია love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top