თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2017, 06:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 13
მოურინიო: "პოგბა, როხო და ზლატანი, სათამაშოდ მზად არიან"
მოურინიოს განცხადებით, გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ.
მოურინიო:
დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები, ტურის გასამართ ერთ-ერთ მატჩში, ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედი" და "ნიუკასლი" დაუპირისპირდებიან.

სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. კერძოდ, წითელი ეშმაკების დამრიგებლის ჟოზე მოურინიოს ცნობით, მოედანზე დასაბრუნებლად მზად არიან ტრავმირებული ფეხბურთელები: პოგბა, როხო და იბრაჰიმოვიჩი.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი პორტუგალიელმა კარინგტონის ბაზაზე "იუნაიტედის" ოფიციალური ტელეარხის ჟურნალისტთან გააკეთა.

"ფეხბურთელები რომლებიც ტრავმების შემდეგ კარნიგტონის საწვრთნელო ბაზაზე გადიოდნენ მზადებას, შეიძლება ითქვას, რომ სათამაშოდ მზად არიან, მზად არიან ასევე ის ფეხბურთელები, რომელთაც ტრავმის გამო დიდი ხნის გაცდენა მოუწიათ, ესენი არიან: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი და როხო.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს მინდა გითხრათ, რომ ის სრულ მზადყოფნაშია, რა თქმა უნდა მისგან არ უნდა ველოდოთ, რომ ის ყველა თამაშში შეძლებს მოედანზე 90- წუთის გატარებას, რასაც გასულ წლებში აკეთაბდა, მაგრამ გეტყვით, რომ ის სრულებით გამოჯამრთელდა.

ზლატანს ამ ეტაპზე დრო ჭირდება, რადგან დაუბრუნდეს სასურველ ფორმას და მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეძლოს, ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა ის, რომ შვედი დაგვიბრუნდა და ჩვენთან ერთად არის, რაც შეეხება პოგბას, აქ ყველაფერი მარტივადაა, ჩვენ ყველამ დავინახეთ თუ როგორ გამოვიყურებოდით მის გარეშე"
- განაცხადა პორტუგალიელმა ინტერვიუს დასასრულს.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
18 ნოემბერი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzaliiian magariiiiaa :-**** imediaa ibraa itamashebs dges 10 wuti mainc :))

Dzaliiian magariiiiaa :-**** imediaa ibraa itamashebs dges 10 wuti mainc :))
0
№12
ავტორი: giorgi_mg
18 ნოემბერი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი ინფოა, ნიუკასლს უფრო მეტი საფიქრალი დაემატა am
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
18 ნოემბერი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რა მაგარია დაბრუნდნენ საჭირო ხალხი იბრასს დაბრუნება ძალიან მახარებს აბა თქვენ იცით ამოტენეთ ნიუკასლი ... ეხა საჭიროა ნოემბერი დეკემბერი ბევრი მოგებები დავაგროვოთ რო ზამთარში სიტისთან მაქსიმალურათ დავადაბლოთ ქულები და გადავასწროთ აბა თქვენ იცით თქვენი იმედი მაქვს მანჩეეეეეეეეე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top