თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2017, 20:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3383,
კომენტარები: 19
მოურინიო მატჩის შემდგომ
მოურინიომ მატჩის შემდეგ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მოურინიო მატჩის შემდგომ
დღეს გაიმართა პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები, რომელიც პირველი მარცხის მომტანი აღმოჩნდა ამ სეზონში "იუნაიტედისთვის", მათ გასვლითი შეხვედრა სეზონის დებიუტანტთან "ჰადერსფილდთან" დათმეს ანგარიშით 2-1, მატჩის შემდეგ წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"როდესაც თამაშს საუკეთესო გუნდი იგებს, არ მაქვს არანაირი პასუხგაუცემელი შეკითხვები, ამ შემთხვევაში, დღეს გამარჯვება მოიპოვეს იმ ფეხბურთელებმა რომელთაც ეს ძალიან სურდათ, ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ უნდოდათ მათ ფეხბურთელებს ეს გამარჯვება ჩემ ფეხბურთელებზე მეტად, ასე რომ გაუგებარია თუ რატომ არ სურდა ჩემ გუნდს დღეს გამარჯვება.

არ ვაპირებ პუბლიკის წინაშე ჩემი ფეხბურთელების გაკრიტიკებას, პირველ რიგში გავაანალიზებ თამაშს, ხოლო ამის შემდეგ გავკეთებ დასკვნებს და გავესაუბრები ფეხბურთელებს იმის შესახებ თუ რა მოხდა.

ვაღიარებ გაოცებული ვარ ჩვენი თამაშის ხარისხით, ის რაც მოხდა ძალიან მოულოდნელი იყო, მოწინააღმდეგე გუნდმა აგრესიულად ითამაშა, ემოციურად დამუხტულები იყვნენ დადებითად, მათ ითამაშეს ისე თითქოს ეს მათთვის ბოლო მატჩი იყო, რომელშიც აუცილებლად უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება.

შეიძლება ითქვას რომ მეორე ნახევარში უფრო უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ მატჩის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩვენ ვუხლოვდებოდით შესაძლო ერთ ქულას, საბოლოოდ ქულები დავკარგეთ, ვფიქრობ რომ ეს მარცხი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის ვიდრე ის, რომ 1 ქულა მოგვეპოვებინა, ჩვენ დავიმსახურეთ ეს სასჯელი".
- ციტირებს BBC Sport მოურინიოს სიტყვებს.


წყარო: euro-football.ru
პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2017 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არ იმსახურებდნენ გამარჯვებას, ვნახოთ როგორ გამოსწორდება სიტუაცია
0
№12
ავტორი: sandroo
21 ოქტომბერი 2017 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ნუ ორივე გოლი შეცდომებით გავიდა. ჩვენ კიდე რატო ვთამაშობდით ესე ზანტად არ ვიცი. აშკარად პოგბა აკლია გუნდს, პოგბასთან ერთად საერთოდ სხვა გუნდია მანჩესტერი. ეს ერერა კიდე დაცვითი სტილის უფროა ვიდრე შემტევი სტილის. ფელაინი მაინც გვყოლოდა თავს წაარტყავდა ერთ ბურთს.
0
№13
ავტორი: men1me
21 ოქტომბერი 2017 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
რასაც ვუყურებ მარსიალი ნოლია,აქვს რაღაც გამონათებები მაგრამ მარიკი აკლია,იმენნა დეპაი2 გაიჩითა.ერერა კიდე უეჭველი გასაშვებია,მარტო ჟილკა არ კმარა როცა მანჩესტერში თამაშობ.ლინდელოფმა კიდე თავი მოიკლას გვამი გადამალოს.კიდე მოუს აგინებენ,რითი ითამაშოს შემტევი ფეხბურთი?ზომბი მარსიალით თუ უნიჭო ერერათი ორ ზუსტ პასს ვერ აკეთებს ტიპი.ამ გუნდიდან უნდა დარჩნენ:ლუკაკუ,რეში,სომეხა,მატიჩი,პოგბა,ბაილი,ვალენსია და დე ხეა,დანარჩენი ნაგავია და დაასუფთავებს მოუ ეტაპობრივად.p.s.მერე კიდე იტყვიან ოზილი რად გვინდაო
0
№14
ავტორი: Chaxrux
22 ოქტომბერი 2017 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Martla GANSAKUTREBULI y l e xar ar mevaseba es mwvrtneli marto pexburtelebis moyvana sheulia
0
№15
ავტორი: mufc1878
22 ოქტომბერი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: gache1991
არასდროს ამას არაფერი არცერთ ფეხბურთელზე არ დაუბრალებია..ფელაინის რო შენატრის აქ ხალხი ერთადერთი კაცი იყო რომელმაც ევრტონთან თამაშის მერე მხარი დაუჭირა და დაიცვა..მე მჯერა ამ კაცის და მჯერა რო სწორ დასკვნებს გამოიტანს და გამოატანინებს თითოეულ ფეხბურთელს..ტოტენჰემთან და ჩელსისთან თამაშები გვიახლოვდება და ეს წაგება სხვა გზას არ გვიტოვებს უნდა წავიდეთ მოსაგებად..და არა ფრეზე სატამაშოდ..არაუშავს იშვიათად მარა ასეთი რამეებიც ხდება,ძალიან ცუდია რო წავაგეთ მარა კარგად მახსოვს როგორ წააგო შარშანდელმა ჩელსიმ არსენალთან 3:0 და იმ თამასის მერე მიყვა და მიყვა..სხვაობა 5 ქულაა წინ 29 ტური ასე რომ ყველაფერი წინ არი:)) მიდი მოუ თუ გინდა ბუცები ესროლე:D მთავარია ტოტენჰემი ისე უშანსოდ გაუშვათ როგორც შარშან..



ასიანი იბაზრე
0
№16
ავტორი: JuanMata
22 ოქტომბერი 2017 02:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერთ თამაშზე არაა აქ საქმე, ერთი კი არა 4-5 წაგება კიდევ შეიძლება, ისე რომ მაინც პირველზე გავიდეთ.
ჩვენს თამაშს ეტყობოდა, რომ ყველაფერი მიდიოდა აქეთ, მოურინიოს თამაშის სტილი ნანახი გვაქვს შარშან და 15 ფრე და მე-6 ადგილი მოგვიტანა, შეიცვალა რამე თამაშში? ერთადერთი რაც შეიცვალა, 75 წუთის მერე მოწინააღმდეგეს, რომელიც დიდი ძალებით მიდის, ვუტანთ 2-3 გოლს.

გაგვიტანეს პირველი გოლი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ შეგვიძლია ავტობუსების გახსნა, 5 წელია უკვე ჩვენი პოზიციური შეტევის ერთადერთი გაგრძელება არის საჯარიმოში მაღალი ბურთის ჩაგდება, (ამასაც საშინლად აკეთებენ, ან კარგად ვერ წევენ და მცველებს აძლევენ პირდაპირ, ან იანგი აწვდის მოედნის ფარგლებს გარეთ).

არ არის მანჩესტერის პირველი ჩაგდებული თამაში, არც ამ სეზონში და მითუმეტეს არც მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში. პოზიციურ შეტევაში უუნარობა არის უკვე ჩვენი მუდმივი სენი, რიმელიც გვაკარგვიანებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ქულას.

მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს ჟოზეს, მის ავტობუსსაც ვამართლებდი და მიმაჩნდა, რომ გუნდს ასწავლიდა სწრაფ შეტევას, რასაც ძველ გუნდებში აკეთებდა.

მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ, ვხედავთ იგივეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერც კონტრშეტევები გამოვიყენეთ.

და ფეხბურთელებს თამაში არ უნდოდათ, არ არის გამართლება, მაგას ჯობდა წვიმისთვის დაებრალებინა.
0
№17
ავტორი: kantona-7
22 ოქტომბერი 2017 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დიდი არაფერია ესწაგება და ყურებს ნუჩამოყრით წინ ბევრი გამარჯვება გველის

არდაგავიწყდეთ რამდეჯიმე სასტავის კაცი გვაკლია და გუნდი დასუსტებულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№18
ავტორი: ana maniu
22 ოქტომბერი 2017 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
trakiskenaa samqme da es yvela tamashze mtkicdeba burtis kontroli gamogvdis marto itamashon adma kasania ertmanetshi da iyvnen
0
№19
ავტორი: kobinio
22 ოქტომბერი 2017 14:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Momavali transferistvis kai kushi amoagdet bozebo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top