რენე მალესტინი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადი გუნდის მწვრთნელია. ის დაიბადა ჰოლანდიაში 1964 წლის 25 მარტს. ის დაუფლებულია ”უეფასაგან” მწვრთნელის ლიცენზიას, რომელიც ”A" ჯგუფს განეკუთვნება. ასევე მას აქვს ჰოლანდიური მწვრთნელის ლიცენზია. მწვრთნელის კარიერა მან ჰოლანდიის დაბალ დივიზიონებში დაიწყო და 29 წლისას თავი დაანება. ის გახდა ”ნეკ ნეიმეგენის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი. რენე მალესტინი ვილ კოერვერის მწვრთნელურ მეთობზე იყო აყოლილი. მასთან ერთად იგი გაემგზავრა ყატარში, სადაც სამწვრთნელო კურსები უნდა გაევლო. ასევე მას უნდა გაეზიარებინა გამოცდილება ამ ქვეყნის ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის. რენეს მოუწია იმ ნაკრებების გაწვრთნა სადაც, 16-17 წლის ფეხბურთელები გამოდიოდნენ. 1999 წელს ის ხდება ყატარული კლუბის ”Al-Etehad” - ის მწვრთნელი.
”Al-Etehad” - ს ძველად მოიხსენიებდნენ, როგორც ”Al-Gharrafa” - ს. 1999 წელს ”მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ამავე წელს მალესტინმა ყატარულ კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონატი. 2000 წელს მან დატოვა ”Al-Etehad” და ”Al–Sadd" - ი ჩაიბარა, რენემ ამ გუნდს ”ემერის” თასი მოაგებინა. გარკვეული კონფლიქტების გამო მას მოუწია ”Al–Sadd" - ის დატოვებაც.
სანამ რენე ”Al–Sadd" - ს ჩაიბარებდა, ფერგი მისით დაინტერესებული იყო. 2001 წელს ფერგისა და ლუის კერშოუს, საფეხბურთო აკადემიის დირექტორს მოუწიათ მალესტინის დაჯერება იმაში, რომ ის ”მანჩესტერში” გადასულიყო, ფეხბურთელების ტექნიკის განვითარების მწვრთნელად. მის განკარგულებაშივე იყო ბავშვები 9 წლიდან 21 წლამდე დამთავრებული.
2005 წელს ფერგიმ რენეს სარეზერვო გუნდი ჩააბარა დიდი იმედებით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც რიკი სბრაჯია ”ბოლტონში” გადავიდა სემ ელერდაისის ასისტენტათ.
2006 წელს რენემ სამწვრთნელო ლიცენზიის გამოცდა ჩააბარა უეფაში. მან «Pro» - ს წოდება მიიღო. მან ასევე მოაწერა ხელი სამწლიან სამწვრთნელო კონტრაქტს დანიურ ”ბრონდბიუსთან”. მაგრამ მისმა სამუშაომ დიდხანს არ გასტანა ”ბრონდბიუში”. ”ბრონდბიუმ” დანიურ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა 2006-7 წლებში, ისინი ”კოპენჰაგენს” 19 ქულით ჩამორჩებოდნენ. 2007 წლის 5 იანვარს ”ბრონდბიუს” ხელმძღვანელობამ მალესტინთან კონტრაქტი გაწყვიტა და 18 იანვარს ის ”მანჩესტერში” დაბრუნდა. მან წინანდელი სამუშაო გააგრძელა. შემდეგ მას უკვე მოუწია ძირითადი შემადგენლობის ჩაბარება. ეს ადგილი ვაკანტური გახდა იმის შემდეგ რაც ალექს კეირუშმა დატოვა კლუბი.
წყარო:
Mchester