თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2017, 19:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ასენსიოსთვის 200 მილიონს ამზადებს
"იუნაიტედს" ასენსიო სურს.
როგორც ჩანს, წითელი ეშმაკები სერიოზული ტრანსფერების განხორციელებას გეგმავენ რადგან სურთ, რომ გუნდს ძველი დიდება და სიძლიერე დაუბრუნდეს, ხშირად იწერება იმაზე, რომ გუნდს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე რამოდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

"იუნაიტედის" პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო კი ცდილობს გუნდში წარმატებული როტაცია განახორციელოს და წარმატებული პერსპექტიული ფეხბურთელები დაიმატოს, ერთერთი ასეთი ფეხბურთელი კი "მადრიდის რეალის" ამომავალი ვარსკვლავი მარკო ასენსიო არის.

ესპანური გამოცემა Don Balon- იწერება, რომ მოურინიოს ძალიან სურს ოლდ ტრაფორდზე ასენსიოს ხილვა, ხოლო გუნდის მესვეურები მზად არიან ასენსიოს გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო გადაიხადონ და ეს ტრანსფერი განახორციელონ.

მიმდინარე სეზონში ასენსიო ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულად ასპარეზობს, მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემა არის, რაც შეეხება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ჩემპიონთა ლიგას, მარკო ჯერჯერობით თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ტურნირზე ასენსიოს ძირითადი შემადგენლობიდან თამაში არ დაუწყია.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
15 ნოემბერი 2017 11:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
200 მილიონად აგერ პსჟ-მ ნეიმარი იყიდა, ნეიმარი უკვე შემდგარი ფეხბურთელია, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაშობს და ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

200 მილიონად კარგ 10-იანს და ფლანგის მცველებს ვიყიდით, სუსტ წერტილებს ამოვავსებთ.
არაა მანჩესტერის ფული ულევი, მითუეტეს გაყიდვებში ძაან მოვიკოჭლებთ, არ გვინდა ამ რეალისგან არავის ყიდვა, უამრავი კარგი ფეხბურთელია, აგერ მოურა და დი მარია იყიდება, ჩელსიზე წერენ მოურას ყიდვას. თუნდაც დრაქსლერზე შეიძლება ჩალიჩი, ვალენსიაში გუედეშია ძაან კარგი ვინგერი (აქაც დაწერა ერთ-ერთმა), იოზილი ბებერია ცოტა მაგრამ 30 ღირს და გერმანიის თამაშები თუ ნახეთ, მთელი თამაში მაგაზე გადიოდა და ძალიან კარგად ითამაშა, საფრანგეთთანაც საუკეთესო იყო, ჩემი აზრით.

200 მილიონად ასენესიო კი არა, ისკო უნდა მოგცენ. აი ისკოზე არ ვიტყოდი უარს wink
0
№12
ავტორი: WeAreUnited
15 ნოემბერი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
გრინზმანი პერისჩი ნაინგოლანი/დაიერი რომელიმე აქედან ნუ ვერატი ეს ფანტასტიკის ჟანრი უფროა ეს სამი ტრანსფერი დაიდოს ერთი მცველი უმიტიტი არ მგონია ვინმემ მოგვცეს როუზი არის რეალური თუ კარგად მიაწვებიან იმსაც ინგლისში უნდა დარჩენა და არ მგონია ეხლა ტოტემ დედა მოი****ს აი ეს ტრანსფერები გვინდა და შეუჩერებლები ვიქნებით ძალიან მაგარ ფეხბურთს ვითამაშებთ მე მაგალითად ცენტრალურ მცველის საჭიროებას ვერ ვხედავ X
0
№13
ავტორი: gaga1987
15 ნოემბერი 2017 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დიდი ჭორია.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მორიგი ჭორია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top