თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2017, 15:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2662,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის წინ
"არსენალთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მოურინიომ ჟურნალისტებს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მოურინიო მატჩის წინ
"წითლები" 14 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს 32 ქულით იკავებენ და ლიდერ "სიტის" რვა ქულით ჩამორჩებიან. დღეს თბილისის დროით 21:30 სთ-ზე, მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა ემირეიტსზე "არსენალს" და "იუნაიტედს" შორის გაიმართება, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ უპასუხა.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებას და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას ვერ მოახერხებთ, აქედან გამომდინრე არის პროგნოზები რომ საჩემპიონო რბოლა ამ თამაშში დასრულდება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

"თითოეულ თამაშს აქვს საკუთარი დრო, რომელსაც მაქსიმალურად უნდა დაუთმო ყურადღება, ვფიქრობ, რომ ასეა. გუშინ ვუყურე საინტერესო ფილმს "ბორგი მაკინროის" წინააღმდეგ, ბორგის მწვრთნელი ყოველთვის ეუბნებოდა მას: შენი დავალებაა მიიღო შედეგი, იფიქრე მხოლოდ ამ თვალსაზრისით. ჩემ ფეხბურთელებთან მაქვს კონკრეტული საუბარი: იფიქრეთ მხოლოდ უახლოეს თამაშზე. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა გუშინ და რა მოხდება ხვალ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოახლოებული თამაშია და მეტი არაფერი, ხოლო ეს თამაში "არსენალთან" გვიწევს. ჩვენ არ ვფიქრობთ თუ რამდენი ქულით ჩამოვრჩებით "სიტის" და რამდენი ქულით ვართ წინ "მეთოფეებისგან", ჩვენი მთავარი მიზანია ვიფიქროთ მატჩსა და კონკურენტზე, რის შემდეგაც მივაღწიოთ წარმატებას.

ანუ გინდათ თქვათ, რომ ხვალ თქვენ იქნებით მაკინროი ხოლო ვენგერი ბორგი?

არა. (იცინის). მე არ ვთამაშობ ჩოგბურთს. მიყვარს ეს სპორტი თუმცა თამაშის მოყვარული არ ვარ.

ასევე ითქვა იმის შესახებ რომ ხვალ აპირებთ პრაგმატული ფეხბურთის თამაშს, შეგიძლიათ ეს ხალხი გულგატეხილი დატოვოთ პროგნოზის გამო?

როდესაც ბურთი გვიჭირავს სრული შემადგენლობით ვფიქრობთ შეტევაზე, მეკარემაც კი იცის ამ დროს რა უნდა გააკეთოს, ხოლო როდესაც ბურთს "არსენალი" დაიჭერს ასევე სრული შემადგენლობით დავიცავთ თავს.

ჟოზე შესაძლებელია გარისკოთ? უნდა აღინიშნოს ისიც რომ ამ შეხვედრის მოგება გულშემატკივრებს ძალიან სურთ.

მე არ მესმის რას გულისხმობთ რისკის შესახებ დასმულ კითხვაზე. თქვენ იცით, რომ თანამედროვე ფეხბურთში მცველებისა და თავდამსხმელების გამოყოფა ერთმანეთისგან, არცთუისე კარგად აისახება თამაშის მსვლელობაზე. ყველა ფეხბურთელს მოედანზე უნდა შეეძლოს შეტევაზე და თავდაცვაზე ერთდროულად ფიქრი, სიტუაციიდან გამომდინარე რა თქმა უნდა. ჩემ მეკარემ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს როდესაც ბურთი ჩვენთან არის და ასევე უნდა იცოდეს, როგორ უნდა შეუტიოს გუნდმა, ხოლო თავდამსხმელს უნდა შეეძლოს, პროდუქტიული იყოს თავდაცვის დროსაც. მან ზედმიწევნით უნდა იცოდეს თუ როგორ იმოქმედოს მაშინ, როდესაც ბურთი დაკარგულია. თქვენ შეგიძლიათ ჩემ ფეხბურთს დააკვირდეთ, ანალიზი გამოიტანოთ მისგან, ყველაფერი ძალიან მარტივია.

თქვენ იძახით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ამ ეტაპზე არის მომავალი დაპირისპირება, ანუ აქედან გამომდინარე აპირებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის რომელიმე ფეხბურთელის დასვენებას?

ყოველთვის ვცდილობ მოედანზე საუკეთესო გუნდი გავიყვანო. მაშინაც კი თუ სამშაბათის მატჩი სიკვდილ სიცოცხლის მნიშვნელობის მქონე იქნება, ვეცდები მის მოახლოებამდე არ ვიფიქრო იმ შეხვედრაზე. მე უკვე გითხარით, რომ ყველა თამაშს თავისი დრო აქვს, არ ღირს მოვლენებს წინ გავუსწროთ.

არ ღელავთ იმის შესახებ, რომ სიტის მნიშვნელოვნად ჩამორჩებით?

აბსოლიტურად არ ვღელავ ამის შესახებ.

ფილ ჯონსი შეძლებს თუ არა თამაშს?

მან გამოჯამრთელება ვერ მოასწრო.

ერიკ ბაილი?

ის ასევე არ იქნება.

გაკვირვებული არ ხართ იმით, რომ გვარდიოლამ სასჯელი არ მიიღო მისი ქმედებებიდან გამომდინარე ბოლო მატჩში?

არა გაკვირვებული არ ვარ.

რატომ?

ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული მათგანი დამისვამდით თითო კითხვას, ეს კითხვა კი უკვე მეორეა.

(მეორე ჟურნალისტი) რატომ არ გაგიკვირდათ?

(იცინის) ის რაც მე მომწონს არის ის, რომ მას შეუძლია იყოს გუნდის სული".- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
2 დეკემბერი 2017 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: ikeoni
მაგარი თამაში იქნება და უნდა მოვიგოთ სხვა გზა აღარ დაგვჩა

tu chempionoba gvinda mashin unda movigot.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: LASHQARA
2 დეკემბერი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს მგონია რომ სანახაობრივი თამაში იქნება, ძალების თანაფარდობაა ასე თუ ისე, მაგრამ მარსიალის, პოგბას და ლუკაკუსგან ყველაზე მეტს ველი, ნუ იანგიც არ დავივიწყოთ ფორმიდან გამომდინარე love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top