თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2017, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3468,
კომენტარები: 16
მოურინიომ ლინდელეფი დაიცვა და ერერა გააკრიტიკა
ჟოზე შვედს არ აკრიტიკებს.
მოურინიომ ლინდელეფი დაიცვა და ერერა გააკრიტიკა
"ჰადერსფილდთან" მატჩში 2:1 დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უსამართლო იქნებოდა ვიქტორ ლინდელეფისგან განტევების ვაცის შექმნა და მის ნაცვლად ანდერ ერერა გააკრიტიკა.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა ფავორიტმა "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ახალწვეულთან განიცადა მარცხი, რისი მიზეზიც, მატჩის სიუჟეტიდან გამომდინარე, გახდა ტრავმა ფილ ჯონსისა, რომელიც ვიქტორ ლინდელეფმა შეცვალა. სწორედ ჯონსის ტრავმისა და მოედნიდან გასვლის შემდეგ გაიტანეს მასპინძლებმა 2 გოლი, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორის უშუალო შეცდომის, მეორე კი ცუდი თამაშის შედეგად გავიდა.

თუმცა, მოურინიო წაგებას აბრალებს მთელ გუნდს და არა რომელიმე ფეხბურთელს:

"ვიცი, რომ ეს მოგწონთ - წაგების შემდეგ შეცდომების ინდივიდუალიზება, თუკი შეიძლება ასე ვუწოდოთ. ვფიქრობ, ეს ძალიან უსამართლოა, რადგან შეცდომებს - ლინდელეფისა და მატას შემთხვევაში - კონტექსტი გააჩნია.

თუ შესანიშნავ მატჩს ვატარებთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომის გამო ვმარცხებით, მაშინ კი, შეიძლება თითის გაშვერა. მაგრამ თუკი ვმარცხდებით და თანაც დამსახურებულად ვმარცხდებით ინდივიდუალური შეცდომების გამო, მაშინ ეს აღარ არის ის შემთხვევა.

პირველ ტაიმში უბრალოდ ველოდი ამ შეცდომას. მატა და ვიქტორი თუ არა, სხვა ვინმე შეცდებოდა, რადგან გუნდის განწყობა ძალიან ცუდი იყო",
- განაცხადა მოურინიომ.

სამაგიეროდ, ჟოზემ გააკრიტიკა ანდერ ერერა - თუმცა არა თამაშია, არამედ მატჩის შემდგომი კომენტარის გამო.

"გავიგე, ანდერს ფლეშ-ინტერვიუში უთქვამს, რომ გუნდის განწყობა და სურვილი ძალზედ ცუდი იყო. ო, ღმერთო! როცა ფეხბურთელი ასე აზროვნებს, მაშინ ყველა ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს პრესის წინაშე და ახსნა-განმარტება გააკეთოს, რადგან მე ამას ვერ ვიზამ.

რა თქმა უნდა, ეს მაღელვებს. თუ ეს დღეს მოხდა, რატომ არ შეიძლება ხვალაც მოხდეს?"
- დაასრულა ჟოზემ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2017 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Goga7
ადმინისტრაცია გამეცით პასუხი თუ შეილება,მერამდენედ ვსვამ კითხვას და არავინ მპასუხობს,ონლაინ-ჩატის გაკეთება საიტზე არის მოსახერხებელი?თუ კი მაშინ გააკეთეთ თუ შეილება,უფრო კომუნიკაბელურები ვიქნებით ერთმანეთში და დროულათ გავუზიარებთ ერთმანეთს აზრს,ლივერპულის საიტს აქვს თუ გაინტერესებთ ნახეთ

პ.ს
პასუხი გამაგებინეთ ყველა სიახლეზე რო არ ვიძრომიალო და ვწერო ერთიდაიგივე

არ არის
0
№12
ავტორი: Goga7
22 ოქტომბერი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: GeorgeBest
ციტატა: Goga7
ადმინისტრაცია გამეცით პასუხი თუ შეილება,მერამდენედ ვსვამ კითხვას და არავინ მპასუხობს,ონლაინ-ჩატის გაკეთება საიტზე არის მოსახერხებელი?თუ კი მაშინ გააკეთეთ თუ შეილება,უფრო კომუნიკაბელურები ვიქნებით ერთმანეთში და დროულათ გავუზიარებთ ერთმანეთს აზრს,ლივერპულის საიტს აქვს თუ გაინტერესებთ ნახეთ

პ.ს
პასუხი გამაგებინეთ ყველა სიახლეზე რო არ ვიძრომიალო და ვწერო ერთიდაიგივე

არ არის

და რაა მიზეზი?სერვერი აქვს საიტს,თუ "IT შნიკია" საჭირო შემიძლია დაგეხმაროთ
0
№13
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Au joze imena gacofebuliaa
0
№14
ავტორი: JuanMata
22 ოქტომბერი 2017 16:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცუდი განწყობა ექნებოდათ, ბოლო ორ მატჩში 0-0 სათამაშოდ გამოვიდნენ.
შეცდომების ინდივიდუალიზება არ შეიძლება, მთელი გუნდი საშინლად გამოიყურებოდა, მატას შეცდომაში ლომის წვლილი იანგმა დაიდო, საშინელი გადაცემით. ლინდელოფს სათამაშო დრო თითქმის არ აქვს და თან ახალი ფეხბურთელია.

ბოლოს და ბოლოს იმის იმედად ვერ იქნები, რომ ყველა თამაშში დაცვა უშეცდომო იქნება, შეცდომებს და გოლებს ყველა გუნდი უშვებს, მაგრამ როცა პლ-ს და ჩლ-ს ფავორიტი გუნდი ხარ, ჰადერსფილდთან თამაშის შემოტრიალება უნდა შეგეძლოს.

მერვედფინალში ცოტა სერიოზული გუნდი რომ შეგვხვდეს, მერე რა უნდა ვქნათ?

P.S. როცა გუნდში ცუდი განწყობაა და არ არიან საკმარისად მოტივირებულები (რაც თვითონ ჟოზემაც თქვა) მთავარი მიზეზი მწვრთნელში უნდა ვეძებოთ.
0
№15
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2017 18:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Goga7
ციტატა: GeorgeBest
ციტატა: Goga7
ადმინისტრაცია გამეცით პასუხი თუ შეილება,მერამდენედ ვსვამ კითხვას და არავინ მპასუხობს,ონლაინ-ჩატის გაკეთება საიტზე არის მოსახერხებელი?თუ კი მაშინ გააკეთეთ თუ შეილება,უფრო კომუნიკაბელურები ვიქნებით ერთმანეთში და დროულათ გავუზიარებთ ერთმანეთს აზრს,ლივერპულის საიტს აქვს თუ გაინტერესებთ ნახეთ

პ.ს
პასუხი გამაგებინეთ ყველა სიახლეზე რო არ ვიძრომიალო და ვწერო ერთიდაიგივე

არ არის

და რაა მიზეზი?სერვერი აქვს საიტს,თუ "IT შნიკია" საჭირო შემიძლია დაგეხმაროთ

მადლობა, უბრალოდ არ გვინდა. გვქონდა ადრე და არ გაამართლა
0
№16
ავტორი: giorgi_mg
22 ოქტომბერი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აშკარად სერიოზული საუბარი ექნება მოუს ფეხბურთელებთნ აქედანვე ეტყობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top