"იუნაიტედის" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო უკმაყოფილებას გამოთქვამს, გულშემატკივრების მხრიდან წითელი ეშმაკების ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
"ძალიან მინდა, გულშემატკივრებმა ამის შესახებ განმარტება გააკეთონ და ჩემთვის უფრო გასაგები გახდეს, რატომ არ უჭერენ ბოლომდე მხარს ლუკაკუს, რადგან ის ყველა თამაშში ცდილობს მაქსიმუმი აჩვენოს, ბოლომდე იხარჯება გუნდისთვის, ხოლო მისი მისამართით აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა მოდის.
ვფიქრობ უსამართლოა რომელუს შეფასება იმით, გაიტანს თუ არა ყოველ შეხვედრაში გოლს, მე ამ ფაქტის გამო რომელიც გულშემატკივრების მხრიდან ფიქსირდება იმედგაცრუებული ვარ, თუმცა სრულებით კმაყოფილი ვარ ლუკაკუს თამაშით "ტოტენჰემის" წინააღმდეგ".- ციტირებს ჟოზეს სიტყვებს The Guardian.
ცნობისთვის ბელგიელი "იუნაიტედის" შემადგენლობაში სადებიუტო სეზონს ატარებს, ხოლო 15 ჩატარებულ შეხვედრაში ყველა ტურნირზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა უგროვდება.