თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2017, 18:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 13
გიგზი: "ლინდელოფს მხარდაჭერა ჭირდება"
გიგზი ლინდელოფზე საუბრობს.
გიგზი:
წითელი ეშმაკების ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზი, ლინდელოფის არადამაჯერებელ თამაშს შეეხო ბოლო ტურში "ჰადერსფილდის' წინააღმდეგ და თვლის, რომ მისი დროზე ადრე ჩამოწერა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"ვიქტორის არადამაკმაყოფილებელმა გამოსვლამ "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ დიდი კრიტიკა გამოიწვია მისი მიმართულებით, თუმცა მას ახლა მხარდაჭერა ჭირდება, ვთვლი რომ მისი დროზე ადრე ჩამოწერა ნაადრევია.

პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, სადაც ყველა ახალ ფეხბურთელმა ვინც ამ ტურნირზე მონაწილეობას იღებს, შესაბამისი ადაპტაცია უნდა გაიაროს, ეს კი ინდივიდუალურია, ზოგი მოთამაშე ამას ადვილად ახერხებს, ზოგს ცოტა მეტი დრო ჭირდება ამისთვის, ასე რომ საგანგაშო ლინდელოფთან დაკავშირებით არაფერია, შემიძლია გავიხსენო ის მცველები, რომლებსაც ანალოგიურად გაუჭირდათ სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგაზე შეგუება, ესენი იყვნენ: პატრის ევრა, იაპ სტამი, და ნემანია ვიდიჩი, ხოლო მოხდა ისე რომ ისინი დიდებულ მცველებად და მოთამაშეებად იქცნენ.

ფეხბურთი გუნდურია, როცა გუნდი იგებს, იგებს ერთად, როცა აგებს ანალოგიურად ერთად აგებს, არ შეიძლება ერთ მოთამაშეს დაბრალდეს ყველაფერი და თან იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულად ვერ ახერხებს თამაშს".
-ციტირებს Sky Sports გიგზის სიტყვებს.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
25 ოქტომბერი 2017 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kargad ovarjishes.gilocavt.
0
№12
ავტორი: Manuille
25 ოქტომბერი 2017 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
Orive axalgazrda dzalian momecona Mctominay magari naxevarmcveli gaizrdrba tan shedarebit swrafi da teqnika da pasic daxvewili.. mokleta gilocamt:D
0
№13
ავტორი: giorgi_mg
25 ოქტომბერი 2017 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე მაგრად ვიკაიფე ჩვენს რეზერვისტებზე რომლებიც გუშინ სასტავში იყვნენ, შევადარე რა ლინდელოფს და აღმოვაჩინე რომ საკმაოდ ძვირადღირებული ბიჭები გვყავს თურმე რეზერვებში :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top