"ბაზელის" წინააღმდეგ მიღებული ტრავმა, როგორც ჩანს "იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელისთვის პოლ პოგბასთვის არცთუისე ადვილი გადასატანი აღმოჩნდა, რადგან უკვე მერამდენე მატჩია გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ამის შესახებ კომენტარი წითლების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გაკეთა, მისი თქმით ჯერკიდევ უცნობია როდის დაუბრუნდება პოლი მოედანს.
"არ ვიცი როდის დაუბრუნდება პოგბა მოედანს, ის გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ფიზმომზადებას ინდივიდუალურად გადის, მისი ჯანმრთელობის აღდგენითი პროცესები ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის, ხოლო ასეთ სიტუაციაში ძნელია რაიმე კომენტარის გაკეთება მის შესახებ".- იუწყება Goal.com
მიმდინარე სეზონში პოგბას ანგარიშზე 2 გოლი და ამავე ოდენობის საგლე პასია.