თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2017, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2645,
კომენტარები: 14
136 მილიონი მადრიდელთა ფეხბურთელებისთვის
"იუნაიტედი" ხმაურიან ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.
136 მილიონი მადრიდელთა ფეხბურთელებისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედი" გარეთ ბეილისა და ანტუან გრიზმანის შესაძენად 136 მილიონ ფუნტს ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, ჟოზე მოურინიო მაინც არ ამბობს უარს მის გადაბირებაზე.

ამავდროულად, "წითელი ეშმაკები" ხელახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს "რეალის" თანაქალაქელ კონკურენტ "ატლეტიკოსთან", რომელთა რიგებიდან გრიზმანის შეძენა სურთ.

2013 წლის სექტემბერში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის შემდეგ ბეილმა "რეალის" თამაშების 40% გამოტოვა სხვადასხვა სახის ტრავმის გამო, მაგრამ ესეც კი არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი "იუნაიტედისთვის", რომელიც მინიმალურ მიზეზს ეძებს იმისათვის, რომ უელსელს მადრიდის დატოვების სურვილი გაუჩინოს.

არასახარბიელო მდგომარეობა აქვს თავად ფეხბურთელს "რეალის" გულშემატკივრებს შორის, რომელთა სიყვარულით და პოპულარობით ნამდვილად ვერ სარგებლობს, ინტერესებიდან გამომდინარე კი ბეილის გაყიდვაზე უარს არ ამბობს მადრიდული გრანდიც, რომელიც უელსელის სატრანსფერო ფასს თანდათან დაბლა სწევს და თუ ბეილის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ფუნტამდე დავა, მის შეძენას ბეილის ყოფილი გუნდი, "ტოტენჰემიც" ეცდება.

წყარო: thesun
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
21 ნოემბერი 2017 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
50ლიმონათ პერესი არიზამს თორე მშვენიერი იქნება.და დიდი თანხის გადახდას ჯობია სხვაზე იჩალიჩონ.შეიძლება ამან ტრამვების ფონზე სეზონში 5თამაში ვერჩაატაროს.აი გრიზუ კი გაასწორებს.იმედია ბარსაში არწავა და 7ნომერს მიიღებს.
0
№12
ავტორი: gigi_ryan
21 ნოემბერი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ბეილზე ტყუილია 100%,იმიტომ რომ მარცხენა ფლანგის 2 მოთამაშე დაფრინავს ამ სეზონში მარსიალიც და რეშფორდიც და გრიზმანი სხვა თემაა, ზამთარში გრიზმანი და დანი როუზი თუ გაიჭრა მაგაზე მაგარი არაფერი იქნება
0
№13
ავტორი: Phil Jones
22 ნოემბერი 2017 04:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: gigi_ryan
ბეილზე ტყუილია 100%,იმიტომ რომ მარცხენა ფლანგის 2 მოთამაშე დაფრინავს ამ სეზონში მარსიალიც და რეშფორდიც და გრიზმანი სხვა თემაა, ზამთარში გრიზმანი და დანი როუზი თუ გაიჭრა მაგაზე მაგარი არაფერი იქნება

ხო, მაგრამ უელსის ნაკრებს თუ დააკვირდები, ცენტრში დამარჯვნივ თამაშობს და მე თუ მკითხავ მანდ უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე რეალში, რავიცი რავიცი, მოვიდეს ჩვენი რა მიდის და იყოს გუნდში კონკურენცია, მითუმეტეს 1-2 კაცი უეჭველი გასაშვებია
0
№14
ავტორი: dybbuk
22 ნოემბერი 2017 04:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
136ს მარტო ბეილში მოითხოვს პერესი და საერთოდ ჩემი აზრით არცერთი არ ჭირდება მანიუს, ბევრად უკეთესად შეიძლება გუნდის გაძლიერება, თუნდაც სანჩესი, სტაბილური, შრომისმოყვარე, შემდგარი ტოპ იგროკია და ნახევარი სეზონი ბეილის ყოლას აშკარად მოხოდილი სანჩესი მირჩევნია, თავდამსხმელი კიდე თუ ყიდვაა დიბალაზე დაჩალიჩდნენ, რატომღაც არ მჯერა ამ გრიზმანის ვარსკვლავობის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top