გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჟოზე მოურინიოს პარასკევს ესპანეთში ყოფნა მოუწევს, რაც "ჩელსისთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოსამზადებელ პროცესს ჩაშლის.
"იუნაიტედმა" მოურინიოს ყოველკვირეული პრესკონფერენცია ჩვეულებრივიდან 24 საათით უკან გადმოიტანეს და ხუთშაბათობით იმართება, გაზეთები კი ამტკიცებენ, რომ პორტუგალიელი ამ დროს ესპანეთში იქნება.
მოურინიოს მარჯვენა ხელი, რუი ფარია და მისი სამწვრთნელო შტაბი გამართავს ვარჯიშს, როცა ჟოზეს ქვეყნის დატოვება მოუწევს, მაგრამ სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა.
მოურინიომ მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში თავისი უდიდესი მარცხი სწორედ "ჩელსის" წინააღმდეგ განიცადა, როცა "სტემფორდ ბრიჯს" "იუნაიტედით" ეწვია და კვირას მორიგი რთული მატჩი ელის.
მოურინიოს ბრალი ედება ესპანეთის მთავრობისთვის 2.9 მილიონი ფუნტის გადაუხდელობაში, რაც სამწლიან ვადას მოიაზრებს მადრიდის "რეალში" მუშაობის 2010 წლიდან 2013 წლამდე პერიოდს.
მოსმენა მადრიდში დილის 10 საათზე გაიმართება, "იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩამდე 2 დღით ადრე. მოურინიო ბრალდებას უარყოფს.
2014 წელს მას ასევე დასდეს ბრალი გადასახადების გადაუხდელობაში, რის შემდეგაც 1 მილიონი ფუნტის გადახდა მოუხდა, მაგრამ პროკურატურამ ივნისში კვლავ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციაში გარკვეული ნაწილი არასწორი იყო.
მოურინიომ ამ ბრალდებას უპასუხა განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისი გადასახადები სრულად გადახდილია.