თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2017, 14:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2810,
კომენტარები: 14
მარსიალი: "მეტი სათამაშო დრო მსურს"
გუშინდელი მატჩის გმირმა კომენტარი გაკეთა.
მარსიალი:
გუშინ ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" მინიმალური ანგარიშით 1-0 სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, შეცვლაზე შემოსულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ენტონი მარსიალმა გაიტანა.

"მწვრთნელმა მთხოვა რომ თავისუფალი სივრცეები მომეძებნა, ლუკაკუმ თავით შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა, რომელიც გამოვიყენე და გატანა შევძელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, წინა ტურში "ჰადერსფილდთან" განცდილი მარცხის შემდეგ საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორება.

მსურს მეტი დრო გავატარო მოედანზე, ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინო, არ მინდა სათადარიგო სკამზე ჯდომა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარკუსი შესანიშნავ ფორმაში არის, ჟოზე ორივეს გვაძლევს შანსს თავი გამოვიჩინოთ და გუნდისთვის პროდუქტიულები ვიყოთ".
- ციტირებს BBC Sport- მარსიალის სიტყვებს.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე სეზონში, ენტონის ანგარიშზე ყველა ტურნირზე, 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა არის.

წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: WeAreUnited
30 ოქტომბერი 2017 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
პოგბა გვჭირდება სასწრაფოდ რომ ცენტრი დაალაგოს თორე ჩელსთან ძალიან გაგვიჭირდება :(
0
№12
ავტორი: JuanMata
30 ოქტომბერი 2017 12:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერთად სულ ორჯერ ვნახე ეს ხალხი თასზე და ძაან კარგად ითამაშეს, ნუ ადვილი მატჩები იყო, მაგრამ მგონი ღირს გარისკვა და დაყენება, თუნდაც ერთ-ერთი 10-იანზე ან მეორე ფორვარდად, მაინც ხშირად იცვლიან პოზიციას, არამგონია რამე პრობლემა შეგვექმნას, მხითო ისე თამაშობს, გინდ ყოფილა გინდ არა.

ერთი ეგაა სკამზე თამაშის შემცვლელი აღარ რჩება, თორემ ამ ფორმით, მხითარიანი იმსახურებს სკამს ბევრად უფრო, ვიდრე მარსიალი.

მე მგონია, რომ ზუსტად მაგიტო არ უშვებს ორივეს ერთად, გუნდის ჯოკრები არიან, არ უნდა ორივე ერთად გამოიყენოს, თავს იზღვევს.
0
№13
30 ოქტომბერი 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
პაკა მხითოო
0
№14
ავტორი: kobinio
31 ოქტომბერი 2017 00:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მემგონი დროა უნიათო არაფრისმომცემი მხითარიანის ლასლასი შეწყდეს და დადგეს მარსიალი.რეშფკრდი ძირითადში!!! რამდენჯერღა უნდა შაიჯვას მხითარიანმა ვერ გავიგე.ამოვიდა მაგოს არაფრიამომცემი თამაში ყში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top