თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2017, 16:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2129,
კომენტარები: 11
ნევილი: "იუნაიტედისთვის" "ტოტენჰემთან" გამარჯვება მნიშვნელოვანია"
გარი "ტოტენჰემისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაზე საუბრობს.
ნევილი:
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე საუბრობს, სადაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

აღნიშნავს რომ ეს შეხვედრა, "ჰადერსფილდთან" წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, სხვა ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია "იუნაიტედისთვის".

"ეს ძალიან სამწუხარო მარცხი იყო "იუნაიტედისთვის", ყველაფერი წინ არის, ერთადერთი რისი თქმაც ამჟამად "იუნატედის" მდგომარეობაზე შემიძლია არის ის, რომ "ტოტენჰემთან" დაპირისპირება მათთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა, "იუნაიტედს" აქვს შანსი გამოვიდეს ამ მცირე უსიამოვნო მდგომარეობიდან, მათ მოუწევთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, სტაბილურად ასპარეზობენ და კარგად გამოიყურებიან, ამას მათი ბოლოდროინდელი თამაშები მოწმობს.

შემიძლია გავიხსენო ფაქტი და აღვნიშნო, რომ ბოლო 2/3 წელია პოჩეტინოს შეგირდები ცუდად გამოიყურებიან ოლდ ტრაფორდზე გამართულ შეხვედრებში "იუნაიტედთან", ხოლო ამ მხრივაც საინტერესოა, თუ როგორ დაუპირისპირდებიან ამ სეზონში წითელ ეშმაკებს, თუ "ტოტენჰემმა" ანალოგიური ფეხბურთი აჩვენა როგორც "ლივერპულთან' შეხვედრაში იყო, მინდა გითხრათ რომ ამ შემთხვევაში "იუნაიტედს" მოუწევს სრული ძალების მობილიზება რათა გამარჯვებას მიაღწიოს".


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
24 ოქტომბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ტოტეს რო მოუგებთ ეჭვი არ მეპარება მთავარია სიტიმ ნიჩIა გააგოროს და დაგვხატავს მაგრათ 10 ტურში ჩვენ 23 ქულა და სიტის 26 მშვენიერი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top