თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2017, 10:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 12
გუნდს ორი ტრავმირებული დაუბრუნდა
ლონდონში ჩასული შემადგენლობა.
გუნდს ორი ტრავმირებული დაუბრუნდა
მარუან ფელაინის თვეზე მეტია, რაც არ უთამაშია და შესაძლოა, იგი "ჩელსისთან" მატჩში ვიხილოთ. ლონდონში გუნდს ასევე გაჰყვა მარკოს როხო.

ფელაინი და როხო სტოკპორტის სადგურში შენიშნეს, საიდანაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის მიმართულებით გაემგზავრა.

ბელგიელი ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა მას შემდეგ, რაც პოლ პოგბა "წითლებს" ვერ ეხმარება. სწორედ ფრანგის ტრავმის შემდეგ გააკეთა მოურინიომ არჩევანი ერერასა და ფელაინის შორის ბელგიელის სასარგებლოდ.

მაგრამ მარუანმა სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მიიღო და მხოლოდ 4-კვირიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, ამ პერიოდში კი ნახევარდაცვას ბასკი ფეხბურთელი ამაგრებდა.

გუნდს ორი ტრავმირებული დაუბრუნდა


რაც შეეხება არგენტინელ მცველს, როხო ჯერ კიდევ გასული სეზონიდან უქმობს უმძიმესი ტრავმის გამო, რომლის მკურნალობასაც რამდენიმე თვე დასჭირდა და ამჟამად მწყობრშია, თუმცა შეუძლია თუ არა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

გუნდს ორი ტრავმირებული დაუბრუნდა


"იუნაიტედის" განაცხადი "ჩელსისთან" მატჩში: დე ხეა, რომერო, პერეირა, ვალენსია, ჯონსი, ბაიი, ლინდელოფი, როხო, სმოლინგი, ბლინდი, იანგი, დარმიანი, ფელაინი, ლინგარდი, ერერა, მაკტომინეი, მატიჩი, მხითარიანი, მატა, მარსიალი, ლუკაკუ, რეშფორდი.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: men1me
5 ნოემბერი 2017 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ესენი ხო მარა პოგბა სად დედის ცენზურასია,წინა თვეში კალათბურთს თამაშობდა და ეხლა რა დედისხვნა ჭირს რით ვერ გამოკეთდა
0
№12
ავტორი: giorgi_mg
5 ნოემბერი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი ამბებია კიდევ ორი გიგანტი გვჭირდება და იმედია მალე დაბრუნდებიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top