თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2013, 16:03
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1758,
კომენტარები: 12
რიო:”იუნაიტედი ჩემთვის ნაკრებზე მნიშვნელოვანია”
რიო იუნაიტედს პირველ ადგილზე აყენებს.
რიო:”იუნაიტედი ჩემთვის ნაკრებზე მნიშვნელოვანია”
ფერდინანდმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან ლიდსი დატოვა და იუნაიტედში გადავიდა კლუბი მისთვის ნაკრებზე მნიშვნელოვანი გახდა. მცველმა ინგლისის ნაკრებში 81 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი თქმით ეს მატჩები ვერ შეედრებოდა ეშმაკების მატჩებს:”სანამ იუნაიტედთან მოვაწერდი კონტრაქტს ხელს გავესაუბრე ნიკი ბატს, რომელთან ერთადაც იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვდიოდი. მან მითხრა:” თუ გინდა მიაღწიო უფრო მეტს ვდრე ინგლისის ნაკრებში გამოსვლა, მაშინ იუნაიტედში უნდა გადახვიდე.” მან სრული ჭეშმარიტება მითხრა. არაფერი არ შეედრება ჩვენი გულშემატკივრის ემოციებს, როცა ჩვენ წინასასეზონო ტურნეზე ვართ. ეს მართლაც უფრო მეტია, ვიდრე ინგლისის ნაკრებში ასპარეზობა. ”

ასევე რიომ გამოთქვა თავისი აზრი რობინ ვან პერსისთან დაკავშირებით, რომლის მოსვლამაც ძალიან იმოქმედა გუნდზე:”ყველა ვხედავთ, თუ როგორ თამაშობს რობინი ჩვენთან. საბედნიეროდ ჩვენ მის ბრწყინვალე თამაშს ვარჯიშებზეც ვხედავთ. ზოგჯერ შეხედავთ მას და გაიფიქრებთ:”ნეტა როგორ გააკეთა ეს?” უბრალოდ გინდა, რომ თვალი ადევნო მას და ტაში დაუკრა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. მაგრამ მას შემდეგ რაც მე ის პირადად გავიცანი უფრო მეტად დავწრმუნდი მის ბრწყინვალებაში. როცა მას შანსი აქვს გოლის გატანის, მაშინ მას მცველები ვერანაირად ვერ შეაჩერებენ. არსენალში ის ცოტა განსხვავებულად თამაშობდა. ის ასრულებდა შეტევებს. ჩვენთან ის უფრო მეტს თამაშობს, ვიდრე ცენტრალურ ფორვარდს. ის მოედანზე იმ პოზიციას იკავებს რომელიც საჭიროა. ის არის შესანიშნავი პროფესიონალი, რომელიც მიიწევს სრულყოფილებისაკენ!”

წყარო:Redevils.Ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Beckham 7
2 თებერვალი 2013 20:39
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Zizou,
მართალი ხარ ეგრეც არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№12
ავტორი: buka oboladze
2 თებერვალი 2013 23:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რიო მაგარიკაცია love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top