როი კინმა ჟოზე მოურინიოს ურჩია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა გაკრიტიკებას შეეშვას და თავისი საქმე აკეთოს.
მოურინიოს შენიშვნა ჰქონდა "იუნაიტედის" მხარდამჭერების მიმართ, რომელთა არ მოიწონეს მისი გადაწყვეტილება "ტოტენჰემთან" მატჩის დროს მარკუს რეშფორდის ნაცვლად ენტონი მარსიალის გამოყვანის თაობაზე. მათ სურდათ, რომ მწვრთნელს ლუკაკუ შეეცვალა.
საპასუხოდ კი მოურინიო "ბენფიკასთან" მატჩის წინ გულშემატკივრებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამ მატჩით უფრო ისიამოვნებდნენ, ვიდრე "ტოტენჰემთან" შეხვედრით, რის შემდეგაც ლუკაკუს ხელშეუხებელი უწოდა.
ჟოზე რეგულარულად ახსენებს თავისი პრესკონფერენციებში "ოლდ ტრაფორდზე" არსებულ ატმოსფეროს, რაც არ მოსწონს კლუბის ლეგენდას, როი კინს და პორტუგალიელს რჩევას აძლევს.
"ჩემი ერთდაერთი შენიშვნა მოურინიოზე ის არის, რომ ე.წ. კრიტიკით გატაცებული ჩანს. მას რვა, ცხრა თუ ათ მილიონს უხდიან წელიწადში, ამიტომაც მის სამუშაოს უნდა მიხედოს. ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. უმჯობესი იქნებოდა, ამაზე მეტის ატანა შეეძლოს, მაგრამ ადვილად ბრაზდება.
მოკეტე და სამუშაოს მიხედე. ამის გამო კარგად გიხდიან", - განაცხადა კინმა.