თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2017, 20:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 13
"იუნაიტედს" ნიგესი სურს
წითელი ეშმაკები საულ ნიგესის გაწითლებით არიან დაინტერესებულები.
"იუნაიტედის'" სატრანსფერო სამიზნედ, კვლავ რჩება "ატლეტიკოს" ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი საულ ნიგესი, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე გახდა სიმეონეს გუნდის ძირითადი მოთამაშე.

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა The Sun იტყობინება, თუ "იუნაიტედსა" და "ატლეტიკოს" შორის აღნიშნულ ტრანსფერზე შეთანხმება მოხერხდა, საულის ხილვა მომავალი სეზონიდან ოლდ ტრაფორდზე იქნება შესაძლებელი.

ნიგესს მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან, რამოდენიმე წლით აქვს გახანგრძლივებული, აქედან გამომდინარე თუ წითლებს მისი შეძენა სურთ, მოუწევთ მისი მიმდინარე ხელშეკრულების გამოსყიდვა, რომელიც ჯამში 150 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ნაკლებად სავარაუდოა "იუნაიტედმა" ნიგესში ამხელა თანხის გადახდა ისურვოს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საულის აქტივს, მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ავსებს.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
15 ნოემბერი 2017 15:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svanski
ციტატა: kobinio
ციტატა: Svanski
იმედია მოხერხდება ამის ტრანსფერი, თვითონაც მოინდომებს სავარაუდოდ გადმოსვლას თუ დიდება და ტიტულები სურს, ლა ლიგას რო ესენი კიდე კარგა ხანი ვერ მოიგებენ ფაქტია, ლიგაზე უკვე ჩასვრილი აქვთ, და არამგონია მომავალ წლებშიც რამე ქნან, ერთი სიტყვით თუ კარგი კარიერა უნდა იუნაიტედშია ამის ადგილი

ბარსას გრიზმანით დაინტერესება ჟურნალისტების აგორებულია თუ ფაუზაღი ბაზარია ხო არ იცი ?

აზრზე არ ვარ ძმაო კი იწერებიან მარა ვერ გაიგებ ფაიზაღია თუ არა, ჩვენ რო გრიზმანს არ გვიკავშირებს არცერთი სპორტული გამოცემა რაც ვნახე ეგ კი ვიცი, ბარსაში გადასვლაზე უფრო წერევ ვიდრე ჩვენთან გრიზმანის ტრანსფერზე ვნახოთ რაა იმედია იჩალიჩებენ ჩვენები მაგრად.

მარტო პოგბას იმედი მაქ სხვა ამათ დიდი საშვალება არააქვთ რგორც ჩანს.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საული მაგარია მარა გაუჭირდებათ ყიდვა
0
№13
ავტორი: Svanchester
16 ნოემბერი 2017 03:03
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: kobinio
ციტატა: Svanski
ციტატა: kobinio
ციტატა: Svanski
იმედია მოხერხდება ამის ტრანსფერი, თვითონაც მოინდომებს სავარაუდოდ გადმოსვლას თუ დიდება და ტიტულები სურს, ლა ლიგას რო ესენი კიდე კარგა ხანი ვერ მოიგებენ ფაქტია, ლიგაზე უკვე ჩასვრილი აქვთ, და არამგონია მომავალ წლებშიც რამე ქნან, ერთი სიტყვით თუ კარგი კარიერა უნდა იუნაიტედშია ამის ადგილი

ბარსას გრიზმანით დაინტერესება ჟურნალისტების აგორებულია თუ ფაუზაღი ბაზარია ხო არ იცი ?

აზრზე არ ვარ ძმაო კი იწერებიან მარა ვერ გაიგებ ფაიზაღია თუ არა, ჩვენ რო გრიზმანს არ გვიკავშირებს არცერთი სპორტული გამოცემა რაც ვნახე ეგ კი ვიცი, ბარსაში გადასვლაზე უფრო წერევ ვიდრე ჩვენთან გრიზმანის ტრანსფერზე ვნახოთ რაა იმედია იჩალიჩებენ ჩვენები მაგრად.

მარტო პოგბას იმედი მაქ სხვა ამათ დიდი საშვალება არააქვთ რგორც ჩანს.

მეც მგონია რო პოგბა შეუსრულებს რაა გრიზმანს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top