თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2017, 17:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 11
ნევილი: "სხვა მწვრთნელებს მოურინიოსი ეშინიათ"
ნევილი მოურინიოს თვისებებზე საუბრობს.
ნევილი:
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობს, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში წითელი ეშმაკების დამრიგებელზე ჟოზე მოურინიოზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვა გუნდების მწვრთნელებს მისი ეშინიათ.

"ხალხი ჟოზეს აკრიტიკებს მხოლოდ იმის გამო რომ მას ფეხბურთის თავისებური სტილი აქვს, ბუნებრივია ეს ყველას ვერ მოეწონება, მისთვის მთავარია შედეგი და არა სხვა რამ, მან ძალიან კარგად იცის თუ როგორ ისწავლოს შეცდომებზე და გახდეს უკეთესი.

მოდით გავიხსენოთ "იუნაიტედის" ბოლო მარცხი ოლდ ტრაფორდზე, ეს იყო 2016 წელს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ჟოზემ ეს შეხვედრა გვარდიოლასთან დათმო, იმ თამაშში "სიტის" ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი რისი გაკეთებაც უნდოდათ და შესაბამისად გამარჯვებას მიაღწიეს, ხოლო შეხვედრის შემდეგ მოურინიომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამის შემდეგ ვერავინ მოვა აქ გამარჯვებისთვის და ვერავინ იგრძნობს თავს ჩვენზე უკეთესად.

მას შემდეგ პორტუგალიელი ხშირად იყენებს თავდაცვით სტილს, ხოლო ყველა მწვრთნელი რომელიც მას დაუპირისპირდება შეხვედრაში მატჩის დასასრულს ამბობს, რომ მან სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თამაშის ესეთი მიმდინარეობა.

შეხედეთ კლოპს და პოჩეტინოს, მათ თავისი ჩვეული სტილით ითამაშეს მის წინააღმდეგ, რადგან იცოდნენ რომ მოურინიო მათ სისუსტეებს აუცილებლად გამოიყენებდა, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ტოპ კლუბის მწვრთნელებს ჟოზესი უბრალოდ ეშინიათ".
-განაცხადა ნევილმა Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gigi_ryan
1 ნოემბერი 2017 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მე პირადად მაგრად ვკაიფობ დაცვით სტილზე, გაცილებით უფრო ძნელი შესასრულებელია ტაქტიკურად და ფიზიკურად ვიდრე შეტევითი. აი მაგრად ვისიამოვნე ინტერი რო ჩემპიიონი გახადა, ეტოო სად ჩამოდიოდა და რა დაცვით დავალებებს ასრულებდა. დღეს ფეხბურთი აღარაა მარტო შეტევა და ლამაზი დრიბლინგები, შეიცვალა და ფეხი უნდა აუწყოს ნებისმიერმა გუნდმა

ზუსტად ნორმალური დაცვის არქონის გამო ისჯება ძაან ხშირად ბარსელონა და მომავალშიც გადაუვლიან, მესი სადამდე იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top